დაკავებულია კაცი, რომელმაც კაბალიდან 24 წლის ქალი გაიტაცა

2 კვირიანი ძებნის შემდეგ, ახალგაზრდა ქალის გატაცების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს – საუბარია კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომხდარ ფაქტზე, როდესაც კაცმა ცოლად მოყვანის მიზნით 24 წლის გუნელ გასანოვა გატაცა. კადრებში, ჩანს, რომ ქალი ავტომობილში 4-მა ნიღბიანმა ადამიანმა ძალიას გამოყენებით ჩასვა. იძალადეს სტუდენტის ბებიაზეც, რომელიც შვილიშვილის გადარჩენას ცდილობდა. 29 ივლისს ახალგაზრდა ქალი იპოვეს და სახლში დააბრუნეს. […]

საქართველოში საარსებო შემწეობას 154 888 ბავშვი იღებს

სოციალური მომსახურების სააგენტოს ივლისის მონაცემებით, საქართველოში სოციალურ დახმარებას 452 753 მოქალაქე და 126 431 ოჯახი იღებს. მათგან, 154 888 ბავშვია. ანუ, საარსებო შემწეობის მიმღებთა 34.2% არასრულწლოვანია. კანონმდებლობის მიხედვით, ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები სარეიტინგო ქულის მეშვეობით დგინდება. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაცია რეგიონების მიხედვით 18 წელს მიუღწეველი სოციალური დახმარების მიმღები პირების რაოდენობისა და გეოგრაფიის […]

სამჯერ შეჩერების შემდეგ, გარემოს სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გადაწყვეტილება გასცა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო თავად ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ აქამდე გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ადმინისტრაციული წარმოება სამჯერ შეჩერდა, მათ შორის მესამედ 2 აგვისტოს, რისი მიზეზიც შპს „ტერმინალ 1“-ის წერილი იყო. აღნიშნული კომპანია ბათუმში ნავთობტერმინალს ამუშავებს და არსებული პროექტით ხელოვნური […]

ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა ნუსამ დანი ოლმო უნდა შეცვალოს

გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა “ლაიფციგმა” გვაუწყა, რომ “ბრიუგედან” 19 წლის ნორვეგიელი შემტევი ანტონიო ნუსა შეიძინა. გარიგების საფასურმა 28 მილიონი ევრო შეადგინა, ახალგაზრდა ფეხბურთელთან კი შრომითი ხელშეკრულება 5 წლით გაფორმდა. ანტონიომ ახალ კლუბში დანი ოლმო უნდა შეცვალოს, ვინაც თავის მხრივ რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” მიაშურა. ნუსა ქართველ გულშემატკივარს ალბათ კარგად ახსოვს. 2023 წლის სექტემბერში ის ოსლოში საქართველოს […]

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის მასშტაბის და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ასევე, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნულ პროექტზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ […]

კვარაცხელიას “ნაპოლისთვის” მძიმე წინასწარმეტყველება – Opta-ს სუპერკომპიუტერმა მომდევნო სეზონისთვის სერია A-ს გუნდების შანსები ჩამოთვალა

ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Opta-ს სუპერკომპიუტერმა მომდევნო სეზონისთვის სერია A-ში გუნდების შანსები გამოთვალა. საინტერესოა, რომ ამ მოცემულობით ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” ევროტურნირების მიღმა რჩება და სულ რაღაც მე-8 ადგილს იკავებს, საბა საზონოვის “ტორინო” კი მე-10 პოზიციაზეა. Opta-ს სუპერკომპიუტერი ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად “ინტერს” თვლის, შემდეგ კი “ატალანტა”, “იუვენტუსი”, “მილანი” და “რომა” მოდიან. აღსანიშნავია, რომ “პარტენოპეიზე” უკეთეს შანსებს უწინასწარმეტყველებენ […]

ჯოზეფ ბორელი კურსკში უკრაინელების შეტევაზე – პუტინი იძულებულია, რუსეთის ტერიტორიაზე უკან დაიხიოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე უკრაინის კონტრშეტევა განიხილეს. „დმიტრო კულებასთან ფრონტის ხაზზე უახლესი მოვლენები და კურსკის კონტრშეტევა განვიხილე. გავიმეორე, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას“, – წერს ბორელი სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, […]

ვოლოდიმირ ზელენსკი კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე – უკრაინამ ინიციატივა ხელში ჩაიგდო

ახლა უკრაინამ იგივე გააკეთა, რაც ომის პირველ კვირებსა და თვეებში: ხელში ჩაიგდო ინიციატივა და დაიწყო სიტუაციის საკუთარ ინტერესებში დაბრუნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ, უკრაინელებს, შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ჩვენი დამოუკიდებლობა და ეს […]

14 აგვისტო – მარიამობის მარხვის დასაწყისი

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის მარხვა 1(14) აგვისტოდან იწყება და 15(28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების […]

ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქში, რეგიონულ დონეზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს. გლადკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქს ყოველდღე ბომბავენ, რის შედეგადაც, რამდენიმე სახლი დაინგრა, ხოლო ადგილობრივებს შორის დაშავებულები და დაღუპულები არიან. „ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დღეიდან, ბელგოროდის ოლქში რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ“, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა. მისივე თქმით, ოლქში სიტუაცია […]