გიორგი ტყემალაძე – თქვენგან წამოსული ახალი ინიციატივები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში

თქვენგან წამოსული ახალი ინიციატივები გაზიარებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას , – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, რუსთავში გამართულ „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმზე“ დამსწრე ახალგაზრდებს. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, „ადგილობრივი თვითმმართველობის […]

ათენის მახლობლად ხანძრის გამო, ხელისუფლება მოსახლეობას სახლების დატოვებისაკენ მოუწოდებს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მახლობლად სწრაფად გავრცელებული ხანძრის გამო, ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია მოითხოვა. კლიმატური ცვლილებებისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის განცხადებით, დაახლოებით 670 მეხანძრე და 32 სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც კვირას, 11 აგვისტოს ქალაქ ვარნავასთან, ათენის ჩრდილოეთით დაიწყო. ვარნავასში, კვირას ნაშუადღევს გაჩენილმა ხანძარმა უკვე 100 კვ.კმ-ზე მეტი მიწა დაწვა. როგორც კიკილიასმა დასძინა, სასწრაფო […]

რუსეთი საევაკუაციო არეალს ზრდის

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მოულოდნელი შეტევის პარალელურად, მოსკოვი საზღვრისპირა რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას აგრძელებს და საევაკუაციო არეალს ზრდის. კრემლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება კურსკის რეგიონში, საიდანაც, ბოლო 6 დღეში, 76 000 ზე მეტი ადამიანი უკვე გაიყვანეს. პარალელურად, საევაკუაციო პროცესი იწყება ბელოვსკის რაიონშიც, სადაც, დაახლოებით, 14 000 ადამიანი ცხოვრობს. „სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ვისაც შეუძლია გთხოვთ […]

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები განსხვავებულ განწყობას ქმნიან – იმოქმედებს ეს არჩევნების ბედზე?

დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობენ, თუმცა მათი აქცენტები განსხვავებულია არამხოლოდ თემატურად, არამედ – განწყობითაც. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში პირველი საჯარო გამოსვლისას, დემოკრატმა ტიმ ვოლცმა კამალა ჰარისს მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ სარბიელზე “ხალისის” დაბრუნებისთვის, ჰარისმაც თავის მხრივ საკუთარი თავი და მისი თანამებრძოლი “მხიარულ მეომრებად” მოიხსენია. დონალდ ტრამპმა კი, რამდენიმე დღის შემდეგ, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული […]

სურსათის ეროვნული სააგენტო სუდანის ჯგუფის საღებავებზე სურსათს ამოწმებს – შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტო, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სხვადასხვა დასახელების სურსათს იკვლევს. მიმდინარე წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში აღებულია და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია სურსათის 56 ნიმუში, მათ შორის, სუნელ-სანელებლები, კეტჩუპი, სოუსები, კვერცხი და სხვა. როგორც სააგენტო იტყობინება, კვლევის შედეგად, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობა არ გამოვლინდა. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 60-მდე ნიმუშის […]

სამხრეთ აფრიკული Gold Fields–ი კანადურ Osisko Mining-ს ყიდულობს

სამხრეთ აფრიკული ოქროს მომპოვებელი კომპანია Gold Fields–ი ყიდულობს კანადურ Osisko Mining-ს 2,16 მილიარდ კანადურ დოლარად (1,57 მილიარდ დოლარად). როგორც Gold Fields-ის პრესრელიზშია ნათქვამი, ტრანზაქციის შედეგად ის მოიპოვებს სრულ კონტროლს კანადის ოქროს ერთ-ერთი უდიდესი საბადოს, Windfall-ის განვითარების პროექტზე. ამჟამად ამ პროექტში თანაბარი წილით მონაწილეობენ Gold Fields-ი და Osisko Mining. interfax

“ოცნებას” არ ეყო ხმები ზუგდიდის საკრებულოში თანამდებობის პირების იმპიჩმენტისთვის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კენჭი უყარა საკრებულოს თანამდებობის პირების გადაყენების საკითხს, თუმცა საკმარისი ხმების არქონის გამო, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ფარულ კენჭისყრაში მხოლოდ “ქართული ოცნების” 18 და “ხალხის ძალის” 2 წევრi მონაწილეობდა. სწორედ ამ 20 დეპუტატის ავტორობით შევიდა 10 აპრილს საკრებულოში წერილი საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და კომისიის თავმჯდომარეების იმპიჩმენტის მოთხოვნით. თუმცა. მას შემდეგ კვორუმის არარსებობის გამო […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6942 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6942 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6942 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9431 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9451 ლარს შეადგენდა. […]

ლონდონში დანით შეიარაღებულმა პირმა ქალი და ბავშვი დაჭრა

ლონდონში მამაკაცმა ბავშვი და ქალი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, ლონდონში, ლესტერის მოედანზე დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 11 წლის გოგონა და 34 წლის ქალი დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, ხოლო დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6942 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6942 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6942 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9431 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9451 ლარს შეადგენდა. […]