პარლამენტი ავტოპარკს განაახლებს – რამდენი დაიხარჯება

ამ მანქანების უმეტესობა არის 10 წელზე მეტი, 300 000-ზე მეტი აქვს საშუალო გარბენი, ხარჯი არის დიდი, ამიტომ პარლამენტმა გადავწყვიტეთ, რომ ჩავანაცვლოთ ამორტიზებული ავტომობილები ჰიბრიდული ავტომობილებით“,- ასეთ განმარტებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი განმარტებით, ავტოპარკი მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის განახლდება. ცნობისთვის, პარლამენტმა გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებისთვის ჯამში, 6,7 მლნ ლარის ღირებულების ავტომობილები უნდა შეიძინოს. „საქართველოს […]

მიქაუტაძეში 24 მილიონი ევრო გადაიხადეს

იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის, “მეციდან” “მონაკოში” ტრანსფერის შესახებ დამატებით ინფორმაციას საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს. “გიორგი მიქაუტაძე AS Monaco-ში გადასვლის ფორმალური ნაწილის დასასრულებლად დღეს გაემგზავრება. კლუბებს შორის გარიგება შედგა ფიქსირებულ 20 მილიონ ევროს პლუს 4 მილიონი ევრო “მეცისთვის”. შეთანხმება ორი კვირის წინ შედგა, დოკუმენტებს კი ხელი მალე მოეწერება”, – წერს ჟურნალისტი. […]

არგენტინის პროვინციამ საკუთარი კვაზივალუტა გამოუშვა

არგენტინის პროვინცია ლა-რიოხამ საკუთარი კვაზივალუტა ქვეყნის პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობასთან კონფლიქტის გამო გამოუშვა. ინფორმაციას MercoPress ავრცელებს. კერძოდ, არგენტინის პროვინცია ლა-რიოხამ საკუთარი კვაზივალუტა მიმოქცევაში მიმდინარე თვიდან ჩაუშვა. ადგილობრივი ხელისფლების განცხადებით, ახალი ვალუტა ადგილობრივი ფინანსური სისტემის სტიმულირებას, ასევე, ეკონომიკისა და მოხმარების გამოცოცხლებას მოემსახურება. პროვინცია ლა-რიოხას ფული ცნობილია, როგორც ჩაჩო, თუმცა ოფიციალურად „ვალის ჩამოწერის ობლიგაციებს“ უწოდებენ. ერთი ჩაჩო […]

სასამართლომ ბრალი მოუხსნა ალეკ ბოლდუინს, რომელსაც გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავებოდნენ

ნიუ-მექსიკის შტატის სასამართლომ მსახიობ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდება მოხსნა. საქმე 2021 წელს ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ოპერატორის მკვლელობას ეხება. მსახიობის ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარემ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დამალა. უკრაინული წარმოშობის ოპერატორი, 42 წლის გალინა ხატჩინსი ერთ-ერთი სცენის რეპეტიციის დროს რევოლვერიდან გასროლით დაიღუპა. აღნიშნულ რევოლვერს, ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბოლდუინი იყენებდა და როგორც აღმოჩნდა, ის საბრძოლო […]

პოლონეთში, სამხედრო წვრთნების დროს, თვითმფრინავი ჩამოვარდა | არის მსხვერპლი

პოლონეთში, ქალაქ გდინიაში წვრთნების დროს პოლონეთის საჰაერო ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი აეროდრომზე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად მაიორი რობერტ იელი დაიღუპა. მან შემთხვევის დროს თვითმფრინავიდან კატაპულტირება ვერ მოასწრო. იელი პოლონეთის საჰაერო ძალების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პილოტი იყო. უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ცესკოს თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს არჩევნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უზრა ზეიას შეხვდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები იყო. შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვის შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ინფორმირების კამპანიისა და […]

უკრაინაში ომი წლის ბოლომდე ჩიხში დარჩება – Politico

უკრაინული ძალები ამერიკული და ევროპული იარაღით გაძლიერდა და ფრონტზე სიტუაცია გაათანაბრა, თუმცა ფრონტზე სიტუაცია ჩიხს უახლოვდება, – ამის შესახებ Politico-ს სტატიაშია აღნიშნული. გამოცემა ნატო-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეფასებით, ზამთარში რუსეთის უპირატესობა არტილერიის კუთხით 20-1 იყო რუსეთის სასარგებლოდ, დღეს კი 5:1-მდე შემცირდა. „ამ კვირაში გამართულმა ნატო-ს სამიტმა შექმნა ალიანსის ახალი სარდლობა გერმანიაში, რომელიც კოორდინაციას […]

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას – აშშ იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ

ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს და აშშ იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავამ ისაუბრა საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ეზრა ზეიას მიერ გაკეთებულ განცხადების შესახებ. „ეზრა ზეია, რომელსაც ჩვენ გუშინ შევხვდით არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის […]

გიორგი ბოტკოველი – ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქალაქში, თითოეულ მოქალაქესთან შეხვედრა და გაზიარება იმისა, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, როგორ გავხადოთ ქვეყანა ერთხელ და სამუდამო ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქალაქში, თითოეულ მოქალაქესთან შეხვედრა და გაზიარება იმისა, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, როგორ გავხადოთ ქვეყანა ერთხელ და სამუდამო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ ყველაფერში წნორელების, კახელების და საქართველოს თითოეული მოქალაქის როლი იქნება ძალიან დიდი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. მათივე ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე […]

1-ელი ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000-მდე გაიზრდება

1-ელი ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000-მდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, შავი ზღვის დაბინძურების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, 65 ათასი ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა გემიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, […]