ზელენსკი: უკრაინას არ აქვს ძალები ყირიმისა და დონბასის სამხედრო გზით დასაბრუნებლად

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამამად უკრაინას არ გააჩნია ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის სამხედრო გზით დასაბრუნებლად. ამავე დროს, იგი ხაზს უსვამს, რომ ეს არ ნიშნავს რუსული ოკუპაციის იურიდიულად აღიარებას. „იურიდიულად ვერ ვიტყვით უარს ჩვენს ტერიტორიებზე, ეს კონსტიტუციითაა აკრძალული. ფიზიკურად კი, რისთვისაა ეს ხმამაღალი სიტყვები? თუ ფიზიკურად ისინი აკონტროლებენ ჩვენი ტერიტორიის ნაწილს, […]
ზელენსკი ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებს ხვდება

უკრაინის პრეზიდენტი 18 დეკემბერს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს ხვდება. ბრიუსელში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებსაც შეხვდება. რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე, კიევი ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებას ცდილობს. ბრიუსელში ვიზიტის წინ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინის სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე, ყველაზე მეტად კი ხაზი საჰაერო თავდაცვის სისტემების საჭიროებას გაუსვა. “ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა რაც შეიძლება შორ მანძილზე გავანადგუროთ […]
ქუთაისის მერია – იმერეთში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ტყიბულში, ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია, მაღალმთიან სოფლებში კი 1 მეტრს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად იწმინდება საავტომობილო გზები, მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი. „ასევე, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის 1-ლი ნომრის მიმდებარედ […]
ანა დოლიძე ჰოლანდიის პარლამენტის წევრებთან შეხვედრებს აგრძელებს

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ჰოლანდიის პარლამენტის წევრ, მპანზუ ბამენგას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქზე” აქვეყნებს. “ვაგრძელებ შეხვედრებს ჰოლანდიაში, ჰოლანდიის პარლამენტის წევრებთან. დღეს, შევხვდი ჰოლანდიის პარლამენტის წევრ, მპანზუ ბამენგას, რომელიც D66 პარტიას წარმოადგენს. ჰოლანდია ძალიან დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჰოლანდიის ჩართულობა და დემოკრატიული პროცესებისთვის მხარდაჭერა […]
მიხეილ სააკაშვილი – დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში – ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში დადებითად აფასებს. მისი თქმით, ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს. “მე დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ევროპარლამენტში. თავიდანვე მომხრე ვიყავი მისი მოწვევის, ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მან ხაზი გაუსვა,რომ ქართულ სახელმწიფოს ადრე არჩეული ჰქონდა […]
სალომე ზურაბიშვილი არც მალავს, რომ ქართველ ხალხს არ ელაპარაკება და თავისი და სხვა რადიკალური ჯგუფების პატრონების ინტერესებს იცავს

„სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ იმას, რომ ადამიანი, რომელიც 29 დეკემბრამდე ფორმალურად მაინც ითვლება პრეზიდენტად, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული განცხადებების ავტორია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, ამიტომ, საზოგადოებამ მისი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მიიღოს. „სალომე ზურაბიშვილის […]
“რუსეთი ყველაფერს აკეთებს საქართველოში დემოკრატიის დასამარცხებლად” – აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის ლიდერი

“საქართველოს გამარჯვება ამ რთულ ბრძოლაში უაღრესად დადებით შედეგებს გამოიღებს სამხრეთ კავკასიისთვის”, -საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ასე ეხმაურება ალი ქარიმლი, აზერბაიჯანის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” (PFPA) თავმჯდომარე. აზერბაიჯანში PFPA მთავარი პოლიტიკური ძალაა, რომელიც მხარს უჭერს აზერბაიჯანის ევროკავშირში ინტეგრაციას. აზერბაიჯანის მთავრობა რეპრესიებს ახორციელებს PFPA-ს წინააღმდეგ. PFPA-ს 50-მდე აქტივისტი ამჟამად პოლიტპატიმრის სტატუსით ცხოვრობს. 2005 წლიდან ალი ქარიმლის […]
როდის გაიხსნება მწვანე კონცხზე 5 ვარსკვლავიანი Marriott Brand, Luxury Collection?

მწვანე კონცხზე 5 ვარსკვლავიანი Marriott Brand, Luxury Collection-ის გახსნის ვადები უცნობია. როგორც პროექტის განმახორციელებელ თანაინვესტირების ფონდის შემადგენლობაში არსებულ „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში“ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, მწვანე კონცხის პროექტის კორექტირების და თანმდევი სამუშაო პროცესები არ დასრულებულა. შესაბამისად, ინფორმაცია ვადებზე საუბარი ცოტა ნაადრევია. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, ფონდის ინფორმაციით, ის პროექტირების შედეგების გათვალისწინებით დაზუსტდება. შეგახსენებთ, არსებული პროექტით განიხილება […]
საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენების საქმეზე ნიკოლა სარკოზის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გამამტყუნებელი განაჩენი კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენების საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე ნიკოლა სარკოზი სასამართლომ 2021 წელს ცნო დამნაშავედ და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც ორი პირობითი იყო, ერთი წლით კი მას ელექტრონული სამაჯურის ტარება დაეკისრა. სარკოზი მის წინააღმდეგ გამოძიების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების სანაცვლოდ, მოსამართლის მოსყიდვასა […]
რაფა მირი წელს “ვალენსიას” ვერ დაეხმარება

“ვალენსიას” 27 წლის თავდამსხმელმა რაფა მირმა მუხლქვეშა მყესის ტრავმა მოირჩინა, მაგრამ ისევ დაშავდა და ლაზარეთში დაბრუნება მოუწია. კვირას ჩატარებულ ვარჯიშზე რაფა მირმა ბარძაყის წინა მხარეს დისკომფორტი იგრძნო, სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ფიზიოთერაპიული კურსის გავლა მოუწევს და წელს ვერ ითამაშებს. ამ სეზონში მან 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.