სამწუხაროა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებისგან უსამართლო შეფასებები – გიორგი კახიანი

გამჭვირვალობის კანონის მიღება და ფინანსების დეკლარირება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თუ უკან დახევაა დემოკრატიაში, მაშინ, უბრალოდ, გაუგებარია ასეთი შეფასებები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა. მისივე თქმით, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით წინსვლა აქვს. “სამწუხაროა, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებისგან ასეთ უსამართლო შეფასებებს ვისმენთ. არ ვიცი, რა იგულისხმება დემოკრატიისგან უკან […]

ამნისტია არის ჰუმანური აქტი. არჩევნები ამ ქვეყანაში ორ წელიწადში ერთხელაა, როდისმე ხომ უნდა გავაკეთოთ?!

ეს არის ჰუმანური აქტი, რომელიც ყოველთვის მისასალმებელია. არჩევნები კიდევ ამ ქვეყანაში ორ წელიწადში ერთხელაა, როდისმე ხომ უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა. „პერმანენტულად ვაკეთებთ ხოლმე ამნისტიას. ყველა ნორმალურ ადამიანს სურს, რომ პირებს, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული, მაგრამ არა იმ ტიპის, რომლის გამოც მათი […]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის პრემიერს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს. „აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა […]

შესარჩევმა კომისიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით, რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს გაუწია

კომისიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტს განცხადებით მიმართა და რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისს დანიშნავს. „იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, 2024 წლის 11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის […]

გიორგი ვაშაძე – სირცხვილი „ქართული ოცნების“ სახით უნდა ჩამოვირეცხოთ, უნდა გავთავისუფლდეთ ამ სირცხვილისგან – გამოსავალი არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, განვითარებაში, წინსვლაში და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს

სირცხვილი „ქართული ოცნების“ სახით უნდა ჩამოვირეცხოთ, უნდა გავთავისუფლდეთ ამ სირცხვილისგან – გამოსავალი არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, განვითარებაში, წინსვლაში და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კახეთში, წნორის ცენტრალურ სკვერში მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ოპოზიციური პარტიების ერთიანობასა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. „ერთიანობა არის რაც გაგვიყვანს ამ ძნელბედობის […]

ჩვენ ჩავატარებთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს და საქართველო რეგიონში დარჩება როგორც სამაგალითო ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების მხრივ

ჩვენ ჩავატარებთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს და საქართველო რეგიონში დარჩება როგორც სამაგალითო ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების მხრივ არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ეზრა ზეიას განცხადებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ეზრა ზეიას განცხადება გაუგებარია, რადგან ქვეყანა და ინსტიტუტები დემოკრატიულად ვითარდება. „ყველა მიმართულებით საქართველოს დღეს აქვს უფრო […]

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ეხმიანება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ეხმაურება. ნინო წილოსანი ამბობს, რომ გაუგებარია ეზრა ზეიას განცხადება, რადგან ქვეყანა და ინსტიტუტები დემოკრატიულად ვითარდება. „ხმამაღალი ჰედლაინების მიღმა, ალბათ მთელი საზოგადოებისთვის გაუგებარია, რა იგულისხმება ანტიდემოკრატიულ პროცესებში. თუ იგულისხმება ის, რომ საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, პარლამენტს არ აქვს უფლება, რომ […]

კომისიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურაზე რეკომენდაცია გასცა

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატობაზე რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კომისია 2024 წლის 11 ივლისს შეიქმნა. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კოკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი. კომისიამ კანდიდატები წინასწარ შედგენილი და გასაჯაროებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა. […]

დაგროვებითი პენსიით 11 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 11 114-მა ადამიანმა ისარგებლა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მათზე პენსიის სახით 38.9 მლნ ლარი გაიცა. უახლესი მონაცემებით, საპენსიო აქტივების ღირებულება 5.2 მლრდ ლარს, ამონაგები კი 1.1 მლრდ ლარს აჭარბებს. ცნობისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საპენსიო დანაზოგის მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში: · მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას; […]

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ეწვევა

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი ხუთშაბათს ოქსფორდშირის საგრაფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება, რომელიც ბლენჰეიმის სასახლეში გაიმართება. ასევე, შაბათს, 13 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ირლანდიაში ჩავა და პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისს შეხვდება. ცნობისთვის, ეს აღნიშნულ ფორმატში მსოფლიო ლიდერების მეოთხე შეხვედრა იქნება.