გიორგი გაბიტაშვილი – საერთაშორისო დონეზე პოზიტიური ვალდებულებების კარგი შესრულების პრაქტიკა იყო და იქნება პროკურატურის პრიორიტეტი

საერთაშორისო დონეზე პოზიტიური ვალდებულებების კარგი შესრულების პრაქტიკა იყო და იქნება პროკურატურის პრიორიტეტი, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გაბიტაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურა აქტიურად ცდილობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და საუკეთესო თანამედროვე გამოცდილების გაზიარებას. „მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ სამართლებრივი თანამშრომლობა ევროჯასტთან, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან და ევროკავშირის პროკურატურასთან. ასევე, მნიშვნელოვანია, […]

თბილისში დღეს შუქი ჩაქრება

საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 07:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, კოსტავას, იყალთოს, ბახტრიონის, კუტუზოვის, გამრეკელის, ტაშკენტის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, შევარდენიძის, შავგულიძის, საბურთალოს, […]

აბონენტების და განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიზარდა – „თელასი“

2024 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,815 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6.4% (110 მილიონი კვტ.სთ-ით) აღემატება 2023 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას, – ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. აღნიშნულ მატებას „თელასი“ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდით ხსნის. „სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით […]

კაფე ვარდების ბაღში: სლინკ კაფეს წარმატების რეცეპტი

ბიზნესის დაწყება, შემდეგ კი ფინანსების მართვა სხვადასხვა გამოწვევასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, დამწყებ თუ დიდ ბიზნესებს საქართველოს ბანკი ციფრული არხებისა და სხვა შეთავაზებების შექმნით კვლავ უწყვეტ რეჟიმში ეხმარება. ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი მომხმარებლებს ინოვაციურ და მუდმივად განახლებად ფუნქციონალებს სთავაზობს, რომლებიც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებს ამარტივებს. საქართველოს ბანკის ტერმინალი კი გადახდების მიმართულებით ეფექტურ, მარტივ და […]

გიორგი გაბიტაშვილი – თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს, რაც ამ კატეგორიის საქმეებზე სპეციალიზაციის სტანდარტის შემოღებას, თაღლითობის სახეების სწორად სამართავად სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას და საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინირებულ საქმიანობას მოიცავს, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა. გიორგი გაბიტაშვილმა თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყო და აღნიშნა, რომ თაღლითობის ეფექტიანი გამოძიება […]

გიორგი გაბიტაშვილი – ვიმედოვნებ, ერთად შევძლებთ მსხვერპლი ბავშვების დაცვას მეორეული ვიქტიმიზაციისგან

ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაცვა, მათ შორის, სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გავრცელებისგან. აუცილებელია, გაგრძელდეს მსგავსი დანაშაულების ანალიზი და შენარჩუნდეს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა. გიორგი გაბიტაშვილის თქმით, არასრულწლოვანის მეორეული ვიქტიმიზაციისგან მაქსიმალურად დასაცავად მნიშვნელოვანია, […]

გიორგი გაბიტაშვილი – 2022-2024 წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ფულის გათეთრების დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების და დევნის უზრუნველსაყოფად

2022-2024 წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ფულის გათეთრების დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების და დევნის უზრუნველსაყოფად. კერძოდ: შემუშავდა პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების და ვირტუალური აქტივების ამოღების შესახებ სახელმძღვანელოები. ამ დანაშაულებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე […]

მედია – ნენსი პელოსმა ჯო ბაიდენს პირად საუბარში უთხრა, რომ გამოკითხვების თანახმად, ის არჩევნებს ვერ მოიგებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პირად საუბარში უთხრა, ­რომ გამოკითხვების შედეგების თანახმად, ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს ვერ დაამარცხებს და შესაძლოა გაანადგუროს წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ გამარჯვების შანსები თუკი მეორე ვადით არჩევის მიზნით კენჭს იყრის, – ინფორმაციას CNN-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ერთ-ერთი წყაროს თქმით, პრეზიდენტი […]

გიორგი გაბიტაშვილი – ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას უკვე წლებია ახორციელებს. ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირთა, ქურდული სამყაროს წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერების მიმართ დევნის და მსჯავრდების მაჩვენებელი, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022-2023 წლებში დევნა დაიწყო 388 ნარკორეალიზატორის […]

გიორგი გაბიტაშვილი – მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება

პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი, სისტემური მოწყობა და ანგარიშვალდებულების არსებული სისტემა, ვფიქრობ, უზრუნველყოფს პროკურატურის ინსტიტუციურ სიძლიერეს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, პროკურატურის ინსტიტუციური სიძლიერე და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობა უკეთესი საპროკურორო […]