„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 50-მდე რაკეტა გაუშვა, დაშავდა ერთი ადამიანი

„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 50-მდე რაკეტა გაუშვა, დაშავდა ერთი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქ კაცრინში სახლები დაზიანდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ სამიზნეს სამხედრო ბაზა წარმოადგენდა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ანა დოლიძე – ხელისუფლებას აინტერესებს ერთადერთი რამ: ჯიბის გასქელება, ტენდერები და საკუთარი თანამდებობის შენარჩუნება – შესაბამისად, არჩევნებზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი

ხელისუფლება იყურება სხვაგან და მას აინტერესებს ერთადერთი რამ: ჯიბის გასქელება, ტენდერები და საკუთარი თანამდებობის შენარჩუნება. შესაბამისად, შემდეგ არჩევნებზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ოჯახის ყველა წევრის უსაფრთხოების სასარგებლოდ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ძალადობა შემცირდეს და ადამიანების უსაფრთხოება დაცული იყოს. […]

ბახმარომდე მისასვლელი 18 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გურიაში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაურის ბახმაროსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციიით, კურორტ ბახმარომდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები და სხვა. […]

სუს ოკუპირებულ გალში საქართველოს 2 მოქალაქის დაკავებას განცხადებით ეხმაურება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს განცხადებით ეხმაურება. სუს-ის თანახმად, ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ აღძრულია ე.წ. სისხლის სამართლის საქმე უკანონო მიგრაციის ორგანიზების ე.წ. ბრალდებით და ორივე უკანონოდ დაკავებულ პირს ე.წ. სასამართლომ 2 თვიანი “წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა”. ისინი ამჟამად აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში იმყოფებიან. სუს-ში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ყველა მექანიზმი […]

ყრილობაზე, სადაც ჰარისი კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს, სიტყვით ობამაც გამოვიდა

ჩიკაგოში მიმდინარე დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც გამოსვლაში საპრეზიდენტო კანდიდატებზე – კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპზე ისაუბრა. მან თქვა, რომ კამალა ჰარისი კონცენტრირდება მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე და ეს არ შეეხება მხოლოდ დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპზეც ისაუბრა და გააკრიტიკა ის ორპარტიული საიმიგრაციო შეთანხმების ჩაშლის გამო, […]

TASS: რუსეთში სასწავლებლად საქართველოდან 200 სტუდენტი გაემგზავრება

რუსული პროპაგანდისტული და სამთავრობო მედია საქართველოში შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესების სექციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად სექტემბერში საქართველოდან 200 სტუდენტი გაემგზავრება. რუსეთის ინტერესების სექციის განცხადებით, 200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი „რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის“. მათივე განცხადებით, შერჩეულმა კანდიდატებმა მიწვევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უკვე მიიღეს და ახლა სავიზო პროცედურების გავლაა დარჩენილი. ამასთან, რუსეთის ფედერაციის […]

HRW აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმების გამოძიების არაეფექტიანობაზე საუბრობს

“ძალადობრივი თავდასხმები მთავრობის კრიტიკოსებზე” – ასე ჰქვია ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის სტატიას, რომელიც რუსული კანონის მიღების პროცესში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება. ორგანიზაციის შესახებით, საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ აჩვენებს ნებას, რომ ეფექტიანად გამოიძიოს სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმები. დაუსჯელობა კი ქმნის რისკს, რომ წახალისდეს პოლიტიკური ძალადობა […]

მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა, რესპუბლიკის მოედანზე, საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენებას გავმართავთ – კახა კალაძე

„კარგად მესმის გულისტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. „როგორც იცით, უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 7 სექტემბერს, […]

მაიმუნის ყვავილის გამო მსოფლიოში საგანგებო ზომები არ გამოცხადდება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

მაიმუნის ყვავილის გამო მსოფლიოში საგანგებო ზომები არ გამოცხადდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინფექცია კორონავირუსს არ ჰგავს და მისი კონტროლი შესაძლებელია. ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა თქვა, რომ მთავარია ერთობლივი მოქმედებები და ყველაზე დაუცველ რეგიონებში ვაქცინების მიწოდება. მაიმუნის ყვავილის აფეთქება რამდენიმე თვის წინ კონგოში მოხდა, იქ დაავადებას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აგვისტოში ინფექციის ახალი შტამი შვედეთშიც […]

მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა, რესპუბლიკის მოედანზე, საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენებას გავმართავთ

„კარგად მესმის გულისტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. „როგორც იცით, უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 7 სექტემბერს, […]