მექვაბიშვილის ტრავმა ძალიან მძიმე არ აღმოჩნდა

კრაიოვას “უნივერსიტატეას” ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის ტრავმა ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობდნენ, – იტყობინება რუმინული “ფანატიკი”. დღეს 23 წლის ქართველ ლეგიონერს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ჯვარედინი მყესების გაწყვეტა არ დაუდგინდა, მხოლოდ დაჭიმვა აქვს და ექვსი კვირა იუქმებს. მექვაბიშვილი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარება.

“ბორჯღალოსნები” | იტალიასთან გენუაში

2024 წლის შემოდგომის სერიების ფარგლებში, “ბორჯღალოსნები” 17 ნოემბერს იტალიას გენუაში, „ლუიჯი ფერარიზე“ ერკინება. „ლუიჯი ფერარი“ 1911 წელს გაიხსნა და ის 33 205 მაყურებელს იტევს. მატჩი ჩვენი დროით 17:40 საათზე, ბილეთების გაყიდვა კი დღეს დაიწყება საიტზე federugby.ticketone.it. აქამდე საქართველოს იტალიის წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია, საიდანაც მეტოქემ პირველი ოთხი შეხვედრა მოიგო. პირველად „აძურას“ 1998 წელს ლაკვილაში ვეწვიეთ და […]

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი – რუსული აგრესია უბრალოდ არ შეჩერდება, მისი შეჩერება აქტიურად უნდა მოხდეს – ეს ჩემს მოტივაციას აძლიერებს, უკრაინის მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით გავაგრძელო

დღეს დილით იყო კვლავ ძლიერი საჰაერო თავდასხმები უკრაინაში, კვლავ უამრავი ადამიანი თავშესაფრებში. ეს აჩვენებს, რომ რუსული აგრესია უბრალოდ არ შეჩერდება, მისი შეჩერება აქტიურად უნდა მოხდეს. ეს ჩემს მოტივაციას აძლიერებს, უკრაინის მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით (მათ შორის F16-ის ტიპის გამანადგურებლებით) გავაგრძელო, – წერს რუბენ ბრეკელმანსი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასიური […]

მთავრობა შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩებს, ასევე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს

საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შვეიცარიის კონფედერაციაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩებს, ასევე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს. განკარგულება 26 აგვისტოთი თარიღდება და მასზე ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. შესაბამისი განკარგულებით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს, რომ სოფიო ქაცარავა დიდი […]

ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს: ,,საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აგვისტოს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ბრალდებულმა დანით ორ პირს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ერთ-ერთმა […]

საბანკო დეპოზიტები 55.66 მლრდ ლარამდე გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ივლისის ბოლოსათვის 55.66 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 825.97 მლნ ლარით, ანუ 1.51%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.98%-ით მეტი). ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 213.61 მლნ ლარით, ანუ 0.89%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.21%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები […]

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან […]

უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსული ძალების უკრაინაზე მასირებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.მსხვერპლია ჟიტომირის, ვოლინის, დნიპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. მანამდე ცნობილი იყო 4 გარდაცვალების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა 100-ზე მეტი რაკეტითა და 100-მდე დრონით განახორციელა თავდასხმა.

რისთვის გაიმეტა მეზობელმა მეზობელი სასიკვდილოდ? – სოფელში დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ

მარტვილში, მეზობლის დახმარებაზე უარის თქვა 60 წლის მამაკაცს სიცოცხლის ფასად დაუჯდა – სწორედ ამ მიზეზს ასახელებენ ადგილობრივები მარტვილში სოფელ აბედათში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივად. ხალხი ირწმუნება, რომ ახალგაზრდა კაცი მეზობელს მხოლოდ იმის გამო გაუსწორდა, რომ თხილის მოგროვებაზე უთხრა უარი. მეზობლებმა ჩხუბის ხმა დილის 6 საათზე გაიგეს, რის შემდეგაც დაინახეს როგორ ესროლა კაცმა სანადირო თოფიდან საბედისწერო […]

ლიეტუვა ევროკომისრის პოსტზე ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს

ლიეტუვა ევროკომისრის პოსტზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსისკანდიდატურას წარადგენს. ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ოფიციალური დამადასტურებელი წერილი უკვე გაეგზავნა. პროცედურების გათვალისწინებით, ევროკომისიაში ანდრიუს კუბილიუსისკანდიდატურის წარდგენას ლიეტუვის პარლამენტმაც უნდა დაუჭიროს მხარი. როგორც ინგრიდასიმონიტე ამბობს, მან უკვე მიიღო არაფორმალური თანხმობა სეიმისგან(პარლამენტი). ანდრიუს კუბილიუსი ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრია, რომელიც 2019 წლიდან ევროპარლამენტის წევრია.