საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, Horizon Europe-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში, GAIN-ის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში საზაფხულო სკოლის – „ადამიანის შემეცნებისა და ემოციის მოდელირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ – გახსნის ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საზაფხულო სკოლა, რომლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მკვლევრები პარტნიორი სამეცნიერო ორგანიზაციებიდან: პროფესორი ფრანსუა ბრემონი – ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი (INRIA, საფრანგეთი), ფილიპ […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს 07:00-დან 07:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის რაიონის სოფლებში წითელსოფელი, ნაოზა, ნავაზა, მისაქციელი, ჭოპორტი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის და მცხეთის რაიონის სოფლებში წითელსოფელი, ნაოზა, ნავაზა, მისაქციელი, ჭოპორტი, ბაგიჭალა, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის […]

,, ეჭვი მაქვს, როდესაც ივანიშვილი იგივეს მიხვდება, მისთვისაც ძალიან გვიან იქნება” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ,,კისინჯერი თავის წიგნში “მსოფლიო წესრიგი”, როდესაც “ყირიმის ომის” შემდეგ ავსტრიის პოლიტიკას მიმხოლავს, რომელიც ჩვენს ენაზე ერთი ადგილის თამაშში გამოიხატა , რაც საბოლოოდ მისთვის ცუდად დასრულდა, ასე აჯამებს: “ავსტრია გვიან მიხვდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში სანდოობა უფრო დიდი კაპიტალია, ვიდრე ტაქტიკური მოქნილობა.” ჰოდა, ეჭვი მაქვს, როდესაც ივანიშვილი იგივეს მიხვდება, მისთვისაც ძალიან გვიან იქნება.“

ეროვნულმა ბანკმა კონკურსი – „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ გამოაცხადა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყოველი წლის 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას 1999 წლიდან „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ („გაერო“) ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მთავარი მიზანი საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებაში ახალგაზრდების როლის მნიშვნელობის აღნიშვნა და წახალისებაა. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პლატფორმა – www.finedu.gov.ge (შემდგომში – […]

საქართველოში ადამიანი საშუალოდ 7 წლით ნაკლებს ცოცხლობს, ვიდრე ევროკავშირში – ISET

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207). „საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა. ინფორმაციას […]

პროკურატურა: სპეცრაზმელის მიერ ნაცემი კაცი გარდაიცვალა, რის გამოც ბრალდება დამძიმდა

29 ივლისს, სავარაუდოდ სპეცრაზმელის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ნაცემი კაცი გუშინ, 11 აგვისტოს, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. პროკურატურამ ბრალდებულს ბრალდება კიდევ ერთხელ დაუმძიმა. თავდაპირველად დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც ასევე ფიგურირებს საქმეში და უწყება ამ დრომდე ეძებს, დაუსწრებლად წარუდგინეს […]

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, – ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. „ზუსტად ამ ზონაში 28 დასახლებული პუნქტი მდებარეობს, ეს დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, რომელთა ბედი ჩვენთვის უცნობია“, – განაცხადა სმირნოვმა. სმირნოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები 12 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 40 კილომეტრის სიგანის ზოლი […]

რუსეთი საზღვარზე აფართოებს ევაკუაციის ოპერაციას, უკრაინის შეჭრის შეკავების მცდელობის ფონზე

მოსკოვმა 12 აგვისტოს უკრაინის მოსაზღვრე არეალებიდან მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაციის გაფართოების ბრძანება გასცა, იმ ფონზე, როცა მისი ძალები ცდილობენ შეაკავონ უკრაინის არმიის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე უპრეცედენტო შეჭრა. “საგანგაშო დილა დაგვიდგა. კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე მტრის აქტივობაა. მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების გადაადგილებას უფრო უსაფრთხო ადგილებში” – ამბობს სამხრეთ-დასავლეთის ბელოგოროდის რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ […]

მაჰმუდ აბასი ხვალ ვლადიმერ პუტინს შეხვდება

მაჰმუდ აბასი 13 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხებს განიხილავენ. ცნობისთვის, 2021 წლის შემდეგ ეს მოსკოვში მაჰმუდ აბასის პირველი ვიზიტია.

გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე – ნულს მინუს ნული, არის ნული

ირაკლი კობახიძე არის პოლიტიკური განულების მასტერკლასი , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ შესაძლო გაერთიანებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. გრიგოლ გეგელიას თქმით, ირაკლი კობახიძე ისტორიაში შევა, როგორც პრემიერი, ვის დროსაც საქართველო ეროვნული მოსწრების უმდაბლეს ნიშნულზე დაეცა. „როდესაც კრემლის თუთიყუში, კობახიძე სხვაზე ამბობს, “რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებსო”, […]