„რეგულაციების მიღებამდე, საქართველოში ინვესტირების შესახებ, ვესაუბრებოდით 100-მდე ინვესტორს, დღეს არ ვესაუბრებით არცერთს“ – რატომ ვერ ვითარდება კრიპტო ბაზარი?

„რეგულაციების მიღებამდე, საქართველოში ინვესტირების შესახებ, ვესაუბრებოდით 100-მდე ინვესტორს, დღეს არ ვესაუბრებით არცერთს“ – რატომ ვერ ვითარდება კრიპტო ბაზარი? 3 წლის წინ თუ 100-მდე ინვესტორს ვესაუბრებოდით, დღეს არ ვესაუბრებით არცერთს – ამის შესახებ „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელი და დირექტორი ავთანდილ კუჭავა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კრიპტოინდუსტრიის განვითარების ხედვა არ არსებობს. ავთანდილ კუჭავას შეფასებით, საქართველოს ყველა წინაპირობა აქვს […]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს. ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას მოტორიანი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობის ე.წ პილიკანის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოიპოვეს 27 კგ-მდე კეფალის სახეობის თევზი. ელექტროშოკურ მოწყობილობებს […]

„გლოვოს“ კურიერის დაჭრის ბრალდებით კაცი დააკავეს

პოლიციამ ბათუმში დააკავა „გლოვოს“ კურიერის დაჭრაში ბრალდებული კაცი, რომელსაც ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებული უკვე საპატიმროშია გადაყვანილი, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად ჯერ კიდევ ივლისში შეუფარდა. „გლოვოს“ კურიერი, 32 წლის თემო სიგუა, 6 ივლისს თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, დაჭრეს. ამ დრომდე იძებნებოდა კაცი, რომელსაც […]

შეტევა იყო სავარაუდოდ, სამ რუსულ ავიაბაზაზე, რუსეთი 117 დრონის განადგურებას იუწყება

რუსეთის ვორონეჟის ოლქის გარდა უკრაინული დრონებით შეტევა იყო ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე საავიაციო ბაზაზე. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებიან. ისინი ასახელებენ კულებაკის რაიონში მდებარე ავიაბაზა „სავასლეიკას“, სადაც დისლოცირებული არიან რუსული არმიის მიგ-31 ტიპის თვითმფრინავები. დღეს, 14 აგვისტოს დილით, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა ამ რაიონზე დრონებით თავდასხმა დაადასტურა, თუმცა, სამხედრო ბაზაზე არაფერი უთქვამს. გამთენიისას, […]

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა. ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

კონკურენციის სააგენტომ CHG&CO LTD-ის მიერ სადისტრიბუციო კომპანია “შაბას” 50%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სწრაფი მოხმარების პროდუქტების(FMCG) ბაზარზე, კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საქმე შეეხება CHG & CO LTD-ის მიერ შპს „შაბას“ 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას.

შუქრუთელები ჭორვილაში ჩავლენ და ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას გამართავენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები 24 აგვისტოს სოფელ ჭორვილამდე მსვლელობას და იქ ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას აანონსებენ. „154 დღე კარავში. 24 აგვისტოს ვიკრიბებით ყველა სოფელ შუქრუთში 3 საათისთვის და მივდივართ მშვიდობიანი მსვლელობით სოფელ ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რათა ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ მთავრობას, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში და შეასრულოს მედიატორის როლი“ — წერია შუქრუთელების მოძრაობის ფეისბუკ-გვერდზე. […]

ენერგოომბუდსმენი შეისწავლის, რა მიზეზით არ ჰქონდა დენი ზუგდიდში სოციალურად დაუცველ ოჯახს

ენერგოომბუდსმენის აპარატმა დაიწყო მოკვლევა იმის დასადგენად, რა მიზეზით არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია ზუგდიდში სოციალურად დაუცველ იმ ოჯახს, რომლის ორი წევრიც ხანძარმა იმსხვერპლა. აპარატი ელექტრომიმწოდებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიიდან“ პასუხს მომავალი 10 დღის განმავლობაში ელოდება. დაღუპული ექვსი წლის ტყუპი ძმები და-ძმასთან და დედასთან ერთად დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ. მეზობლების თანახმად, ოჯახს დავალიანების გამო გათიშული ჰქონდა ელექტროენერგია. ვარაუდობენ, რომ ხანძრის […]

მიხეილ დაუშვილი – როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა სააკაშვილიც – წარმოიდგინეთ, ისეთი ტყუილი იყო, რომ საელჩოს დასჭირდა, საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ იტყუებაო

როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა ზუსტად სააკაშვილიც – ისეთ რაღაცას როგორ იტყუები, რომ ვის სახელსაც იყენებ 24 საათი, ის იძულებული ხდება, გამოვიდეს და თქვას, რომ იტყუებაო, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ პირდაპირ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი განსახილველი თემა […]

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც პარტნიორთან სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრები გადაიღო და დაზარალებულის ოჯახის წევრებს გაუგზავნა, საგამოძიებო სამსახურმა დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სექსუალური გამოძალვის ფაქტზე, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრები ფარულად მოიპოვა, რის შემდეგაც დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის ამსახველი ფარულად გადაღებული ვიდეო სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით, ქალის ოჯახის წევრებთან და ნაცნობებთან გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 […]