ბალტიის ქვეყნებში ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა აიკრძალა

ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა აიკრძალა.
„ივლისის დასაწყისში ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, რათა შეიზღუდოს ბელარუსის მონაწილეობის შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში და თავიდან იქნას აცილებული ბელარუსის მეშვეობით რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიცავს აკრძალვას ევროკავშირში ბელარუსული სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე“, – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, გამონაკლისი შეეხება ევროკავშირის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო შესულ ან დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებს.
ამასთან, ლიეტუვის საბაჟომ განაცხადა, რომ 18 ივლისიდან ქვეყანაში ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლაზე დაწესებული აკრძალვა ამოქმედდება. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატიური ავტომობილებს შეეხება.
ლიეტუვის ტერიტორიაზე მყოფმა ავტომობილების მფლობელებმა უნდა დატოვონ ქვეყანა ან ხელახლა დაარეგისტრირონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები 2025 წლის 18 იანვრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ავტომობილებს ჩამოართმევენ.
მანამდე, 16 ივლისიდან, ბელარუსში რეგისტრირებული ავტომობილების ქვეყანაში შესვლა აკრძალა ლატვიამაც. გადაწყვეტილება არ ვრცელდება დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, მათ შორის დელეგაციების, საელჩოებისა და მისიების სარგებლობისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა