კამალა ჰარისი – დონალდ ტრამპი არასერიოზული ადამიანია, მაგრამ თეთრ სახლში მისი დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შედეგები სერიოზული იქნება. ”ბევრი თვალსაზრისით, დონალდ ტრამპი არასერიოზული ადამიანია, მაგრამ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება”, – აღნიშნა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე, სადაც მან პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო. ჰარისის თქმით, ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების შედეგები 2020 წელს, როდესაც […]
თბილისის ნაწილს, დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გაბაშვილის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, გელოვანის, სარაჯიშვილის, თოფურიძის, ფარჯიანის, გაბაშვილის, მაჭავარიანის და ემხვარის […]
ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნებში მადუროს გამარჯვება

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვება დაადასტურა. თუმცა, მედია იუწყება, რომ სასამართლოს კენჭისყრის დეტალები არ გამოუქვეყნებია და უცნობია რას ემყარება გადაწყვეტილება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, აქციის მონაწილეები ნიკოლას მადუროს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. გაერთიანებული ოპოზიციის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა ნიკოლას მადუროზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო და სულ […]
კამალა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო – გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობის მეოთხე დღეს ოფიციალურად მიიღო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა. კანდიდატობაზე თანხმობის განცხადების დროს მან პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება. “ვიცი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი გვიყურებს და მინდა იცოდეთ: გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. ყოველთვის შეგიძლიათ მერწმუნოთ, რომ ქვეყანას და პარტიას და საკუთარ თავზე მაღლა დავაყენებ“, – აღნიშნა […]
კურსკის ოლქის ხელმძღვანელის მრჩეველმა რილსკის მცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა

კურსკის ოლქის ხელმძღვანელის მრჩეველმა რომან ალიოხინმა ქალაქ რილსკის მოსახლეობას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან ორმოც კილომეტრში მდებარეობს, ევაკუაციისკენ მოუწოდა “სანამ არსებობს ამის შესაძლებლობა და ეს უსაფრთხოა”. „არ დაიცადოთ ბოლომდე, როგორც სუჯა, კორენევი, გლუშკოვო, თქვენი და თქვენი ნათესავების სიცოცხლე ძაღლის სიცოცხლეზე ძვირფასია“, – დაწერა ალიოხინმა თავის ტელეგრამის არხზე და დაამატა, რომ თითქოს უკრაინელი სამხედროები „გერმანელი ფაშისტებივით იქცევიან და […]
ჩინეთი და ბელარუსი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავენ

პეკინი და მინსკი თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას გააძლიერებენ, – ამის შესახებ ჩინეთისა და ბელარუსის მთავრობების ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც ჩინეთის პრემიერის, ლი ციანის ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამოქვეყნდა. „ორივე მხარე გააძლიერებს თანამშრომლობას თავდაცვის, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სფეროებში“, – ნათქვამია ერთობლივ კომუნიკეში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები ასევე გააღრმავებენ თანამშრომლობას სამხედრო მოსამსახურეების მომზადების, კიბერდანაშაულისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის […]
ჩინეთი და ბელარუსი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავენ

პეკინი და მინსკი თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას გააძლიერებენ, – ამის შესახებ ჩინეთისა და ბელარუსის მთავრობების ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც ჩინეთის პრემიერის, ლი ციანის ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამოქვეყნდა. „ორივე მხარე გააძლიერებს თანამშრომლობას თავდაცვის, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სფეროებში“, – ნათქვამია ერთობლივ კომუნიკეში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები ასევე გააღრმავებენ თანამშრომლობას სამხედრო მოსამსახურეების მომზადების, კიბერდანაშაულისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის […]
პიტერ სტანო – ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, რომლებიც ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში იმყოფებიან“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაში. მისი განცხადებით, ამ დროისთვის ბელარუსის ციხეებში 1300-ზე მეტი პოლიტპატიმარი რჩება. „ბელარუსში 1300-ზე მეტი პოლიტპატიმარი რჩება, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკი, იჰარ […]
ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა

ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ნიკოლას მადუროს პრეტენზიებს საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით. მედიის ინფორმაციით, სასამართლოს არ წარმოუდგენია კენჭისყრის დეტალური მონაცემები, რომელსაც მისი გადაწყვეტილება ეყრდნობოდა. ცნობისთვის, ივნისის არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების მონაწილეები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, მცირე სხვაობით მოიგო, შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ არჩევნებში ედმუნდო გონსალესმა […]
Associated Press – აშშ უკრაინისთვის 125 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, – ინფორმაციას Associated Press-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დახმარების ეს პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) საბრძოლო მასალებს, Javelin-ს და უამრავ სხვა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს. იგი ასევე მოიცავს 155 მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო […]