ისრაელის დელეგაცია ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა

ისრაელის დელეგაცია ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ისრაელის დელეგაციას „მოსადის” დირექტორი, დავიდ ბორნეა ხელმძღვანელობს. გამოცემა არ აკონკრეტებს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კიდევ რა დელეგაციები იქნებიან, თუმცა ამერიკული CNN-ის ცნობით, ეგვიპტეში თავისი მომლაპარაკებლების გაგზავნას აშშ-იც დათანხმდა, რომელიც შუამავლის როლში ასრულებს. წყაროების ცნობით, ამერიკულ […]
„მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, დაახლოებით, 30-40 % მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიასა და სამეგრელოში იმყოფებოდა. მინისტრი თხილის მწარმოებლებს შეხვდა და მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის მიმდინარე საკითხებს ადგილზე გაეცნო. „შევხვდით ფერმერებს გურიის და სამეგრელოს რეგიონებში და არსებულ ვითარებას გავეცანით. წელს თხილის მოსავალი არის გაუმჯობესებული, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლებით. რაც შეეხება ფასს, მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის […]
„ბაკურიანში ამჟამად 13 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე“ – როგორ შეიცვალა უძრავი ქონების გასაყიდი ფასი?

რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ გალტ & თაგარტი 2024 წლის II კვარტლის მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ ბაკურიანში 221 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.7%-იანი ზრდაა. ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 71.4% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 53.0% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500). „ბაკურიანში ამჟამად 13 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები […]
ქალაქ სუჯაში მუშაობისთვის რუსეთმა საქმე აღძრა “სი-ენ-ენის” ჟურნალისტის წინააღმდეგ

რუსეთის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტის, ნიკ პეიტონ უოლშის და რიგი უკრაინელი კორესპონდენტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის კურსკის ოლქის სუჯის რაიონში მუშაობდნენ, იქ არსებული ვითარების გასაშუქებლად. საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლით აღიძრა. სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ უცხოელი რეპორტიორები ვიდეოგადაღებას უკანონოდ აწარმოებდნენ, რისთვისაც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. უოლშის გარდა, საუბარია ტელეკომპანია „ჰრომადსკეს“ […]
ბულგარეთის პრეზიდენტმა დროებით პრემიერ-მინისტრს ახალი ტექნიკური მთავრობის შექმნა დაავალა

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ხუთშაბათს, 22 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ დიმიტარ გლავჩევს დაავალა ახალი ტექნიკური მთავრობის შექმნა. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ Nova.bg იუწყება. თუ ტექნიკური მთავრობა წარმატებით ჩამოყალიბდება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება – განმარტა რადევმა.
მთელი “ლიონი” ტრანსფერზე – შეიძლება მიქაუტაძეც გაყიდონ

“ეკიპის” ცნობით, “ლიონმა” ფეარ პლეის დასაცავად 31 აგვისტომდე 100 მილიონი ევროს ოდენობის თანხა უნდა გამოიმუშავოს, სახელფასო განაკვეთი შეამციროს და ამიტომ ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს DNCG-ისგან (ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საფრანგეთში პროფესიული ასოციაციული საფეხბურთო კლუბების ანგარიშების მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე) ფინანსური სანქციები არ ასცდება. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ლიონმა” ჯეკ ო’ბრაიენისა (ევერტონი) და სკელი ალვეროს (ვერდერი) […]
ივანე ჩხაიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილს“ კორონავირუსისგან განსხვავებით, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, მაღალია ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც

ივანე ჩხაიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილს“ კორონავირუსისგან განსხვავებით, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, მაღალია ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილს“ კორონავირუსისგან განსხვავებით, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, მაღალია ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა, „მაიმუნის ყვავილი“ ადამიანს გადაედება, ინფიცირებულ ან სიმპტომების მქონე ადამიანთან […]
მოზარდს, რომელსაც გორში, მტკვარში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

მოზარდს, რომელსაც გორში, მდინარე მტკვარში, ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სამაშველო სამსახური ადასტურებს. გარეკანის ფოტო: „ქართლი.ჯი“
,,წლის გამარჯვებული ანეკდოტი“ – რას წერს რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,წლის გამარჯვებული ანეკდოტი 🥇 ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, ჩვენთვის ძალადობა და ვანდალიზმი მიუღებელიაო”
ბაიდენი ნეთანიაჰუსგან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღებას მოითხოვს

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოსთხოვა სასწრაფოდ მიიღოს შეთანხმება ღაზაში ცეცხლის შესწყვეტად და მძევლების გასათავისუფლებლად, მაგრამ ისრაელი და „ჰამასი“ თავის მოთხოვნებს არ თმობენ. ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი, რომელშიც ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმაც მიიღო მონაწილეობა, შედგა მას შემდეგ, რაც პალესტინელთა ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 24 საათის განმავლობაში ისრაელის საჰაერო […]