გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა

„თბილისი ენერჯი“, რომელიც საქართველოს დედაქალაქის გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს, სერვისის მიწოდების უზრუნველყოფასა და მონაცემთა უსაფრთხოებას ერთ -ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ირჩევს, დღეს კომპანია 1 500 000 ფიზიკურ და 18 000 კომერციულ აბონენტს ემსახურება და ეს რიცხვი ფაქტობრივად, ყოველდღიურად იზრდება, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანია უზარმაზარი მოცულობის სენსიტიურ და პერსონალურ მონაცემებს ფლობს, რომელთა უსაფრთხოება და კონფიდენციალობა დიდი პასუხისმგებლობაა. […]
გიორგი გაბიტაშვილი – მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობა ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პროკურატურის მხრიდან მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩემთვის, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა. მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშების, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე […]
ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა

ლას-ვეგასში მოგზაურობის დროს ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა. პრეზიდენტს დიაგნოზი ვეგასში დაგრგმილი ღონისძიებების წინ დაუსვეს. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, პრეზიდენტს მსუბუქი სიმპტომები აქვს და ის საკუთარ სახლში, დელავერში დაბრუნდება, სადაც დროებით იზოლირებული იქნება. ბაიდენის ექიმის, კევინ ო’კონორის თქმით, პრეზიდენტს ჰქონდა ზედა რესპირატორული სიმპტომები, კერძოდ სურდო, ასევე აწუხებდა ხველა და თავს შეუძლოდ გრძნობდა. ექიმმა აღნიშნა, […]
ჯეი დი ვანსმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობაზე ოფიციალური თანხმობა განაცხადა

ამერიკელი სენატორი, 39 წლის ჯეიმს დევიდ ვანსი (ჯეი დი ვანსი) ოფიციალურად დასთანხმდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობას. ეს 17 ივლისს, საღამოს მოხდა მილუოკიში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე. ორი დღით ადრე, 15 ივლისს, როცა ყრილობის პირველ დღეს დელეგატების ხმათა უმრავლესობით დონალდ ტრამპი ოფიციალურად წარადგინეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად, ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი. 17 ივლისს, რესპუბლიკელების შეკრებაზე […]
“ყოველ დაჯავშნილ ტურზე ორგანიზაცია ერთ ხეს დარგავს” – Biliki.AI-მ Just One Tree-სთან თანამშრომლობა დაიწყო

ეკომეგობრული მოგზაურობის პლატფორმა Biliki.AI ბრიტანულ კომპანია Just One Tree-სთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ხელოვნური ინტელექტის ამ პლატფორმის გამოყენებით სამოგზაურო ტურის ან სასტუმროს დაჯავშნის შემთხვევაში, ორგანიზაცია ერთ ხეს დარგავს – ამის შესახებ Biliki.AI-ს თანადამფუძნებელმა, თორნიკე ცირამუამ, BM.GE-ს თავად განუცხადა. “Biliki AI, როგორც სამოგზაურო პლატფორმა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტის დახმარებით მოგზაურებს სთავაზობს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობის […]
Metro City: „ბათუმში კომერციულ ფართებზე მოთხოვნა დიდი, ფასი კი მზარდია“

ბათუმში კომერციული ფართების დეფიციტია. როგორც სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითის“ დირექტორმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას განაცხადა, ბოლო წლებში ინტერესი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბრენდების მხრიდან გაზრდილია, არსებული მიწოდება კი მას ვერ პასუხობს. ნინო ირემაძის თქმით, „მეტრო სითიში“ კვ.მ ფართის ქირაობა 30-35 დოლარია. ბოლო 5 წელში ფასი დაახლოებით 20 დოლარით არის გაზრდილი. „მოთხოვნა დიდი და უწყვეტია. […]
„მოგვიწევს დიდგაბარიტიანი მანქანების 2-3 მცირე ზომის ავტომობილით ჩანაცვლება, რაც ტრაფიკსაც გაზრდის და დახლზე ფასსაც“ – რიჟამაძე

დისტრიბუტორები დიდგაბარიტებიანი მანქანების გადაადგილებაზე 1-ელი სექტემბრიდან დაგეგმილი შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაგეგმილი შეზღუდვები კომპანიების ხარჯებს გაზრდის, რაც საბოლოოდ პროდუქტის ღირებულებაზე იმოქმედებს. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ხარჯების ზრდა მოუწევს როგორც დისტრიბუტორებს, ისე რითეილ სექტორს. „აქ საუბარი არ არის მხოლოდ მარკეტებსა და ჰიპერმარკეტებზე, საუბარია ჰორეკა მიმართულებაზე, სასტუმრო […]
ბალტიის ქვეყნებში ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა აიკრძალა

ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა აიკრძალა. „ივლისის დასაწყისში ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, რათა შეიზღუდოს ბელარუსის მონაწილეობის შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში და თავიდან იქნას აცილებული ბელარუსის მეშვეობით რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიცავს აკრძალვას ევროკავშირში ბელარუსული სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე“, – აღნიშნულია […]
პარლამენტში, დღეს, საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში, საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ. გაბიტაშვილის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება, რის შემდეგაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის არჩევის საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გავა. საპროკურორო საბჭოში გამართული გასაუბრების შედეგად, გაბიტაშვილმა 11 ხმა – საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტის მხარდაჭერა მიიღო. ექვსი წლის ვადით, ახალი გენერალური პროკურორის ასარჩევად პარლამენტის 76 […]
დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება

დღეს, 12:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება. რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე მოიწვია. დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს. ახალი გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი ამავე დღეს კენჭისყრაზე დადგება. 19 ივლისს კი, პირველი მოსმენით, “ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავენ და მიიღებენ. რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებულია სხვა კანონპროექტების განხილვა.