ჩინეთი და ბელარუსი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავენ

პეკინი და მინსკი თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას გააძლიერებენ, – ამის შესახებ ჩინეთისა და ბელარუსის მთავრობების ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც ჩინეთის პრემიერის, ლი ციანის ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამოქვეყნდა.
„ორივე მხარე გააძლიერებს თანამშრომლობას თავდაცვის, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სფეროებში“, – ნათქვამია ერთობლივ კომუნიკეში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები ასევე გააღრმავებენ თანამშრომლობას სამხედრო მოსამსახურეების მომზადების, კიბერდანაშაულისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში, ასევე „ბოროტების სამი ძალის“ (ტერორიზმი, ექსტრემიზმი და სეპარატიზმი) წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი ციანი ბელარუსს ოფიციალური ვიზიტით 22-23 აგვისტოს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია