უეფა – მ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი შეცვალა

ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში შეიცვლება ტურნირის ოფიციალური ჰიმნი. უეფა-მ წარმოადგინა ყველასთვის საყვარელი ჰიმნის ახალი ვერსია. ნოტები იგივე დარჩა, მხოლოდ ოდნავ შეიცვალა მუსიკალური ინსტრუმენტების ჟღერადობა, ხოლო პირველ პლანზე გამოვიდა ვოკალი. ახალი ვერსია გამოყენებული იქნება 2024-25 წლების სეზონის სატელევიზიო ტიხარში, აგრეთვე გაჟღერდება ჩემპიონთა ლიგის ყოველი მატჩის წინ სტადიონებზე. 1tv.ge

ცნობილია, ვინ შეარჩია მასწავლებლის ჯილდოს გამარჯვებულები

„მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესება საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება“, – წერია განათლების სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში. კომისიის მუშაობის შესახებ ოფიციალურად გამოქვეყნებულ ცნობას თან ერთვის ფოტოსურათები, რომლითაც ირკვევა, ვინ იყო ჩართული საუკეთესო 10 მასწავლებლის გამოვლენაში. კომისიის წევრებს შორის იყვნენ: · ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია; · მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ქეთევან დუმბაძე; […]

ისე გაიკვირვეს ნაც ჯალათებმა ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი სამსახურები რომ იცავენ, თითქოს ყველაზე უკეთესად არ იციან, რომ თვითონაც და მათი პატრონებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან

ისე გაიკვირვეს ნაც ჯალათებმა ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი სამსახურები რომ იცავენ, თითქოს ყველაზე უკეთესად არ იციან, რომ თვითონაც და მათი პატრონებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან ზუსტადაც უნდა დაიცვან ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულად, ეს კაცი არის საქართველოს იმედი და გარანტი და ეს ადამიანი რომ არა კიდევ რისი გავლა მოუწევდა მანიაკების ხელში ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს წარმოდგენაც არ მინდა, […]

საჩხერეში, ახალგაზრდა კაცმა 18 მეტრიანი ჭიდან 4 წლის ბიჭის სხეული ამოიტანა, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა გადაარჩინეს

სასწაულებრივად გადარჩენილი სიცოცხლე, ანუ ჩვენი დროის გმირები „ჰეი, ვინ მოდის, მანდ მომავლიდან!“ შოთა ნიშნიანიძის ამ შეძახილის შემდეგ არაერთმა მომავლიდან მოსულმა ქართველმა ჩაიდინა გმირული საქციელი სხვათა სიცოცხლის გადარჩენისთვის. გუშინ, 21 აგვისტოს, მათ რიცხვს შეემატა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის მკვიდრი ნუგზარ კიპაროიძე. კეთილად დასრულებული ეს სამწუხარო ამბავი კი ამგვარად მოხდა: სამწლინახევრის ლამაზი, გონებაგახსნილი, ონავარი ბიჭი, დემეტრე კიპაროიძე […]

ოთარ შამუგია – წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლნ ლარზე მეტი იქნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სენაკის მუნიციპალიტეტში შპს „ჯეონათის“ თხილის ბაღში თხილის მსხვილ მწარმოებლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, წელს ფერმერები თხილის რეალიზაციიდან მნიშვნელოვნად მეტ შემოსავალს მიიღებენ. „წელს ველოდებით უფრო მეტ მოსავალს, ვიდრე გასულ წელს იყო. რაც შეეხება ფასს, დაახლოებით, 30-40% მაღალია […]

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ქობულეთის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ქობულეთის ოფისი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ავრცელებს. ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ ქობულეთის მოსახლეობას გააცნო „კოალიცია ცვლილების” ხედვები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. მისივე თქმით, კოალიცია ყველა სხვა პარტიისგან სიტყვის ერთგულებით, თანმიმდევრობით, პრინციპულობითა და ხედვებით განსხვავდება; ხედვები, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან დააახლოებს და შეიყვანს. […]

მსაჯთა ზაფხულის შეკრება თბილისში

სფფ-ის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში მსაჯთა ზაფხულის შეკრება მიმდინარეობს. შეკრებას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მსაჯებთან ერთად ახალგაზრდა არბიტრები ესწრებიან. შეკრება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მსაჯები ეცნობიან სიახლეებს თამაშის წესებთან დაკავშირებით და მონაწილეობენ VAR სიმულაციებში. სემინარებს სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი უძღვება ფიფას და უეფას კვალიფიციური ინსტრუქტორებთან ერთად. შეკრებაზე მყოფ მსაჯებს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, […]

სახიფათო ადგილები 133 ათასმა ადამიანმა დატოვა – კურსკის გუბერნატორი

საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, სახიფათო ადგილები კურსკის რეგიონში 133 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ცნობა კურსკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღეს, 22 აგვისტოს, გაავრცელა. ამასთან, გუბერნატორ ალექსეი სმირნოვის თანახმად, საკუთარ სახლებში ჯერ კიდევ რჩება 19 ათასზე მეტი ადამიანი იმ რვა რაიონში, რომლებიც განსახლებისა და ევაკუაციის ზონაში მოხვდა. ამავე დროს, სმირნოვის სიტყვებიდან გამომდინარე, დარჩენილთა მხოლოდ მცირე ნაწილი, 12 […]

მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლა ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება

მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლა ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება საქართველოს პირველი არხის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება, ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება, შესაბამისად, მამარდაშვილის „ლივერპულის“ ფეხბურთელად გამოცხადებაც ნაადრევია. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ლივერპული“ „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეუთანხმდა. „გიორგი მამარდაშვილის […]

გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ნორმებით

გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ნორმებით, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, რომელიც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას უსაფრთხოების ზომებს შეეხებოდა. „ადამიანები, რომლებიც შიშს ვერ ასხვავებენ უსაფრთხოებისგან და მათ შემთხვევაში, ყველას შიშში ამყოფებდნენ ვფიქრობ, ასეთ განცხადებებს ფრთხილად უნდა აკეთებდნენ. ეს შიში […]