ყირიმში საწვავით დატვირთული რუსული ბორანი ააფეთქეს

ყირიმში, პორტ „კავკაზში“ რუსულ ბორან „კონრო ტრეიდერზე“ აფეთქება მოხდა. ბორანი საწვავის ცისტერნებით იყო დატვირთული.
მომხდარის ვიდეო რუსულმა ტელეგრამ-არხმა, „კრიმსკი ვეტერმა“ გამოაქვეყნა. არხის გამომწერები ამბობენ, რომ აფეთქებებს წინ უძღოდა უკრაინელთა სარაკეტო თავდასხმა.
კრასნოდარის ოლქი ადმინისტრაციის ცნობით, ბორანზე 30 ცისტერნა საწვავი იყო. „კრიმსკი ვეტერ“ აღნიშნავს, რომ რუსული ჯარი ყირიმში სამხედრო ტვირთის გადასაზიდად ბორნებს იყენებს ხოლმე.
ეს ამ პორტში ბორანზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა – იგივე უკრაინელებმა ივლისშიც გააკეთეს. კიევში მომხდარზე ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია