რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოლქებში 45 დრონი ჩამოაგდეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოლქებში 45 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 45 დრონი გაანადგურა“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 11 დრონი მოსკოვის თავზე ჩამოაგდეს, […]

სერგო ჩიხლაძე – ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, პოლიტიკური წარსულით და კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა – უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს იხილავთ, ვინც შემოუერთდება „ერთიანობას“

ვფიქრობ, ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი პოლიტიკური წარსულით, საკუთარი კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა „ერთიანობისთვის“ – უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს იხილავთ, ვინც შემოუერთდება „ერთიანობას“, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხატია დეკანოიძის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნება „ერთიანობის“ ლიდერებმა კონსენსუსის გზით მიიღეს. „ერთიანობა“ იმიტომ ვართ „ერთიანობა“, რომ „ერთიანობის“ კარი ღიაა […]

ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს აქვეყნებს

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი). […]

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი შეიქმნება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფისა და მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ურთიერთთანამშრომლობას მემორანდუმის გაფორმების საკითხი განიხილეს. მემორანდუმი, ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზაში, საქართველოს […]

ავალიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

ვაკის რაიონში, ავალიშვილის ქუჩის N8-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელი ეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საჭირო გახდა მოძრაობის შეზღუდვა, თუმცა გზა უკვე გახსნილია და პროექტი განხორციელების მეორე ეტაპზე გადავიდა. „ამ დროისთვის, კორპუსებს შორის ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მილების და ჭების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქსელის ჯამური სიგრძე 145 გრძივ […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ tkt.ge-სთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთების ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „თინეთთან“ (www.tkt.ge) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეს შიდა პოლიტიკის გამოსწორება დაევალა და აღნიშნულის შესასრულებლად 1 თვიანი ვადა განესაზღვრა. […]

კონკურენციის სააგენტომ tkt.ge-ის მომხმარებელთა სერვისის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მისცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთების დაჯავშნის კომპანია tkt.ge-სთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა- ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. GCCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათსა და კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიებს ითვალისწინებს. “GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა: გამოასწოროს […]

ნეიმარი ისევ ევროპაში და თანაც “ბარსელონაში”? – ბრაზილიელის შესაძლო დიდი დაბრუნების დეტალები

As Fichajes წერს, რომ “ალ ჰილალის” ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარს 2024/25-წლების სეზონის დასრულების მერე, მას შემდეგ რაც საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება, ევროპაში დაბრუნება სურს. 32 წლის ვარსკვლავის მიზანია კვლავ “ბარსელონას” მაისურის მორგება ყოფილა, რაზეც უარზე არც თავად კატალონიელები არიან. ნეიმარი “ბლაუგრანას” რიგებში 2013/17-წლებში უკვე ირჯებოდა და ამ დროის განმავლობაში 10 ტიტულის მფლობელი გახდა. რამდენიმე დღის […]

ნინო ხოჯელანი სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა

საქართველოს თავდაცვის აკადემიის იუნკერი ნინო ხოჯელანი სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა. ნინო მეორე ქართველი ქალიa, ვინც ამ პრესტიჟულ ოფიცერთა სკოლაში ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საფრანგეთის საელჩო საქართველოში ავრცელებს. „🇫🇷🇬🇪👩‍✈️გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს თავდაცვის აკადემიის იუნკერ ნინო ხოჯელანს სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში მისაღებ კონკურსში მიღწეულ ბრწყინვალე წარმატებას! ნინო მეორე ქართველი ქალი და პირველი სვანია ვინც […]

უკრაინის გენშტაბის ცნობით, როსტოვის ოლქში რუსულ სარაკეტო კომპლექსს დაარტყეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფებმა თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან ერთად რუსეთის როსტოვის ოლქის დასახლებული პუნქტის, ნოვოშახტინსკის მახლობლად დაარტყეს რუსეთის არმიის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, ეს-300-ის პოზიციებს. ამის შესახებ დღეს, 21 აგვისტოს, დილით განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. მისი ინფორმაციით, გასულ ღამით განხორციელებული შეტევით გამოწვეული აფეთქებების შედეგების დასაზუსტებლად დაზვერვა მუშაობს. გენშტაბის განცხადებითვე, რუსეთი ეს-300 ტიპის კომპლექსებს იყენებს უკრაინის […]