ბუდუ, “ჩაკვე”, “ქოჩორა” – ქართველები ელიტარულ ლიგებთან ახლოს, თანაგუნდელი ზიდანი და ყველაზე მეტნი იტალიაში

კარგია, რომ ელიტარულ საფეხბურთო ლიგებში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა (6) გაიზარდა. არიან ისინიც, რონლებიც ამასთან ერთ ნაბიჯში იმყოფებიან. დღეს ვისაუბროთ ჩვენებურებზე, რომლებიც ინგლისის, გერმანიის, ესპანეთისა და იტალიის რანგით მეორე დივიზიონებში ასპარეზობენ. გასულ წელს წარმომადგენელი საფრანგეთის ლიგა 2-შიც გვყავდა, თუმცა ზურიკო დავითაშვილი წელს ახლადაღზევებულ “სენტ ეტიენში” ითამაშებს. გაგვიჭირდება თქმა, “უოტფორდი” რამდენად ამბიციურ მიზნებს დაისახავს და პრემიერლიგაში გადასასვკელად […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 13 აგვისტოს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 13 აგვისტოს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.6942; 1 ევრო – 2.9431; 1 ფუნტი – 3.4373; 1 ლირა კი 0.0803 ლარი ეღირება.

სად იწვიმებს და სად იქნება უნალექო ამინდი – ნახეთ განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აგვისტოს, დილიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. […]

ათენში, ტრეფიკინგის ბრალდებით, 26 წლის ქართველი კაცი დააკავეს

ათენში, ტრეფიკინგის ბრალდებით, 26 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ავსტრიის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ინტენსიური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს – ცნობილია, რომ დაკავებულმა დაკითხვისას ბრალი აღიარა, რის შემდეგაც ავსტრიაში იქნა ექსტრადირებული. დაკავებულს ბრალად 29 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის, უკიდურესად საფრთხისშემცველ პირობებში გადაყვანა ედავება. მას ეს ადამიანები სატვირთო მანქანის მაცივარში ჰყავდა მოთავსებული,. რომელშიც სავენტილაციო სისტემა ხელით იმართებოდა. […]

რუსეთმა იერიში მიიტანა კურსკის ოლქთან მოსაზღვრე სუმის ოლქზე

დღეს, 13 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო-საავიაციო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ სუმიზე. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. მისი ინფორმაციით დარტყმა იყო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ადმინისტრაცია ამ ობიექტებს არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ შედეგები ჯერ დაზუსტებული არ არის. უკრაინის სუმის ოლქი ესაზღვრება რუსეთის კურსკის ოლქს, რომლის ტერიტორიაზეც უკრაინელი სამხედროები 6 აგვისტოდან განაგრძობენ სახმელეთო ოპერაციას და სხვადასხვა წყაროს […]

ქობულეთში, ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა ერთი ორსულიც

ქობულეთში, ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა ერთი ორსულიც ქობულეთში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა ერთი ორსულიც. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ შემთხევა სოფელ ხუცუბანში მოხდა. დაშავებულები სხვადასხვა ტრამვით ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო

Vistara პირველი ინდური გადამზიდავია, რომელმაც საერთაშორისო მგზავრებს უფასო Wi-Fi შესთავაზა

Vistara გახდა პირველი ინდური გადამზიდავი, რომელმაც საერთაშორისო მგზავრებს უფასო 20 წუთიანი Wi-Fi შესთავაზა. სერვისის გამოყენება შესაძლებელია Boeing 787-9 Dreamliner და Airbus A321neo თვითმფრინავებზე. Vistara-ს მთავარმა კომერციულმა ოფიცერმა დიპაკ რაჯავატმა განაცხადა, რომ ეს ინოვაცია გაზრდის მოხერხებულობას, პროდუქტიულობას და ზოგად სიამოვნებას დონეს ავიაკომპანიის მომხმარებლებში. მათთვის, ვისაც უფრო ხანგრძლივი დროით სჭირდება ინტერნეტი, ავიაკომპანია სთავაზობს სამ დამატებით სატარიფო გეგმას, […]

ISW: 12 აგვისტოს მდგომარეობით უკრაინის ჯარები კურსკის ოლქის 40 დასახლებაში მოქმედებდნენ

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რეალობას არ ასახავს რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის განცხადება, რომ უკრაინის ჯარებმა კურსკის ოლქში დაიკავეს 28 დასახლებული პუნქტი და საზღვრის 40-კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ, ოლქის სიღრმეში წინ წაიწიეს დაახლოებით 12 კილომეტრით. ეს მონაცემები სმირნოვმა 12 აგვისტოს წარუდგინა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის […]

თბილისის ნაწილს, 13 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილსანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ახალმოწამეთა, ხუდადოვის, იოსელიანის, გარეჯის, წერონისის, ივანიშვილი-დემურიას და კევხის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, რომელაშვილის და […]

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად ქუჩები დაიტბორა

ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გარკვეული შეფერხებები გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. დაიტბორა ქუჩები, ასევე, დატბორილია რამდენიმე მისამართზე საცხოვრებელი სახლების სარდაფებიც. “ასევე გართულებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიერ ინტენსიურად, ამ დრომდე იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამსვლელი არხები. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა […]