ჩინეთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 14-სართულიან შენობას ცეცხლი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ზიგონგში გაუჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების 300-მდე თანამშრომელი და ათობით სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული და მათ 30-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. წინასწარი გამოძიების თანახმად, ხანძარი სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. CNN იუწყება, რომ […]

ჯო ბაიდენს ისევ კორონავირუსი აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაავადდება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც იძულებული გახდა ნევადის შტატში საარჩევნო შეხვედრები ვადაზე ადრე შეეწყვიტა. 17 ივლისს, ტესტირების დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი ლას-ვეგასის აეროპორტიდან გაემგზავრა დელავერის შტატში და გამოჯანმრთელებამდე თავის სახლში, თვითიზოლაციაში იქნება. პრეზიდენტის ექიმმა კევინ ო’კონორმა მედიას აცნობა, რომ ჯო ბაიდენს სურდო და მსუბუქი ხველება […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ

საქართველოში, მთლიანობაში, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს. „დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, […]

ისრაელის ქნესეთმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ეწინააღმდეგება

ისრაელის ქნესეთმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ეწინააღმდეგება, – ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციაში მყოფმა პარტიებმა, ოპოზიციის მემარჯვენე პარტიებთან ერთად და ბენი განცის ცენტრისტულმა „ეროვნული ერთიანობის“ პარტიამ. რეზოლუცია 68 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღეს და ის სრულად უარყოფს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, ისრაელთან მოლაპარაკების შედეგადაც […]

ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. პრეზიდენტი დელავერში, საკუთარ სახლში იქნება იზოლირებული, თუმცა იზოლაციის პერიოდში თავის მოვალეობას სრულად შეასრულებს. ბაიდენი გუშინ ლას-ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. გვიან ღამით დაგეგმილი წინასაარჩევნო ღონისძიება კი გააუქმა. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, […]

,, იქაც მინდოდა, რომ ყველას ერთად გვეთქვა ხმამაღლა, მაგრამ…” – ხათუნა ხოფერია ,,ოცნების” შეკრებაზე

ყოფილი პარლემანტარი ხათუნა ხოფერია: ,,ორიოდ სიტყვა 16 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში- უღრმესი მადლობა მოწვევისთვის!🙏🏼 ჩემთვის სასიამოვნო და სასიხარულო იყო ბევრი მეგობრის და, რაც მთავარია, თანამებრძოლის ნახვა. კიდევ ერთხელ გეფერებით ყველას♥️♥️♥️ ახლა მთავარი. მთავარი კი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის და მისი მხრიდან გაკეთებული აქცენტების მოსმენა იყო. 1. ყველა იმ პიროვნებას, ვინც “ არ […]

საკონსტიტუციოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე მისი უკანონო დაკავების შესახებ წერს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე, თორნიკე ობოლაშვილი Facebook-ზე წერს, როგორ დააკავეს სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელებმა უკანონოდ. ობოლაშვილის პოსტის მიხედვით, შემთხვევა 15 ივლისს მოხდა. მისი თქმით, დაკავებამდე წაართვეს ტელეფონი, რომლითაც ვიდეოს იღებდა, მოგვიანებით კი, მოტყუებით ტელეფონი გაახსნევინეს, წაართვეს და მის პირად ინფორმაციაზე წვდომა მოიპოვეს. ობოლაშვილი ამბობს, რომ წაუშალეს რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომლის გადაღებაც დაკავებამდე მოასწრო. საკონსტიტუციო სასამართლოს […]

საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების ბარიერები და ხელშემწყობები ფაქტორები

განახლებად ენერგიაზე გადასვლა აუცილებელია მდგრადი მომავლის მისაღწევად. ამ მიმართულებით დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებებიდან ერთ-ერთი, ენერგეტიკული გაერთიანებების ფორმირება, გულისხმობს მოქალაქეთა ჩართულობის გზით მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ამგვარი ტიპის მოქალაქეთა გაერთიანებაზე დაფუძნებული ორგანიზაციები ხელს უწყობენ ადგილობრივი ენერგიის წარმოებას, აუმჯობესებენ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ხელს უწყობენ გარემოს მდგრადობას და კლიმატის ცვლილების შერბილებას. თუმცა, ენერგეტიკული გაერთიანებების ფართოდ გავრცელებისთვის საჭიროა არაერთი ბარიერისა […]

გიორგი უშიკიშვილი “ლელო”-ს, ანა დოლიძის და მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” პოლიტიკური ერთობის წევრი გახდა

გიორგი უშიკიშვილი “ლელო”-ს, ანა დოლიძის და მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” პოლიტიკური ერთობის წევრი გახდა მომღერალი გიორგი უშიკიშვილი “ლელო”-ს, ანა დოლიძის და მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” პოლიტიკური ერთობის წევრი გახდა. ამის შესახებ დღეს, ერთობლივ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. “ვფიქრობ, დღეს ყველამ უნდა გადადოს თავის ამბიციები და ჩვენი ამბიცია, პირველ რიგში უნდა უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ ამიტომ, ვდგები […]

გორის საკრებულოს თავმჯდომარე: დასავლეთი არის ჩვენი მტერი

დასავლეთი არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ქვეყნის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მეთიუ მილერი გამოდის და იძახის, ხელისუფლება არასწორ გზაზე დგას, ჩვენ მხარს ვუჭერთ მოსახლეობას. აი ამ მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს [ხელისუფლებას] და იმას როგორ დაელაპარაკება, მაინტერესებს ერთი, მეთიუ მილერი. […] დასავლეთმა ნიღაბი ჩამოიხსნა. ის რკინის ფარდა ჩამოიხსნა. ვინც არიან ჩანან. ფაქტიურად, აგენტურა ზუსტად მაგათ ჰყავთ ჩასმული ე.წ. […]