რამზან კადიროვის შვილს გადაეცა ჩეჩნეთის უმაღლესი ორდენი, რომელიც კადიროვის სახელობისაა

რამზან კადიროვის 16 წლის შვილს, ადამ კადიროვს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო, „კადიროვის ორდენი“ გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. მაგალითისთვის „კადიროვის ორდენი“ მიღებული აქვს ვლადიმირ პუტინს. ორდენოსნებს შორის არიან რუსეთში მცხოვრები და მომუშავე კარდიოქირურგი ლეო ბოკერია და მხატვარ-მოქანდაკე ზურაბ წერეთელი. კადიროვის შვილმა ჯილდო მიიღო, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ამ პოსტს […]
ივანიშვილი აპირებს აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ – ნაცვლიშვილი

“ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის სპიკერი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი, სახელისუფლებო ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, აპირებს, რომ აღიაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. ასე ხსნის დეპუტატი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას, სადაც იმ მიზეზებზეა საუბარი, რისთვისაც, მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდებათ. განცხადებაში 4 მიზეზია დასახელებული, რომელთაგან მე-3 “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებებია”. “ბიძინა ივანიშვილი […]
ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი რუსეთის მიერ მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარების დღეს აღნიშნავენ

16 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებებს “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ”. მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, ასლან ბჟანიას, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღე“ მიულოცა. „2008 წლის 26 აგვისტო ისტორიის ახალი ეტაპის […]
ტრამპი და ჰარისი ინტენსიურ კამპანიას რამდენიმე გადამწყვეტ შტატში შეუდგნენ

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვე რჩება. მასში გამარჯვებულის ბედს, დიდი ალბათობით, შვიდი ე.წ. მერყევი შტატი გადაწყვეტს. შესაბამისად, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების კანდიდატთა კამპანიები ამ საკვანძო მნიშვნელობის შტატებზე, უმეტესწილად, უფრო დიდ დროს და რესურსს ხარჯავენ და იქ გაცილებით ხშირად ჩადიან. ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი ოპონენტი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, გეზს ამ […]
აშშ კურსკის ოპერაციას ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს – „უოლ სთრით ჯორნალი“

აშშ კურსკის ოპერაციას ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს, – ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემის, „უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიაშია ნათქვამი. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაოცებული იყო ვოლოდიმირ ზელენსკის რადიკალური ნაბიჯით და ახლა ელოდება, გაამართლებს თუ არა მისი სარისკო ფსონი. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინამ კურსკის ოლქში ყველა დასახულ მიზანს ნაწილობრივ უკვე მიაღწია. „კურსკის ოპერაციამ უკვე შეცვალა გავრცელებული მოსაზრება იმის […]
გერმანიის ავიაბაზაზე განგაშის მიზეზი იყო რუსეთის მხრიდან დივერსიის საფრთხე

გერმანიის სპეცსამსახურების მონაცემებით, ქალაქ გაილენკირხენში ნატოს ბაზაზე პარასკევს განგაშის დონის დროებითი მომატება უკავშირდებოდა რუსეთის მხრიდან დივერსიის საფრთხეს. ამის შესახებ სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო dpa. ამ ცნობების თანახმად, საფრთხე უკავშირდებოდა, სავარაუდოდ, რუსეთის დრონს, რომელიც ნატოს ავიაბაზის სიახლოვეს შეამჩნიეს. ამ ბაზაზე განთავსებულია ნატოს საჰაერო გაფრთხილების და კონტროლის სისტემის (AWACS-ი) დაცვის და დაზვერვის თვითმფრინავები. განგაშის დონე 24 […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6977 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0159 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0004 ლარს შეადგენდა. […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, 27 აგვისტოს ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთისა და ყაზბეგის რაიონის აბონენტებს შეეზღუდებათ. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აგვისტოს 11:00-დან 11:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – […]
ქართულ ბანკებს 57.14 მლრდ ლარის სესხი აქვთ გაცემული

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 202.32 მლნ ლარით (0.35%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და ივლისის ბოლოს 57.14 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 420.90 მლნ ლარით (1.34%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 623.23 მლნ ლარით (2.41%-ით) […]
საქართველოს პრეზიდენტმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 17 მსჯავრდებული პირი შეიწყალა – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია. 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.