რუსულმა კლუბმა კალათბურთში კოლუმბიას 155:53 მოუგო, მაგრამ კოლუმბია ტურნირზე არც მიუწვევიათ

რუსეთში, პერმში ჩატარებულ კალათბურთის „მეგობრობის თასზე“ უცნაური შემთხვევა მოხდა – რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ადგილობრივი კლუბი „პარმა“ კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და დამანგრეველი ანგარიშით, 155:53 დაამარცხა.
ფედერაციის გამოქვეყნებულ მასალაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ხორხე ვარკესის კომენტარიც იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსულ კლუბთან თამაში „საინტერესო გამოცდილება იყო“.
თუმცა, როგორც „მედუზა“ აღნიშნავს, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კოლუმბიის ნაკრები ტურნირზე არ ყოფილა. ნაკრების სახელით მოასპარეზე მოთამაშეები, დიდწილად, მოყვარული კალათბურთელები ყოფილან, ხოლო ნაკრების მთავარი მწვრთნელის სახელი ხორხე ვარკესი არაა.
კოლუმბიის კალათბურთის ფედერაციამ კი განაცხადა, რომ საერთოდ არ მიუღია მიწვევა ტურნირზე და აპირებს, მისი სიმბოლიკის უნებართვოდ გამოყენებისთვის სასამართლოში იჩივლის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია