უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღებისთვის დააკავეს

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კიევში, ნახევარი მილიონი დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის დახმარებით, მინისტრის მოადგილის მიერ ორგანიზებული მასშტაბური კორუფციული სქემა გამოავლინეს. გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ 500 000 დოლარის სანაცვლოდ, მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხეილო დაჰპირდა ლვოვ-ვოლინის ქვანახშირის აუზის სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელებს, […]

კურსკის ოლქის 28 დასახლებულ პუნქტს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ

კურსკის ოლქის 28 დასახლებული პუნქტი ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, საზღვრებთან არსებული ვითარებასთან დაკავშირებულ თათბირზე მოახსენა ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა. მისი განცხადებით, საბრძოლო შეტაკებების ხაზი არასტაბილური და ბუნდოვანია, უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეში არიან შესული. ბრძოლა მიმდინარეობს და უკრაინა აკონტროლებს 489 კვადრატულ კილომეტრს. უცნობია, […]

ილონ მასკი პლატფორმაზე X ინტერვიუს ჩამოართმევს დონალდ ტრამპს

მილიარდერი ბიზნესმენი, ილონ მასკი 12 აგვისტოს სოციალური მედიის პლატფორმაზე X ინტერვიუს ჩამოართმევს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს – რამაც, შესაძლოა, კიდევ მეტი სიურპრიზი მოიტანოს ისედაც მღელვარე წინასაარჩევნო პერიოდში. ამ ინტერვიუმ ექსპრეზიდენტ ტრამპს შესაძლოა საშუალება მისცეს კვლავ მოექცეს ყურადღების ცენტრში, იმ ფონზე, როცა, გავრცელებული აღქმით, მისი კამპანიის მიმართ ყურადღება იკლებს. 5 ნოემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო […]

გარემოს სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის გაცემა კვლავ შეაჩერა

ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურა მესამედ შეჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიიღო და შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდსს“ 2 აგვისტოთი დათარიღებული წერილით აცნობა.

სენაკის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს 62 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“-ს ონის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“-ს ონის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცის პრესსამსახური ავრცელებს. ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა და ონის მოსახლეობას გააცნო “კოალიცია ცვლილების” ხედვები, როგორ უნდა გადაიჭრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. “ წელს არის უნიკალური შანსი ბევრი მიზეზის გამო, ეს არის […]

ავსტრალიაში ვერტმფრენი სასტუმროს შეეჯახა, პილოტი დაიღუპა

12 აგვისტოს, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ კეირნსში ვერტმფრენი სასტუმრო Hilton-ს შეეჯახა, რის შედეგადაც შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა, პილოტი ადგილზე გარდაიცვალა. ხანძრის დროს სასტუმროში ევაკუაცია გამოცხადდა. ავარია ორშაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 1:50 საათზე მოხდა. ავსტრალიური მედიის ცნობით, ვერტმფრენი მოპარული იყო. ავსტრალიის პოლიციის ცნობით, ვერტმფრენი ანგარიდან “არაავტორიზებული ფრენისთვის” გამოიყვანეს, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. მთავარი ზედამხედველის მოვალეობის […]

სასტუმრო ზანზიბარში, რომელსაც ქართველი მართავს – რას სთავაზობს Seashore Villa სტუმრებს?

ზანზიბარში მდებარე 4-ვარსკვლავიან სასტუმრო Seashore Villa-ს, რომელიც ბაზარზე 3 წელია ოპერირებს, ბოლო 1 წელია ქართველი მფლობელი, თიკო ჭუბაბრია მართავს.

„უკრაინელები 28 სოფელს აკონტროლებენ“ — კურსკის გუბერნატორი

კურსკის გუბერნატორი, ალექსეი სმირნოვი, აცხადებს, რომ უკრაინელები კურსკში 28 სოფელს აკონტროლებენ და სიტუაცია რთულია. მისი თქმით, რეგიონიდან 121 000 ადამიანია ევაკუირებული, 59 000 კი ევაკუირებას ჯერ კიდევ საჭიროებს. „თქვენი ბრძანებისამებრ, მოსახლეობის ევაკუირება ორ ეტაპად დავყავით. […] 8 აგვისტოს დავიწყეთ ევაკუირება 6 სასაზღვრო რაიონიდან“, — უთხრა სმირნოვმა პუტინს რუსეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე. სმირნოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები […]

რუსთავში „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი: ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ გაიმართა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, რუსთავში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი: ახალგაზრდესბის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფორუმზე სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გურამ ოქროპირიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი […]