ლონდონის ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ და Georgia Capital-ის აქციები გაძვირდა, „თიბისის“ – გაიაფდა

„გალტ & თაგარტის“ 19–23 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, უმეტესად გაიაზრდა, შემცირდა მხოლოდ თიბისი ბანკის აქციების ფასი. კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 43.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.46% წინა კვირასთან შედარებით და უცვლელი გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 225 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, […]

ამ პროექტის განხორციელებას მივესალმები, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ისტორიას – კახა კალაძე ერეკლე მეორის ძეგლის დადგმაზე

„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გმირებს, ჩვენს ისტორიას“, – ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას დედაქალაქში ერეკლე მეორის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით ჰკითხეს. თბილისის მერის თქმით, ერეკლე მეორის ძეგლი სამგორის რეაბილიტირებულ პარკში განთავსდება. „აღნიშნულ გადაწყვეტილებას მე მივესალმები. ჩვენ დაწყებული გვაქვს ე.წ. სამგორის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ინიციატივა აღნიშნულ პარკში ერეკლე მეფის ძეგლის დადგმასთან […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, რომელზედაც რუსეთის დღევანდელი თავდასხმა განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, რომელზედაც რუსეთის დღევანდელი თავდასხმა განიხილეს. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, სხდომაზე რუსეთის დღევანდელი თავდასხმის შემდეგ ენერგიის აღდგენის, საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობის საკითხები და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს. „დეტალურად, თითოეული რეგიონისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობა, მობილური სახანძრო ჯგუფები, ასევე საინჟინრო დაცვა გავაანალიზეთ. ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღეთ“, – წერს […]

ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდამ“ აიღო. ბურკინა-ფასოს უშიშროების მინისტრმა, მაჰამადუ სანამ განაცხადა, რომ მთავრობამ თავდასხმას სახმელეთო და საჰაერო ძალებით უპასუხა და დაღუპულთა შორის მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ჯარისკაცებიც არიან. „არ ვაპირებთ ასეთ ბარბაროსობას შევეგუოთ“,- განაცხადა სანამ.

გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ 26 აგვისტოს ჩავა კურსკის ელექტროსადგურზე

გაეროს ატომური სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ამბობს, რომ 26 აგვისტოს ჩავა რუსეთში, კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე – რამდენიმე კვირაში მას მერე, რაც უკრაინამ ამ რეგიონში მოულოდნელი კონტრშეტევა დაიწყო. “სერიოზული სიტუაციის გათვალისწინებით, ხვალ პირადად ვუხელმძღვანელებ IAEA-ის მისიას კურსკის ბირთვულ ელექტროსადგურზე რუსეთში” – ამბობს გროსი პლატფორმაზე X. ბრძოლის ელექტროსადგურთან მიახლოების ფონზე, IAEA რუსეთსაც და უკრაინასაც მოუწოდებს გამოიჩინონ […]

შალვა პაპუაშვილი – მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას საქართველოს უკანასკნელი ლომის, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონეს, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას საქართველოს უკანასკნელი ლომის, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონეს, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მეფის, რომელმაც სიცოცხლის თითოეული ამოსუნთქვა საკუთარ სამშობლოს და ხალხს შესწირა, ყმაწვილკაცობის ასაკიდან ცხოვრება საქართველოს გაერთიანებას და მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლას შეალია, ქვეყანას გამარჯვებების […]

აშშ-ის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის კრიტიკა შიდა საქმეებში ჩარევაა – მექსიკის პრეზიდენტი

მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის კრიტიკა შიდა საქმეებში ჩარევაა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ შეერთებული შტატები თავის ელჩს მექსიკის შიდა საქმეებში ჩარევისთვის იყენებს, ობრადორმა დადებითად უპასუხა. გასულ ხუთშაბათს, აშშ-ის ელჩმა მექსიკის სასამართლო რეფორმა შეაფასა, როგორც საფრთხის შემცველი მექსიკის დემოკრატიისთვის. ობრადორმა ხაზი […]

26 ოქტომბერს გონიერი კახელები გვარამია-მელიას უწმინდურ კრიმინალურ დაჯგუფებას მტკიცე უარს ეტყვიან – ლევან კოჭლოშვილი

„მოსახლეობის მოსალოდნელი რეაქციებიდან გამომდინარე შტაბების გახსნაზე კახეთში ჩამოსვლა ვერ გაბედა პარტიის თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ, რომელმაც შეურაცხყო თითოეული ქართველისთვის და ზოგადად მართლმადიდებლისთვის ერთ-ერთი დიდი სიწმინდე – ღვინო, რომელიც საღვთო წირვის დროს ლოცვის შედეგად მაცხოვრის სისხლად გარდაისახება,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი. მისივე თქმით, არჩევნებზე კახელები გვარამია-მელიას კრიმინალურ დაჯგუფებას აუცილებლად ეტყვიან მტკიცე […]

მაკრონი: “ტელეგრამის” დამფუძნებლის დაკავებას პოლიტიკური მოტივი არ აქვს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელ “ტელეგრამის” დამფუძნებელ პაველ დუროვის დაკავებას პოლიტიკური მოტივი არ აქვს. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ, სოციალურ ქსელ “X”-ზე გავრცელებული განცხადება, რუსული წარმომავლობის დუროვის დაკავების პირველი ოფიციალური დადასტურებაა. „საფრანგეთის მიწაზე “ტელეგრამის” პრეზიდენტის დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა“, – წერს მაკრონი. „ეს არავითარ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებზეა […]

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური – დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა

დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს. ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმისას 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 1 – Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური „კინჟალის“ რაკეტა, 1 – ბალისტიკური […]