საავტომობილო გზების დეპარტამენტი – გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სტუდენტები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სააკაძის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მარშის მონაწილეები სააკაძის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პეკინის გამზირზე გადავიდნენ. მარშის მონაწილეებს გამზირის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი და მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. მარშის მონაწილეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის საპატრულო ეკიპაჟის რამდენიმე მანქანა მიჰყვება. სტუდენტები სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!”. მათ მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ამასთან, მარში მიმდინარეობს სხვა ლოკაციებზეც, […]
ჩეხმა დეპუტატებმა რუსებს შეუზღუდეს მოქალაქეობის მიღება

ჩეხეთის დეპუტატების პალატამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც, მათ შორის, რუსებს მნიშვნელოვნად უზღუდავს ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას. დამტკიცებული შესწორებით რუსეთის მოქალაქეები, გარკვეული გამონაკლისებით, ვერ შეძლებენ ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას რუსეთის მოქალაქეობის დათმობის გარეშე. ამასთან, შესწორება ითვალისწინებს 15 წელზე მეტი ასაკის რუსების განაცხადების განხილვის სრულ შეჩერებას, განუსაზღვრელი ვადით – მათ შორის განაცხადების, რომლებიც ამ დრომდეა შეტანილი. […]
თბილისის მერიამ 2024 წელს გამარტივებული გზით 400,249 ლარი დახარჯა სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაში – ფლანგვის დეტექტორი

,,ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, თბილისის მერიამ 2024 წელს გამარტივებული გზით 400,249 ლარი დახარჯა სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაში. ,,კომპანიების უმეტესი ნაწილი, რომლებთანაც გამარტივებულად ფორმდება ხელშეკრულებები, მმართველი პარტიის შემომწირველები არიან. მაგალითად: სს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი- ემ|გრუპ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ქართულ ოცნებას 40,000 ლარი შესწირა. შპს წისქვილი ჯგუფის ოთხი მეწილიდან სამი მმართველი პარტიის შემომწირველია. შპს პარაგრაფის დირექტორმა […]
,,გავა დრო და ბევრი მიხვდება თავის შეცდომას. მე კი ვიცი , სწორ გზაზე ვდგავარ!“ – თემურ თათარაშვილი

მომღერალი თემურ თათარაშვილი: ,,გავა დრო და ბევრი მიხვდება თავის შეცდომას. მე კი ვიცი , სწორ გზაზე ვდგავარ!“
,,გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსასშიშროების რისკის გამო, მოძრაობა აკრძალულია” – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს: ,, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”
როგორ დაგეგმა “ქართულმა ოცნებამ” მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება – “ჩემი ხმის” განცხადება

სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმა” აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” პროევროპული აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკ მეთოდებს მიზანმიმართულად და წინასწარ გაწერილი გეგმით იყენებს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს კოალიციის ლიდერებმა – ლონდა თოლორაიამ, ეკა გიგაურმა და ნინო ლომჯარიამ. მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა დაკავებულთა ჩვენებებს, მათი ადვოკატების გამოცდილებას და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს. კოალიციამ პუნქტობრივად ჩამოთვალა ის კანონდარღვევები, რომლებსაც […]
“კრიტიკული გამოფენის შემდეგ გორის მერია გვატოვებინებს შენობას, რომელიც ნაგავსაყრელი იყო და დონორების დახმარებით აღვადგინეთ”

გორის ხელოვნების სახლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოლაბორაციულ თემაზე გამოფენის გახსნიდან 5 დღეში გორის მერიამ უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა. ხელოვნების სახლი არის შემოქმედებითი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს გალერეას და მერაბ მამარდაშვილის სახელობის თავისუფალ სივრცეს. ორგანიზაციის წარმომადგენლები მერიის გადაწყვეტილებას უკავშირებენ საპროტესტო თემაზე გამოფენას და სამართლებრივი დავის წამოწყებას გეგმავენ. „ხელოვნების სახლის რეზიდენტებმა 16 ნოემბერს გავხსენით კოლაბორაციული გამოფენა, რომელიც […]
დაკავებული ვეფხია კასრაძის ცოლის თქმით, სახლში ჩხრეკაზე მივიდნენ, მას შემდეგ უთვალთვალებენ

დაპატიმრებული ვეფხია კასრაძის ცოლი ელენე კროტენტო-კასრაძე აცხადებს, რომ მისი ქმრის დაკავების შემდეგ სახლში ჩხრეკაზე მივიდნენ, მას შემდეგ კი უთვალთვალებენ. როგორც ის ფორმულასთან საუბრისას ამბობს, ჩხრეკისას მას უთხრეს, რომ თუ მშვიდად იქნებოდა, პრობლემები არ ექნებოდა. კასრაძის ცოლის თქმით, ჩხრეკიდან მეორე დღეს მის სახლთან და მისი ქმრის მანქანასთან რამდენიმე ადამიანი შეამჩნია, რომელიც მას აკვირდებოდა. “მითხრეს ჩხრეკაზე ვართო. […]
“მივიღე გადაწყვეტილება და ვაუქმებ საახალწლო ღონისძიებებს“ – ვერიკო ტურაშვილი

სოციალურ ქსელში მომღერალი, ვერიკო ტურაშვილი, წერს, რომ საახალწლო კონცერტებს აუქმებს. “მივიღე გადაწყვეტილება და ვაუქმებ საახალწლო ღონისძიებებს, რომელიც მარტო “დავდივარ და დავიმღერის“ ფარგლებს არ მოიცავს. ასევე მაქვს დიდი პასუხისმგებლობები, რომელსაც მარტო ვუძღვები… მაგრამ ეხლა ამის დრო არაა. დიდი იმედი მაქვს მალე დამთავრდება ეს კოშმარი და ყველას გვექნება სურვილი და შესაძლებლობა ბედნიერად ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე❤️ 🇬🇪🇪🇺“, […]