„ქვეყნის მიერ ხორბლის მოხმარების 15-20% ადგილობრივი პროდუქტია“ – ლევან სილაგავა

დღეისათვის ქვეყნის მიერ ხორბლის მოხმარების 15-20% ადგილობრივი პროდუქტია, – ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეისათვის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის საჭირო ხორბლის 20%-მდე უკვე ადგილობრივია, როცა წინა წლებში მისი წილი მხოლოდ და მხოლოდ 10%-ი იყო. „ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობის ხორბლის მოსავალი მივიღეთ, ვიდრე შარშან. სავარაუდო რაოდენობა […]
თბილისის ქუჩები, სადაც 23 აგვისტოს შუქი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, გელოვანის, სარაჯიშვილის, თოფურიძის, ფარჯიანის, გაბაშვილის, მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გაბაშვილის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას. […]
დონალდ ტრამპი არიზონაში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არიზონაში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა. ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკაზე ისაუბრა, რაც მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. მან ბაიდენის ადმინისტრაცია ქვეყანაში იმიგრაციული კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა. „ვფიქრობ, ის (ბაიდენი) ალბათ ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო დიდწილად იმის გამო, რაც აქ, საზღვარზე მოხდა. მან შემოუშვა 20 მილიონზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, მრავალი მათგანი […]
მამარდაშვილიდან კვარაცხელიამდე – “ნაპოლის” მწვრთნელს პრეზიდენტთან უკვე აალებადი ურთიერთობა აქვს…

ტოპლიგების ქართველი ლეგიონერებიდან ტურის გახსნის პატივი, მომავალი სეზონიდან “ლივერპულის” კიპერს, გიორგი მამარდაშვილს (პარასკევს, 21:00 სთ) ერგო – “სელტა” VS “ვალენსია”. პარასკევსვე (20:30 სთ) დაინიშნა მეორე ბუნდელიგის მატჩი ბუდუ ზივზივაძის “კარლსრუესა” და “ელფსბერგს” შორის. ყველაზე გვიან, კვირას, 25 აგვისტოს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, ვისაც ვაჟის შეძენას ვულოცავთ!.. ნეაპოლელებმა, რომლებიც ჩემპიონობის შემდეგ ევროტურნირებზეც ვერ […]
ტერაბანკი ადგილობრივ ტურიზმში დასაქმებული მეწარმეების მხარდასაჭერად

ტერაბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების — ადგილობრივი ტურიზმისა და ამ სფეროში დასაქმებული მეწარმეების მხარდაჭერას აგრძელებს. ხელშეწყობა უპირველესად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, შესაბამისი ბიზნესების დაფინანსებასა და მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარებას გულისხმობს. ბოლო თვეების განმავლობაში ტერაბანკის დაფინანსებით, რაჭაში — 3, კახეთში კი 1 ტურისტული ობიექტის შექმნა და განვითარება დაფინანსდა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში თეონა მაისურაძემ სასტუმროს […]
„საქართველოს კაპიტალი“ ღვინის ბიზნესში ამონაგების კლებაზე აცხადებს

მეორე კვარტალში სუსტი ექსპორტის გამო „საქართველოს კაპიტალი“ ღვინის ბიზნესში ამონაგების კლებაზე აცხადებს. ინვესტორებისთვის წარდგენილ მეორე კვარტალის ანგარიშით, აპრილ – ივნისში წმინდა ამონაგები 26.5%-ით 11.9 მლნ ლარამდე შემცირდა, რაც გაყიდული ბოთლების რაოდენობის 33.5%-იან კლებას ასახავს. „ექსპორტის წილი მთლიან გაყიდვებში 9.7 პროცენტული პუნქტით 79.3%-მდე შემცირდა” – ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, პოზიტიურია ჯამურად წლის პირველი ნახევარი. ღვინის ბიზნესიდან ამონაგები […]
გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი – კამალა ჰარისი დემოკრატების ყრილობაზე გამოვიდა

ჩიკაგოში, აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობის მეოთხე დღეს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ოფიციალურად მიიღო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა, ის ყრილობაზე სიტყვითა გამოვიდა. მისი სიტყვის მთავარი თემები იყო საზოგადოების ერთიანობა, წინსვლის აუცილებლობა. ჰარისის სიტყვაში აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი მოხსენიებული იყო როგორც წარსულის სიმბოლო. სიტყვით გამოსვლა ჰარისმა თავისი ოჯახის შესახებ თხრობით დაიწყო – ინდოეთიდან და […]
კამალა ჰარისი – როგორც პრეზიდენტი, მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას – ყოველთვის დავიცავ ისრაელის უფლებასაც დაიცვას საკუთარი თავი

„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას. „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ჰარისმა აღნიშნა, რომ ხუთი დღით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, ის შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა რუსეთის შეჭრის გეგმების შესახებ გაეფრთხილებინა. „ხელი შევუწყვე გლობალური პასუხის – 50-ზე მეტი ქვეყნის – მობილიზებას პუტინის აგრესიისგან დასაცავად და […]
Etihad-ი მუმბაის მიმართულებით საიუბილეო რეისებს მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავით განახორციელებს

მიმდინარე წელს Etihad Airways-ი მუმბაიში ფრენის დაწყებიდან 20 წლის თავს აღნიშნავს. აღნიშნულის თარიღის აღსანიშნავად, ავიაკომპანია აბუ დაბისა და ინდოეთის ქალაქ მუმბაის შორის ფრენებს Airbus A380-ით განახორციელებს. მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავით ფრენების განხორციელება დაგეგმილია 2024 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კვირაში სამჯერ. „მიუხედავად იმისა, რომ ეს საკულტო თვითმფრინავი ჩვეულებრივ გამოიყენება შორ მანძილზე ფრენისთვის, ჩვენ […]
„ალდაგის“, „იმედი L” -ის „არდის“ მართვას ერთი ჰოლდინგი განახორციელებს – GCAP ცვლილებებზე აცხადებს

„საქართველოს კაპიტალმა“ მის მფლობელობაში არსებული სადაზღვევო კომპანიები ერთი ჰოლდინგის ქვეშ გააერთიანა. საინვესტიციო ჰოლდინგის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისსა და აგვისტოში „საქართველოს კაპიტალმა“ განახორციელა ყველა სადაზღვევო ბიზნესის „ა გრუფში“ გაერთიანება. შედეგად, „ალდაგის“, „იმედი ელისა“ და „არდის“ მართვა უკვე ერთი კომპანიის მიერ ხორციელდება. ცვლილებებამდე სამედიცინო დაზღვევისა და „არდის“ მართვას „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ახორციელებდა, „ალდაგის“ მართვას კი სს „ა […]