რუსეთის თავდაცვის უწყება – სამ ოლქში უკრაინელების 14 დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე, შეჩერებულია“, – აცხადებენ უწყებაში. მათი განმარტებით, 12 უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ოლქში ჩამოაგდეს, თითო-თითო კი ბელგოროდისა და […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს, 07:00 საათიდან 07:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის რაიონის სოფლებში წითელსოფელი, ნაოზა, ნავაზა, მისაქციელი, ჭოპორტი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 10:00 საათიდან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის და მცხეთის რაიონის სოფლებში წითელსოფელი, ნაოზა, ნავაზა, მისაქციელი, ჭოპორტი, ბაგიჭალა, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში; 11:00 საათიდან 16:00 […]

ირანის პრეზიდენტი – ირანს უფლება აქვს, აგრესორებს უპასუხოს

თეირანი მიესალმება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას, მაგრამ არ დაემორჩილება ზეწოლას და საერთაშორისო დებულებების შესაბამისად, უფლება აქვს უპასუხოს აგრესორებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ახალმა პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „ირანი მიესალმება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობის განვითარებას და ხაზს უსვამს პრობლემების მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის აუცილებლობას, მაგრამ არასოდეს დაემორჩილება ზეწოლას, სანქციებს, იძულებას და […]

გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ირანს ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანის ახალ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა და ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, – ინფორმაციას BBC-ი დაუნინგ სთრითზე დაყრდნობით ავრცელებს. „პრემიერ-მინისტრმა მასუდ ფეზეშქიანს უთხრა, რომ არსებობს არასწორი გათვლის სერიოზული რისკი და ახლა მშვიდად და ფრთხილად განხილვის დროა”, – აღნიშნულია დაუნინგ სთრითის განცხადებაში. მანამდე, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა […]

„რთული ვითარება“ კურსკში – რუსულ სოფლებში უკრაინის დროშები ფრიალებს

ერთი კვირაა, რუსეთში უკრაინის შეჭრა გრძელდება და კრემლი, ამ დრომდე, საზღვრისპირა რეგიონში ვითარებას ვერ აკონტროლებს. საუბარია კურსკის რეგიონზე, საიდანაც რუსული მედიის ინფორმაციით, 76 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, 30-მდე სოფელს კი უკრაინული ძალები აკონტროლებს. რაიონული შენობების ნაწილზე ჩამოხსნილია რუსული დროშები და ახლა იქ უკრაინის დროშებია აღმართული. კრემლმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კურსკის რეგიონში, საზღვრიდან 30 კილომეტრის სიღრმეში, […]

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის ინფორმაციით, კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმი „BRAVO Team“-ი აცხადებს, რომ კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა. უკრაინულმა სპეცრაზმმა ორი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც, მათი მტკიცებით ქალაქის ცენტრშია გადაღებული. „ქალაქი სუჯა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, დიდება ყველა ბრიგადასა და ბატალიონს, ვინც ამაში მონაწილეობდა“, – აღნიშნულია ერთ-ერთი ვიდეოს წარწერაში. ვიდეო ჩანაწერში უკრაინელი სამხედრო აცხადებს, რომ […]

ჯონ კირბი კურსკში განვითარებულ მოვლენებზე – თუ პუტინს ომი არ მოსწონს, თუ დისკომფორტს უქმნის, შეუძლია უბრალოდ გამოვიდეს უკრაინიდან და შეწყვიტოს ის

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია შეაჩეროს ომი უკრაინის წინააღმდეგ, თუ მას ის არ მოსწონს და დისკომფორტს უქმნის. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსი ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ კურსკის ოლქში შესვლა კოორდინირებულია დასავლეთის მიერ არის პუტინის პროპაგანდის სასაცილო ნაწილი, რომელსაც ის უკრაინაში შეჭრის […]

ზუგდიდში, კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა

ზუგდიდში, კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. როგორც ცნობილია, სახლში კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, ბინაში გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას ,,ფორმულანიუსი” ავრცელებს… კომენტარებიდან […]

სუბიმენდიმ “ლივერპულში” გადასვლა გადაიფიქრა

თავის მხრივ “სოსიედადი” თავისი საკვანძო ფეხბურთელის შენარჩუნებას რობინ ლე ნორმანის “ატლეტიკოში” გაყიდვის შემდეგ და მიკელ არტეტას შესაძლო წასვლის გამო ცდილობდა.

“ხომ არ ნანობთ ამ პოლიტიკურ სკანდალებში რომ გაეხვიეთ?” – რა უპასუხა ლაშა ტალახაძემ

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში საინტერესო ფაქტი გაიხსენა. ჟურნალისტი: ხომ არ ნანობთ ამ პოლიტიკურ ინსინუაციებში რომ გაეხვიეთ? “სიმართლე გითხრათ, ვნანობ. არაფერ შუაში ვარ მე პოლიტიკასთან და ვფიქრობ, რომ არც არასოდეს ვიქნები. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ადგილი არის სპორტში და მუდამ ასე იქნება”, – განაცხადა ლაშამ. შეგახენებთ, ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ხოლო შემდეგი […]