გიორგი ვაშაძე – კეთილდღეობით ევროპაში თუ სიღატაკით იზოლაციაში, ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ არჩევნებზე

კეთილდღეობით ევროპაში თუ სიღატაკით იზოლაციაში, ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ არჩევნებზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ვასო გოძიაშვილის პარკში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი ვაშაძემ მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას უპერსპექტივობასა და სიღატაკეს, რომელიც „ქართულ […]
ნარენდრა მოდიმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა

ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. „დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ტელეფონით ვესაუბრე. სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, აზრები გავცვალეთ“, – წერს ნარენდრა მოდი X-ზე. მოდიმ აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფი აღდგენისთვის ინდოეთის სრული […]
2023 წელს საქართველოს სასტუმროები 26 495 ადამიანს ასაქმებდა

საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 26 495 ადამიანი, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასულ წელს სექტორში დასაქმებულთა უმეტესობას, 54.3%-ს, ქალები წარმოადგენდნენ. 2023 წელს ქვეყანაში სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის 2 488 დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც წლიურად 12.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბოკუჩავა: 26 ოქტომბერს ხალხი აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში, უარს ეტყვის სიღარიბეს იზოლაციაში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, აშშ-ში როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის ლიდერშიპი ხაზს უსვამს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური არჩევანისკენ. მოსახლეობისადმი მიმართვაში ბოკუჩავამ კვლავ აღნიშნა, რომ “26 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში ან სიღატაკეს იზოლაციაში”. ბოკუჩავას თქმითვე, “ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში გარდაუვალია საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას”. “აშშ-ში ბოლო […]
“ოსიმენი ნობათი კი არაა საფოსტო გზავნილივით გააგზავნონ” – ვიქტორი და მისი აგენტი გაჯიუტდნენ

ვიქტორ ოსიმენს ცოცხალი თავით არ უნდა საუდის არაბეთის “ალ აჰლიში” კარიერის გაგრძელება, მისმა აგენტმა, რობერტო კალენდამ კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: “ოსიმენმა და კლუბმა ახლახან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით განაახლეს. ის გუნდის ისტორიაში შევიდა. როდესაც კარგი წინადადებები ჰქონდა (მათ შორის წელს), ყოველთვის კლუბის გადაწყვეტილებას ვცემდით პატივს. როგორც უკვე ვთქვი, ის ნობათი არაა საფოსტო გზავნილის სახით სადღაც […]
ცხინვალი ინფორმაციას ამოწმებს ლიახვში აღმოჩენილი გვამის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან, მდინარე ლიახვში ადგილობრივებმა მამაკაცის გვამი იპოვეს. დამხრჩვალის ვინაობა მათთვის უცნობია. ნიქოზი ოკუპირებულ ცხინვალს ესაზღვრება. ქართველი სამართალდამცავების ვარაუდით, მამაკაცის გვამი დინებამ ნიქოზის მიმართულებით, სწორედ ცხინვალის რეგიონიდან წამოიღო. ამ შემთხვევის გამო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა აამოქმედა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მდინარეში გვამის აღმოჩენის შესახებ აცნობა. ინციდენტების პრევენციის და […]
ბრიტანეთმა და აშშ-მა კარიბის ზღვაში 40 მილიონ ფუნტზე მეტის ღირებულების კოკაინი ამოიღეს

ბრიტანული სანაპირო დაცვის საპატრულო გემი დაეხმარა აშშ-ის საზღვაო ქვეითებს და სანაპირო დაცვას კარიბის ზღვაში ნარკორეალიზატორებისგან 40 მილიონ ფუნტზე მეტის ღირებულების კოკაინის კონფისკაციაში – „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა განაცხადეს. როგორც სამხედროებმა აღნიშნეს, საპატრულო გემი HMS Trent დაეხმარა ნახევარი ტონა A კლასის ნარკოტიკების კონფისკაციაში.
უკრაინა აცხადებს, რომ 102 რუსული რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა

დღეს, 26 აგვისტოს, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მასიური საჰაერო თავდასხმისას, უკრაინის თავდაცვის ძალებმა და საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 127 რაკეტა, მათ შორის „კინჟალები“ და „ისკანდერები“ და ასევე, 109 დრონი. როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, მიკოლა ოლეშუკმა განაცხადა. ოლეშუკის ცნობით, მათ შორის განადგურებულია: · 3 აერობალისტიკური რკეტა Х-47М2 „კინჟალი“; · 6 ბალისტიკური […]
„კარგი სეზონია“ – საიდან სტუმრობენ “ფოსტას” და რა ეტაპზეა დამწვარი შენობის აღდგენა?

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფოსტაში“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ. როგორც სასტუმროს მენეჯერმა გვანცა ფალიანმა BM.GE-სთან განაცხადა, ივლისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, სასტუმრო 80%-ით იყო დატვირთული. მისივე თქმით, სასტუმროში ფასები არ შეცვლილა და წინა წილის ანალოგიურია. ქართველ დამსვენებლებთან ერთად, სასტუმროს უცხოელებიც სტუმრობენ. „კარგი სეზონია, 80%-იანი დატვირთულობა იყო ივლისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე. რაც შეეხება დამსვენებლებს, აგვისტოში ძირითადად ქართველი […]
“მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია” – ფორმულამ ოცნების დაპირების მე-4 პუნქტი გაარკვია

ფორმულას ინფორმაციით, ქართულ ოცნებას სურს, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ოფიციალურად გამოცხადდეს. ინფორმაცია ფორმულას რამდენიმე წყარო უდასტურებს. ინიციატივა მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ფორმულამ გაარკვია, რომ შეთავაზება ქართული ოცნების მხრიდან უკვე გაცემულია, საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრები კი უკვე მიმდინარეობს. ერთ-ერთი შეხვედრა დღეს გაიმართა, რომელსაც მაღალი იერარქები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცნობილია, რომ 2002 წლის მსგავსად, პატრიარქი […]