გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით ინგლისის პრემიერლიგის გუნდები დაინტერესდნენ – FootballFancast

ინგლისის პრემიერ ლიგის ტრიო „ევერტონი“, „ლესტერ სიტი“ და „ვულვზი“ აღტაცებულები არიან „უოტფორდის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძით და მისი დამატება სურთ, თუმცა სამივეს აფრთხობს ის მაღალი ფასი, რომელსაც ქართველის გუნდი ითხოვს, – ამის შესახებ წერილს გამოცემა FootballFancast აქვეყნებს. „მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, და მიუხედავად იმისა, რომ „ვიკარიჯ როუდზე“ ახალ კონტრაქტს ხელი მხოლოდ სექტემბერში მოაწერა, […]

„ხელოვნების სახლი“ გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს

გორის „ხელოვნების სახლი“ აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მერიას მათთან ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა. კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი ოთო გვრიტიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ გადაწყვეტილებას მიმდინარე გამოფენას უკავშირებს. 16 ნოემბერს “ხელოვნების სახლის” რეზიდენტებმა გახსნეს გამოფენა, რომელიც აერთიანებდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე გამართული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების მიერ გამოყენებულ ფრაზებს. მათ შორის იყო: „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“. ბოდიშის მოხდის საკითხი […]

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხისა და ქვეყნის მომავლისთვის მათი ევროპული მისწრაფებების გვერდით – კუბილიუსი

ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს: ,,ძალიან ყურადღებით ვუსმენდი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხისა და ქვეყნის მომავლისთვის მათი ევროპული მისწრაფებების გვერდით.”

,, როცა ბებიაა დამსმენიც, ენატანიაც და ზემოდან კიდევ ცილისმწამებელი, – ეს კატასტროფა უკვე პოლიტიკის მიღმაა” – ლაშა ნაცვლიშვილი

ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი სოცოალურ ქსელში, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის ევროპის მაღალი ტრიბუნიდან დღევანდელ მიმართვას ეხმაურება: ,,დამსმენ და ენატანია ბავშვს თანატოლებიც არ წყალობენ, მაგრამ როცა ბებიაა დამსმენიც, ენატანიაც და ზემოდან კიდევ ცილისმწამებელი, – ეს კატასტროფა უკვე პოლიტიკის მიღმაა და ეროვნულ სირცხვილად ყალიბდება” ჟურნალისტი ია მამალაძე ნაცვლიშვილს თავისივე პოსტის ქვეშ პასუხობს: ,,ეს ასაკზე დაცინვა რა ამორალობაა?! რამდენი […]

„ვინ არიან [ოცნების] მმართველ რგოლში? – იგივე ყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები“ – ვალერი გელაშვილი

„ვინ არიან მმართველ რგოლში? – იგივე ყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები“,- ამის შესახებ ბიზნესმენმა, ვალერი გელაშვილმა BM.GE-სთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ისაუბრა. მისი თქმით, ის რაც 21-ე დღეა დედაქალაქში ხდება, პირველ რიგში ყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ხოლო მეორე მხრივ მმართველ პარტიის დანაშაულია, რადგან ხელისუფლებაში მოსვლისას, მათ საკმარისი ადამიანი არ დასაჯეს. “თუ ასე გაგრძელდა, ბიზნესს გაუჭირდება, რადგან […]

“ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია, მე არ ჩამომიყვანია ივანიშვილი” – რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აკეთებს, იმის შესახებ, რომ მას ბევრი ადამიანი ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილის ჩამოყვანაში. “დაიტოვეს” ჯგუფში ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში. მინდა ამ ადამიანებს ვუპასუხო მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ხალხისთვის ამეხსნა თუ რა საფრთხის წინაშე ვიყავით, ამის იქით მაშინ უნდა გაგვეუქმებინა არჩევნები და მეც დიქტატურად გადავქცეულიყავი და ამ […]

ენჯეოს ამოფარებული ჩვეულებრივი ბოლშევიკ-ფაშისტი – ზაალ ანჯაფარიძე თინა ხიდაშელზე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დასანქცირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილს გააჩერებს მისი შვილების სანქცირება. ჯაფარიძე თინა ხიდაშელს ენჯეოს ამოფარებულ ბოლშევიკ-ფაშისტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ყველა ნორმალური ადამიანი ხედავს მისი მორალური დეგრადაციის დონეს. „ენჯეოს ამოფარებული ჩვეულებრივი ბოლშევიკ-ფაშისტი! კიდევ შემიძლია სხვა რამ ვუწოდო, […]

7-კაცა | ქეიფთაუნსა და კრაკოვში ჩელენჯერის სერიაზე

საქართველოს 7-კაცა მარტსა და აპრილში მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე (7-კაცას მსოფლიო სერიების შესარჩევი) ითამაშებს და ოთხ საუკეთესოს შორის მოსახვედრად იბრძოლებს. მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ჩელენჯერის სერიის პირველ ორ ეტაპს სამხრეთ აფრიკა, ქეიფთაუნი უმასპინძლებს. პირველი ეტაპი 1-2 მარტს, ხოლო მეორე 7-8 მარტს გაიმართება და მასში როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩელენჯერის სერიის ფორმატი […]

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, სამართალდამცავთა მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის საქმიანობა გააცნო დაკავებულთა და დაკავებისას დაშავებულთა […]

გზების დეპარტამენტი – ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზაზე დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა ჩამოვიდა, ქვისცვენა გრძელდება – შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე (ქედა) მონაკვეთზე, ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვისცვენა კვლავ გრძელდება. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.