„გლოვოს“ კურიერის დაჭრის საქმეზე შსს-მ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან […]
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ნებართვა გასცა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ნებართვა გასცა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის მასშტაბის და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ასევე, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნულ პროექტზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ […]
ბოლნისში, მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

ბოლნისში, მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდა გუშინ დაიკარგა. ის ადიდებულ მდინარეში სხვა ახალგაზრდებთან ერთად შევიდა.
„თიბისის“ მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში სასტუმრო Twenties გაიხსნა

„თიბისის“ მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში, ლუი პასტერის N5/7-ში, სასტუმრო Twenties გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, სასტუმროს დიზაინი და გარემო, 1920-იანი წლების ამერიკის ესთეტიკითაა შექმნილი. სასტუმრო 34 ოთახსა და ტერასას აერთიანებს, სადაც სტუმრებს ქართულ-ევროპული სამზარეულოსა და საავტორო კოქტეილების დაგემოვნება შეუძლიათ. პროექტის ჯამური ღირებულება 3,430,000 მლნ. დოლარია, საიდანაც „თიბისის“ თანამონაწილეობა 3,040,000 მლნ. დოლარს […]
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 17 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 17 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს. ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 23 დრონი და 2 X-59/69 მართვადი რაკეტა გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები ნიკოლაევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, კიევის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვისა და ჟიტომირის ოლქებში გაანადგურეს.
GCCA-მ სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზარზე, კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საქმე შეეხება CHG & CO LTD-ის მიერ შპს „შაბას” 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ FMCG ბაზრის საცალო დონეზე, 2023 […]
წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. “იმისათვის, რომ რიკოთის ჩქაროსნული გზის გახსნილი, 27 კმ-იანი მონაკვეთი დაუერთდეს ზესტაფონის შემოვლით ახალ მაგისტრალურ გზას, სამუშაოების შეუფერხებელი წარმოებისთვის, აუცილებელია 15 აგვისტოდან რიკოთის 18 კმ-იანი მონაკვეთის ერთ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტმა დროებით იმოძრაოს ძველი გზით. კერძოდ, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი […]
CHG & CO LTD სადისტრიბუციო კომპანია „შაბას“ 50%-იანი წილს ყიდულობს – კონკურენციის სააგენტომ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზარზე, კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საქმე შეეხება CHG & CO LTD-ის მიერ შპს „შაბას“ 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას. GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ FMCG ბაზრის საცალო დონეზე, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას 12 000-მდე კომპანია ახორციელებდა. არსებული მდგომარეობით, ბაზრის […]
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო. ბონდო გაგნიძე 30 ივლისს დაიღუპა. ის ლუგანსკის მისადგომებთან მტრის მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოყვა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს. საქართველოში ჩამოსვენებამდე, 47 […]
თიბისის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში სასტუმრო Twenties გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში, ლუი პასტერის N5/7-ში, სასტუმრო Twenties გაიხსნა. სასტუმროს დიზაინი და გარემო, 1920-იანი წლების ამერიკის ესთეტიკითაა შექმნილი. სასტუმრო აერთიანებს 34 ოთახსა დატერასას, სადაც სტუმრებს ქართულ-ევროპული სამზარეულოსა და საავტორო კოქტეილების დაგემოვნება შეუძლიათ. პროექტის ჯამური ღირებულება 3,430,000 მლნ. დოლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 3,040,000 მლნ. დოლარს შეადგენს. “მოხარული ვართ, რომ თბილისს 20-იანი წლების ამერიკის სული […]