“ოქროს ბუცის” მფლობელ მიქაუტაძის მადლობა – “მონაკო” გაიწელა და იქნებ “რომა” კვლავ აქტიურობს…

ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირმა და “ოქროს ბუცის” მფლობელმა გიორგი მიქაუტაძემ “ინსტაგრამის” მეშვეობით განცხადება გაავრცელა: “ვამაყობ, რომ ევრო 2024 საუკეთესო ბომბარდირებთან ერთად დავასრულე. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ნაკრებს, ამ საოცარ გუნდს, რომლის გარეშეც ეს შეუძლებელი იქნებოდა.” შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ევროპირველობაზე 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც ჰქონდა. უეფამ დამატებით პარამეტრებს ყურადღება აღარ მიაქცია და ჯილდო ყველას […]
კალასი პრემიერის თანამდებობიდან გადადგა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას უხელმძღვანელებს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი გადადგა, რათა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს. ინფორმაცია ამის შესახებ ორშაბათს, პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა. 47 წლის კალასი, ესტონეთის პრემიერ მინისტრი 2021 წელს გახდა. კალასი, მოსკოვის და მისი, როგორც თავად ამბობს, ექსპასიონისტური მიზნების, ძლიერ კრიტიკოსად და მოწინააღმდეგედ მიიჩნევა. ის მხარს უჭერს უკრაინის უპირობო მხარდაჭერას და ამისთვის ზეწოლას ახდენს, მოკავშირეებსა და პარტნიორებზე. […]
პრეზიდენტი ბაიდენი ამერიკელებს ერთიანობისა და მშვიდობისკენ მოუწოდებს

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართა და მათ ერთიანობისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. პრეზიდენტმა ერს მას შემდეგ მიმართა, რაც ამერიკის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ტრამპი ახლა მილვოკიში, რესპუბლიკელების კონვენციისთვის არის ჩასული. დიდი ალბათობით, მას სწორედ ამ შეკრებაზე დაასახელებენ ოფიციალურად რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო […]
რესპუბლიკელთა კონვენციის უსაფრთხოება სამართალდამცავების მთავარი ამოცანაა

ორშაბათს რესპუბლიკური პარტიის კონვენცია დაიწყო – ყოფილი პრეზიდენტი, ამ კვირაში, ამ შეკრებისას ოფიციალურად უნდა დაასახელონ პარტიის პრეზიდენტობის ნომინანტად. შაბათს გამართული შეხვედრისას ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმის თაობაზე კი კვლავ ბევრი კითხვაა, რომელზე პასუხის გასაცემადაც ფედერალური საგამოძიებო და სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობენ. უმთავრესი აქცენტი მილუაკიში, უისკონსინის შტატში, უსაფრთხოებაზეა. თუმცა, ფედერალური სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ზომები უკვე ისედაც ძალიან […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 15 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.57 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.14 თეთრით. 15 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7117 ლარია, ერთი ევროსი – 2.9582 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.75 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.01 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.71 ლარია, ევროსი – 2.96 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]
ფორმულა ერთის ყოფილმა მრბოლელმა, რალფ შუმახერმა ღიად თქვა, რომ გეია

ფორმულა ერთის ყოფილმა მრბოლელმა, რალფ შუმახერმა ღიად თქვა, რომ გეია. ფორმულა ერთის ლეგენდისა და 7-გზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ძმამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. რალფ შუმახერმა Instagram-ზე თავის ბიზნეს მენეჯერთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი რამ არის, როდესაც გვერდზე გყავს სწორი ადამიანი, რომელთანაც ყველაფერი შეგიძლია გაიზიარო.” შუმახერი 1997-2007 წლებში ჯორდანის, უილიამსის და ტოიოტას […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 16 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: (დაბა) წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუდაპეშტის, შალვა ნუცუბიძის, კანდელაკის, ლვოვის და ონიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან […]
მოსამართლემ ტრამპის მიმართ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვის საქმის წარმოება შეაჩერა

ფლორიდის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვის საქმის წარმოება შეაჩერა. მოსამართლე აილინ ქენონმა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ტრამპის წინააღმდეგ ფედერალური საქმე განხილვაში არ მიიღო, რადგან მისი განმარტებით, დეპარტმენტის მიერ სპეციალური პროკურორის, ჯექ სმითის დანიშვნის პროცესში კონსტიტუციის მეორე, თანამდებობაზე დანიშვნის მუხლი დაირღვა. ფედერალური პროკურატურის 49-გვერდიანი ოქმის მიხედვით, ტრამპს 37-მდე დარღვევაში ედება ბრალი. […]
ლატვიაში ბელარუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა იკრძალება

ბელარუსში გაცემული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მსუბუქი ავტომობილები ხვალიდან, 16 ივლისიდან, ლატვიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, – ინფორმაციას ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, ევროკავშირში ბელარუსიდან აკრძალულია ისეთი საქონლის იმპორტი, რომლის რომლის გაყიდვა ხელს შეუწყობს მინსკის შემოსავლების დივერსიფიკაციას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასეთი საქონლის ჩამონათვალში სამგზავრო ავტომობილებიცაა. […]
ჩაინიშნე საკითხავი და გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში – საქართველოს ბანკის იდეათეკის ახალი კამპანია

ზაფხულის დადგომასთან ერთად, აქტუალური ხდება კითხვა – „რა წავიკითხო?“ პასუხის საძიებლად კი გადავავლებთ ხოლმე თვალს წლის განმავლობაში ჩანიშნულ, ჩანაწერებში შენახულ, გულდასმით შედგენილ სიას ან თაროებზე განლაგებულ, მტვერდადებულ წიგნებს. თითქოს არჩევანი იმდენად დიდია, რომ წიგნის გადმოღება და მისი კითხვის დაწყება მარტივი უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ასე არ ხდება. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ისეთ ლიტერატურულ თავგადასავალს, რომელიც რაღაც […]