ზაჰესის დასახლებაში სკვერი მოეწყობა

ზაჰესის დასახლებაში, შოთაძის მეორე შესახვევში, დაახლოებით, 2 000-მდე კვადრატულ მეტრზე სკვერი ეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე, მოსასვენებელი პავილიონი.
„სკვერში დამონტაჟდება სარწყავი სისტემა და გარე განათებები LED სანათებით. ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, რასაც პარკებისა და სკვერების მოწყობის დროს ვაკეთებთ. მსგავსი სკვერების მოწყობა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, წლის ნებისმიერ დროს აღნიშნული სივრცე დასვენებისა და გართობისთვის გამოიყენონ. დედაქალაქის მთავრობის დამოკიდებულებას, რომელიც 2017 წლიდან გვაქვს, არ ვცვლით, რომ ქალაქში რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე გავაჩინოთ, ახალი პარკების პროექტები განვახორციელოთ და არსებული სკვერების რეაბილიტაცია მოვახდინოთ. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარუდგენს ქალაქისთვის მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტებს რეკრეაციასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო