ავალიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

ვაკის რაიონში, ავალიშვილის ქუჩის N8-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელი ეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თქმით, საჭირო გახდა მოძრაობის შეზღუდვა, თუმცა გზა უკვე გახსნილია და პროექტი განხორციელების მეორე ეტაპზე გადავიდა. „ამ დროისთვის, კორპუსებს შორის ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მილების და ჭების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. […]
“რეალი” მომავალ ზაფხულს უფასოდ ხელში კიდევ ერთი სუპერვარსკვლავის ჩაგდებას გეგმავს

Football Espana-ს ცნობით, კილიან მბაპეს მერე “რეალი” ხელში კიდევ ერთი სუპერვარსკვლავის ჩაგდებას გეგმავს, თუმცა ეს 2025 წლის ზაფხულში მოხდება. წყაროს ინფორმაციით, “ბაიერნის” 23 წლის განაპირა მცველ ალფონსო დევისს მიუნხენელებთან კონტრაქტი სწორედ ამ დროს ამოეწურება და მადრიდელებიც მის ხელში უფასოდ ჩაგდებას შეეცდებიან. კანადელის ფეხბურთელის დამატება “სამეფო გუნდის” დიდი ხნის მიზანია და “რეკორდმაისტერი” ამ ზაფხულს მას 50 […]
ლევან ცუცქირიძე – „ქართული ოცნება“ ჯიუტად ადგას დიქტატურის დამყარების გზას – ისინი საზოგადოებას სთხოვენ მანდატს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის ჩამოსაყალიბებლად

სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ჯიუტად ადგას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების გზას. ისინი ამას უკვე საჯარო განცხადებებშიც აღარ მალავენ და საზოგადოებას სთხოვენ მანდატს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის ჩამოსაყალიბებლად, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცდილობს „რუსული კანონებით მოკლას საქართველოში დემოკრატია, გაანადგუროს თავისუფალი სიტყვა და სამოქალაქო საზოგადოება“. „ამის […]
ზაჰესის დასახლებაში სკვერი მოეწყობა

ზაჰესის დასახლებაში, შოთაძის მეორე შესახვევში, დაახლოებით, 2 000-მდე კვადრატულ მეტრზე სკვერი ეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე, მოსასვენებელი პავილიონი. „სკვერში დამონტაჟდება სარწყავი სისტემა და გარე განათებები LED სანათებით. ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, რასაც პარკებისა და სკვერების მოწყობის დროს ვაკეთებთ. მსგავსი […]
„თიბისის“ პარტნიორი ლუდსახარში „ნატურალე ბრევერი“ უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

შპს „ნატურალე ბრევერი“ ბოლო წლებში, ადგილობრივ ბაზარზე მომრავლებულ ქართულ ლუდსახარშებს შორის გამორჩეულია. წარმატებას კომპანიის საერთაშორისო აღიარებაც ახლავს, ეს კი ხარისხისა და ექსკლუზიური პროდუქციის დამსახურებაა. მხოლოდ შარშან, London Beer Competition-ში კომპანიის ლუდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, სიდრმა ბრინჯაოსი, World Cider Award-ში კი „ნატურალე ბრევერის“ სიდრი ვერცხლის პრიზიორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, 2016 […]
ჯანდაცვის მინისტრი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის მუშაობას გაეცნო

ჯანდაცვის მინისტრი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. ასევე, დაათვალიერა ცენტრის ინფრასტრუქტურა და შენობა. მინისტრი, სამედიცინო პერსონალსაც შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა. დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ სარჯველაძეს, პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ შეიცვალა ცენტრი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა […]
კონკურენციის სააგენტომ tkt.ge-ის მომხმარებელთა სერვისის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მისცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთების ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „თინეთთან“( www.tkt.ge) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა: -გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; -მომხმარებელს ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს ინფორმაცია ვებ-გვერდზე www.tkt.ge განთავსებული მომსახურების […]
ჯაფარიძე: ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ ხალხი ოცნების საბანკო მონოპოლიისგან გათავისუფლდეს

პლატფორმა ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების ანტიამერიკული პოლიტიკის ფონზე, პლატფორმა ცდილობს “ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას, ქართულ-ამერიკული პარტნიორობისთვის ახალი სიცოცხლის მიცემას”. ამ კონტექსტში მან აშშ-ში პლატფორმის ლიდერების – თინა ბოკუჩავას და გიორგი ვაშაძის ვიზიტი ახსენა და თქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ისინი ხვდებიან აშშ-ის პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერებს და ყურადღებას ამერიკული […]
კახა კალაძე – პოლიტიკოსებისგან მოვისმინეთ სპეკულაციები, თითქოს ჩეხეთთან მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე უსაფრთხოა და ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არსებობს – ასეთ პოლიტიკოსებს ყველა მოაზროვნე ადამიანი შესაბამის პასუხს გასცემს

პოლიტიკოსების მხრიდან მოვისმინეთ სპეკულაციები, თითქოს საქართველო-ჩეხეთის მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე უსაფრთხოა, პრობლემას არ წარმოადგენს და უბრალოდ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ვფიქრობ, ყველა მოაზროვნე, ვისაც ანალიზის გაკეთების უნარი აქვს, ყველაფერს კარგად ხედავს. ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, 7 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა […]
ლევან ბეჟაშვილი – ყველა არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა და პოლიტიკიდან ჩამოშორების შესახებ ვისმენთ – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს!

ყოველი არჩევნების წინ “ქართული ოცნებისგან“ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა და პოლიტიკიდან ჩამოშორების შესახებ ვისმენთ – “ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს! – ასე ეხმაურება “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ გასამართლების თაობაზე. ბეჟაშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადებით მმართველი პარტიის რეალური მიზანი საზოგადოების დაპირისპირება, დაყოფა და […]