მთავრობა შვეიცარიაში, ბრიტანეთში ელჩებს, NATO-სა და ჟენევაში წარმომადგენლებს ათავისუფლებს

საქართველოს მთავრობა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩებს, ასევე NATO-სთან საქართველოს წარმომადგენენელს, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენელს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს. შესაბამის განკარგულებას, რომელიც 26 აგვისტოთი თარიღდება, კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. განკარგულებით მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, აღნიშნული პირები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გათავისუფლების მიზეზი […]

ნიგერიაში წყალდიდობას 49 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 49 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, მანზო ეზეკიელის განცხადებით, წყალდიდობამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ჯიგავას, ადამავასა და ტარაბას შტატები დააზარალა. ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო 41,344 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი […]

გარდაიცვალა სვენ-გორან ერიქსონი

76 წლის ასაკში ცნობილი შვედი მწვრთნელი სვენ-გორან ერიქსონი გარდაიცვალა. 2024 წლის იანვარში ერიქსონმა განაცხადა, რომ პანკრეასის კიბოს გამო სიცოცხლისთვის მაქსიმუმ ერთი წელიწადი დარჩა. ერიქსონი ინგლისის, მექსიკის, კოტ’დიუვარის და ფილიპინების ნაკრებების, “მანჩესტერ სიტის”, “ლესტერის”, “ლაციოს”, “სამპდორიას”, “ფიორენტინას”, “რომას”, “ბენფიკას” და სხვა გუნდების მწვრთნელი იყო, ბოლოს კი “კარლსტადის” სპორტული დირექტორი გახლდათ.

თსუ-ს უმაღლესი შეფასებით – სრული და უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

თსუ-ს უმაღლესი შეფასებით – სრული და უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე იქნა მიღებული. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმაღლესი შეფასებით – სრული და უპირობო 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე, უმაღლესი […]

მთავრობა შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩებს, ასევე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს

საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შვეიცარიის კონფედერაციაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩებს, ასევე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს. განკარგულება 26 აგვისტოთი თარიღდება და მასზე ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. შესაბამისი განკარგულებით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს, რომ სოფიო ქაცარავა დიდი […]

პროკურატურამ, ფონიჭალაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულმა ფონიჭალის დასახლებაში ცივი იარაღით ორ პირს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული […]

ქუთაისის მერია – ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგი გრძელდება

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგი გრძელდება. როგორც ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე ობიექტზე იმყოფებოდნენ, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის რგპფ-დან 2 198 776 ლარია გამოყოფილი. პროექტი ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილის ასფალტბეტონის საფარით დაფარვას, […]

ირანის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში

უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, თეირანი როლს ორივე სცენაზე თამაშობს. ის რუსეთს “შაჰედის” ტიპის დრონებს აწვდის, ხოლო ღაზაში “ჰამასის” მთავარი მოკავშირეა. ამ ფონზე, ირანი ცდილობს სამხრეთ კავკასიაშიც უფრო აქტიური როლი ითამაშოს.

ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ მათი ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების დღეს აღნიშნავენ

16 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებებს “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ”. მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, ასლან ბჟანიას „აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღე“ მიულოცა. „2008 წლის 26 აგვისტო ისტორიის ახალი ეტაპის […]

რომელმა ქვეყნებმა იყიდეს ბოლო 10 წელიწადში ყველაზე მეტი ოქრო?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ანუ 2013-2023 წლების პერიოდში ოქროს მარაგი ყველაზე მეტად მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა გაზარდა. ამის შესახებ ოქროს მსოფლიო საბჭოს (World Gold Council) მონაცემებში წერია, რასაც Visual Capitalist ავრცელებს. კერძოდ, ამ პერიოდში რუსეთმა მარაგი 1,035-დან 2,333 ტონამდე, ჩინეთმა კი 1,054-დან 2,235 ტონამდე გაზარდა. შემდეგი თურქეთია, რომელმაც თავისი მარაგი 116-დან 540 ტონამდე გაზარდა. ექსპერტები ოქროს […]