გორში, მდინარე მტკვარში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

გორში, მდინარე მტკვარში დაკარგული მოზარდი მყვინთავებმა გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს, გორში მოხდა. 18 წლამდე გოგონას ცხედარი მყვინთავებმა რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოებს შემდეგ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში საბანაოდ შევიდა.
Paramount–ი, შესყიდვის შესახებ ბრონფმანის წინადადებას 5 სექტემბრამდე განიხილავს

ამერიკულმა მედიაჰოლდინგმა Paramount Global-მა დაადასტურა, რომ შესყიდვის შეთავაზება მიიღო მილიარდერისგან, ჩამწერი კომპანია Warner Music Group-ის ყოფილი ხელმძღვანელისგან, ედგარ ბრონფმან უმცროსისგან. ივლისში ცნობილი გახდა, რომ Paramount – მა შეათანხმა Skydance Media-სთან შერწყმა. შერწყმის შეთანხმება მოიცავდა Paramount – ის უფლებას მოითხოვოს და განიხილოს ალტერნატიული წინადადებები 45 დღის განმავლობაში. ეს ვადა ოთხშაბათს საღამოს ამოიწურა, თუმცა ინვესტორების კონსორციუმთან დაკავშირებით, […]
კრასნოდარის პორტ „კავკაზში“ ხანძარი გაჩნდა, სავარაუდო სარაკეტო დარტყმის შემდეგ

22 აგვისტოს შუადღისას უკრაინულმა და რუსულმა წყაროებმა განაცხადეს სავარაუდო სარაკეტო დარტყმების შესახებ, რომლის სავარაუდო სამიზნე გახდა კრასნოდარის მხარის ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი საბორნე გადასასვლელის რაიონი. ტელეგრამის რამდენიმე არხი, კერძოდ „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც სავარაუდოდ საბორნე გადასასვლელის თავზე ავარდნილი კვამლი მოჩანს. მოგვიანებით, კრასნოდარის ტერიტორიული ოპერატიული შტაბის ტელეგრამის არხმა გამოაქვეყნა შეტყობინება, რომლის თანახმად პორტ „კავკაზში“ თავს დაესხნენ […]
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე “ლივერპულში” იქნება

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი დემეტრაძემ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა, რომელსაც “ლივერპული” “ვალენსიასგან” შეიძენს. “მამარდაშვილით არა მხოლოდ “ლივერპული”, არამედ ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული. ის ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, თუ საუკეთესო არა. ტურნირზე ბევრი რამ გააკეთა. “ლივერპულში” გადავა, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს სრულიად დამსახურებულია. ევროზე ბევრი მეკარე არ ბრწყინავდა. პლუს ესპანეთის გასულ ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო […]
მაშველები მტკვარში მოზარდს ეძებენ

გორში, მდინარე მტკვარში მაშველები მოზარდს ეძებენ, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ,,ქართლის ამბების” ინფორმაციით, გოგონა მდინარეში საბანაოდ შევიდა. ათივე ცნობით, პოლიცია და სამაშველო სამსახური კომბინატის დასახლებაში, რკინიგზის ხიდთან არიან მობილიზებულები.
ყირიმში საწვავით დატვირთული რუსული ბორანი ააფეთქეს

ყირიმში, პორტ „კავკაზში“ რუსულ ბორან „კონრო ტრეიდერზე“ აფეთქება მოხდა. ბორანი საწვავის ცისტერნებით იყო დატვირთული. მომხდარის ვიდეო რუსულმა ტელეგრამ-არხმა, „კრიმსკი ვეტერმა“ გამოაქვეყნა. არხის გამომწერები ამბობენ, რომ აფეთქებებს წინ უძღოდა უკრაინელთა სარაკეტო თავდასხმა. კრასნოდარის ოლქი ადმინისტრაციის ცნობით, ბორანზე 30 ცისტერნა საწვავი იყო. „კრიმსკი ვეტერ“ აღნიშნავს, რომ რუსული ჯარი ყირიმში სამხედრო ტვირთის გადასაზიდად ბორნებს იყენებს ხოლმე. ეს ამ […]
რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა – კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ამიტომ, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კახა კალაძემ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ყველა იცავს უსაფრთხოებას. „ზოგიერთ ტელევიზიას აქვს სურვილი, ოპოზიცია წარმოაჩინოს როგორც განადგურებული და დაბეჩავებული. შეიძლება […]
„სახელმწიფოს მხარდაჭერით შენდება თხილის ახალი ბაღები, იქმნება შემნახველი და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოს რეგიონში მოქმედ თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, საქართველოს მასშტაბით, ,,გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში, თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი 23 საწარმოს შექმნა თანადაფინანსებულია 10.2 მლნ ლარით; მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საწარმოა შექმნილი; თანადაფინანსების ოდენობა 5.6 მლნ ლარს […]
ოთარ შამუგია – მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, დაახლოებით, 30-40 % მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიასა და სამეგრელოში იმყოფებოდა. მინისტრი თხილის მწარმოებლებს შეხვდა და მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის მიმდინარე საკითხებს ადგილზე გაეცნო. როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლ ლარზე მეტი იქნება. „შევხვდით ფერმერებს გურიის და სამეგრელოს რეგიონებში და არსებულ ვითარებას გავეცანით. წელს თხილის მოსავალი არის გაუმჯობესებული, […]
რუსულმა კლუბმა კალათბურთში კოლუმბიას 155:53 მოუგო, მაგრამ კოლუმბია ტურნირზე არც მიუწვევიათ

რუსეთში, პერმში ჩატარებულ კალათბურთის „მეგობრობის თასზე“ უცნაური შემთხვევა მოხდა – რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ადგილობრივი კლუბი „პარმა“ კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და დამანგრეველი ანგარიშით, 155:53 დაამარცხა. ფედერაციის გამოქვეყნებულ მასალაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ხორხე ვარკესის კომენტარიც იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსულ კლუბთან თამაში „საინტერესო გამოცდილება იყო“. თუმცა, როგორც „მედუზა“ აღნიშნავს, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კოლუმბიის ნაკრები ტურნირზე […]