მძიმე მოლაპარაკებები ლონდონში. ლუკაკუს საკითხი წყდება – ოსიმენის?

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ოსიმენის შეძენის სურვილს არავინ გამოთქვამს, “ნაპოლის” მწვრთნელი ანტონიო კონტე სასწრაფოდ მოითხოვს რომელუ ლუკაკუს დამატებას, რამეთუ გუნდს ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება. Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ბოლო რამდენიმე დღეში მეორედ გაემგზავრა ლონდონში და “ჩელსისთან” აწარმოებს მოლაპარაკებას, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს. ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნომ […]

,, ბენზინის ფასიდან ლარი მთავრობას მიაქვს – მოვალთ და გაიაფდებაო. მოვიდნენ და თითქმის 2 ლარით გაძვირდა” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი: ,,ქოცის პორტრეტი: ბენზინის ფასიდან ლარი მთავრობას მიაქვს – მოვალთ და გაიაფდებაო. მოვიდნენ და თითქმის 2 ლარით გაძვირდა. წყლის, დენისა და გაზის გადასახადი განახევრდება როგორც კი აგვირჩევთო და მალე ლამის გაორმაგდა. უფასო ფული გექნებათო და საპენსიო რეკეტი დააწესეს კანონით, რომლითაც უფასო ფულს – მილიარდებს – ივანიშვილი იღებს გაჭირვებული ხალხისგან. კარტელური გარიგებები […]

ისრაელის დელეგაცია ღაზის სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა

ისრაელის დელეგაცია ღაზის სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ისრაელის დელეგაციას „მოსადის” დირექტორი, დავიდ ბორნეა ხელმძღვანელობს. გამოცემა არ აკონკრეტებს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კიდევ რა დელეგაციები იქნებიან, თუმცა ამერიკული CNN-ის ცნობით, ეგვიპტეში თავისი მომლაპარაკებლების გაგზავნას აშშ-ც დათანხმდა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს. წყაროების ცნობით, ამერიკულ […]

უკრაინა აცხადებს, რომ კურსკში რუსული ჯარის პოზიციები ამერიკული იარაღით დაბომბა

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ 22 აგვისტოს, ამერიკული იარაღით – ბომბებით GBU-39 კურსკის ოლქში რუსული ჯარის პოზიციები დაბომბა. ამ იარაღის გამოყენების ვიდეო გამოაქვეყნა მიკოლა ოლეშუკმა – უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა. ვიდეოში, ოლუკის ცნობით, ნაჩვენებია, თუ როგორ დაიბომბა რუსეთის შეიარაღებული ძალების დრონების მართვის და რადიო-ელექტრონული ბრძოლის პუნქტი. პუნქტში და მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული ტექნიკა, შეიარაღება. ადგილზე იყო […]

“ტორპედოს” მძლეველმა “ომონიამ” ვოლკოვის “ზირა” გაანადგურა

კონფერენს ლიგის საკვლიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში „ზირა“ გასვლაზე „ომონიასთან“ 0:6 დამარცხდა, რომელმაც ადრე “ტორპედოს” სძლია. სტუმართა გუნდში დავით ვოლკოვმა 75-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი პაპუნაშვილი კი სათადარიგო იყო. საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს ბაქოში გაიმართება. ომონია – ზირა 6:0 გოლები: 1:0 ხამასი (13), 2:0 სემედო (34, პენ), 3:0 სტემპინსკი (45+1), 4:0 სტემპინსკი (54), 5:0 ევანდრო (60), […]

ერევანში აქციის მონაწილეები ბელარუსთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვენ

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ალექსანდრე ლუკაშენკოს ანტისომხური განცხადების შემდეგ, ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა შეწყვიტოს. სომხური პოლიტიკური პარტია “რესპუბლიკისთვის” წევრებმა და მხარდამჭერებმა გუშინ, 21 აგვისტოს, საპროტესტო აქცია ერევანში ბელარუსის საელჩოსთან გამართეს. აქციის მონაწილეებმა შენობას კარტოფილი, კვერცხები და პომიდორი დაუშინეს და სომხეთის დატოვება მოსთხოვეს. ასევე მათი მთავარი მოთხოვნაა სომხეთმა ბელორუსთან […]

ევროპის რომელ ქალაქშია ტურისტების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია?

დუბროვნიკი გახდა ქალაქი ევროპაში ტურისტების ყველაზე მაღალი კონცენტრაციით. მოკლევადიანი დაჯავშნის სერვისმა Holidu-მ ახალი კვლევა ჩაატარა. ქალაქში ერთ ადგილობრივ მცხოვრებზე 27 ტურისტი მოდის. დუბროვნიკი, რომელიც ყოველთვის პოპულარული იყო ტურისტებში უძველესი არქიტექტურისა და თვალწარმტაცი ხედების გამო, ხორვატიის სანაპიროზე გადაღებული Game of Thrones სერიის გამოსვლის შემდეგ ტურისტებში უფრო პოპულარული გახდა. ყველაზე ტურისტული ქალაქების ტოპ-10 ასე გამოიყურება: 1 / […]

მსოფლიოში ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი 13,4%-ით გაიზარდა, დატვირთულობის მაჩვენებელმა კი 82,3% შეადგინა – IATA

მსოფლიოს ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი 2024 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,4%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს. არსებული სტატისტიკით ავიაკომპანიების დატვირთულობის მაჩვენებელმა 82,3% შეადგინა. ევროპაში ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი იანვარ-ივნისის პერიოდში 10,1%-ით გაიზარდა, ჩრდილოეთ ამერიკაში – 6,4%-ით, ლათინურ ამერიკაში – 9,6%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 22,4%-ით, აფრიკაში – 15,9%-ით, ახლო აღმოსავლეთში […]

გოჩოლეიშვილმა ფანებს თავი შეაყვარა – “კოპენჰაგენი” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „კილმარნოკს“ 2:0 მოუგო. მასპინძელთა გუნდის მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ის აქტიური იყო, პირველ ტაიმში თავის გამოჩენაც შეეძლო, როდესაც მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ლიუის მაიო დაეწია და გოლი არ გაატანინა. კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ გულშემატკივრებმა საუკეთესო მოთამაშედ კევინ დიკსი დაასახელეს, […]

მაია სანდუ აცხადებს, რომ 2024 წლის 20 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ 2024 წლის 20 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. სანდუ თავისივე პარტიის, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ კანდიდატი იქნება. 20 ოქტომბერსვე გაიმართება რეფერენდუმი ქვეყნის საგარეო კურსთან, კერძოდ კი, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. „2024 წელს ჩვენ მივიღებთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნისთვის, რაც კი დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან მიგვიღია. ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენი ქვეყნის საგარეო […]