ნატო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ რეფორმები დააჩქაროს

ნატო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ქართველი ხალხის მისწრაფებების ხელშეწყობის მიზნით, რეფორმები დააჩქაროს , – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს. „ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ერთგულია და მის მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიული ინსტიტუტების […]

სომხეთში სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2024 დაიწყო

სომხეთში სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2024 დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გახსნის ცერემონიაზე სომხეთისა და აშშ-ის ეროვნული ჰიმნები გაჟღერდა და სამხედროებს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა და სომხეთში აშშ-ის ელჩმა, კრისტინა ქუინმა მიმართეს. სამხედრო სწავლება, რომელიც სომეხი და ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით ტარდება, 24 ივლისამდე გაგრძელდება.

ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის ბრალდებაზე საქმე შეწყვიტა

ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის ბრალდებით აღძრული საქმე შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ფლორიდის შტატის საოლქო მოსამართლემ, ეილინ ქენონმა გამოტანილ დადგენილებაში განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური მრჩევლის, ჯეკ სმიტის დანიშვნამ, რომელიც ამ საქმის პროკურორია, კონსტიტუცია დაარღვია და მას საქმის აღძვრის უფლებამოსილება არ გააჩნდა. შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში […]

შალვა პაპუაშვილი – უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა – ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ერთიანობის მფარველი

უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს დღე თანაბრად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსათვის. „სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ვლაქერნობას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ეს […]

კახა წიქარიშვილი – სასამართლო სისტემაში არის რესურსი, რომელთანაც გაჯანსაღებაზე მუშაობა შეიძლება, გამოსავალი არის სისტემის სრული რეორგანიზაცია – „კლანის“ ჯგუფი, მთავარი ბირთვი უნდა წავიდეს

სასამართლო სისტემაში მდგომარეობა მარტივი არ არის – „კლანის“ ჯგუფი, მთავარი ბირთვი უნდა წავიდეს სისტემიდან – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა არამოსამართლე წევრმა, კახა წიქარიშვილმა განაცხადა. კახა წიქარიშვილი სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის გამოსავალს ხედავს სისტემის სრულ რეორგანიზაციასა და მოსამართლეების თავიდან შერჩევაში. „სასამართლო სისტემაში მდგომარეობა მარტივი არ არის. მოსახლეობამაც იცის, რომ სასამართლო სისტემაში არის ერთი […]

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შეიქმნა. მისი მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომისიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. „პირველ სხდომაზე კომისიამ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” ანგარიში მოისმინა საარჩევნო სიების […]

ამერიკის აკრედიტაციის კომისიის – AACI-ის განცხადებით, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ძირითადი შეფასების შედეგად დააკმაყოფილა AACI-ის სტანდარტები და უახლოეს პერიდში მიიღებს აკრედიტაციას

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ინფორმაციით, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ძირითადი შეფასების შედეგად დააკმაყოფილა AACI-ის სტანდარტები და უახლოეს პერიოდში ის მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას. „AACI-ის ვიცე პრეზიდენტის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამ ეტაპზე AACI-ის აკრედიტაცია უკვე მიღებული აქვს ოთხ კლინიკას, ხოლო ხუთ კლინიკაში ივნისის თვეში ჩატარებული ძირითადი შეფასების შედეგად, სამმა გადალახა 70%-იანი ზღვარი და ისინი მიიღებენ […]

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიეტუვაში პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიეტუვაში პირველი ვარჯიში გამართა საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ლიეტუვაში ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. 14 ივლისს ირის ანტმანის გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე, ქალაქ დრუსკინინკაიში ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ლიეტუვისა და საქართველოს ქალთა ნაკრებების შეხვედრა 16 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის […]

“რაც წლების წინ წარმოუდგენლად ჩანდა, ახლა შესაძლოა სასიკეთოდ შემობრუნდეს” – Geo Team-ის ინფორმაციით, იაკობიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს განიხილავს

“რაც წლების წინ წარმოუდგენლად ჩანდა, ახლა შესაძლოა სასიკეთოდ შემობრუნდეს” – Geo Team-ის ინფორმაციით, იაკობიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს განიხილავს “ჟირონას” 20 წლის მცველმა ანტალ იაკობიშვილმა შესაძლოა, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. “რაც წლების წინ წარმოუდგენელი ჩანდა, ახლა, შესაძლოა, სასიკეთოდ შემობრუნდეს და „ჟირონას“ 20 წლის ცენტრალურმა მცველმა ანტალ იაკობიშვილმა საქართველოს ნაკრების მაისურით ითამაშოს. […]

აღიარება – მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში

აღიარება – მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ევროპირველობაზე ჩატარებულ ოთხ მატჩში მეტოქეთა 29-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მან კონკურენტებს დიდი უპირტესობით აჯობა. WhoScored-მა მამარდაშვილი ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მოკლედ დაახასიათა: „ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობის შედეგად ქართველმა მეკარემ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. 23 წლის კარის […]