მთავრობა წინასაარჩევნოდ საქართველოს ელჩებს შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, NATO-სა და გაეროს განყოფილებებში, თანამდებობიდან ათავისუფლებს

საქართველოს მთავრობა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩებს, ასევე NATO-სთან საქართველოს წარმომადგენენელს, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენელს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს. შესაბამის განკარგულებას, რომელიც 26 აგვისტოთი თარიღდება, კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. განკარგულებით მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, აღნიშნული პირები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გათავისუფლების მიზეზი […]
გერმანიის კანცლერმა ქალაქ ზოლინგენში თავდასხმის შემდეგ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარება მოითხოვა

გერმანიის კანცლერმა ქალაქ ზოლინგენში თავდასხმის შემდეგ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარება მოითხოვა. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ზოლინგენში ვიზიტისას თქვა, სადაც მან დანით თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. გერმანიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ აღნიშნული თავდასხმა „ყველას წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმი“ იყო. „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების რეპატრიაცია და დეპორტაცია, ვისაც არ შეუძლია ან […]
ირანი: “ჰამასის” მეთაურის მკვლელობაზე პასუხი “ზუსტი და გათვლილი” იქნება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაქჩიმ თავის იტალიელ კოლეგას უთხრა, რომ გასულ თვეში, თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური მეთაურის მკვლელობაზე პასუხი „გარდაუვალი, ზუსტი და გათვლილი იქნება.” ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აღწერს სატელეფონო საუბარს არაქჩისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაჯანის შორის, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ არაქჩი ამბობს, ირანს დაძაბულობის გამწვავება არ სურს, მაგრამ ამის არ […]
მთავრობა შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, ნატო-სა და ჟენევაში ელჩებს ათავისუფლებს – მიზეზი ვადის ამოწურვაა

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დიპლომატის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებები გამოსცა. როგორც BM.GE-ის მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, გადაწყვეტილების მიზეზი მათი როტაციის ვადის ამოწურვაა. კერძოდ, 26 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულებების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება წინადადება: 2024 წლის 21 სექტემბრიდან, ვიქტორ დოლიძის ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან, ალექსანდრე მაისურაძის ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში […]
რამდენი და რა ტიპის ნომრებია საქართველოს სასტუმროებში?

2023 წელს საქართველოში მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 107.7 ათასი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით მეტია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2023 წელს წინა წელთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა და 50.1 ათასი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში არსებული ნომრების რაოდენობის მიხედვით ორადგილიანი ნომერი ლიდერობს, ყველაზე ნაკლები კი […]
ქართველმა ქალებმა დამოუკიდებლად პირველად დალაშქრეს უშბის მწვერვალი

ქართველმა ქალებმა დამოუკიდებლად, პირველად დალაშქრეს უშბის მწვერვალი, იტყობინება საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია. უშბის მწვერვალი ზღვის დონიდან 4710 მეტრის დონეზე მდებარეობს. „არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის მოსამზადებელი სპორტული შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს, სადაც წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე“, […]
ციმბირში აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია რუსეთის უდიდეს ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოში

Telegram-ის რამდენიმე არხი 26 აგვისტოს იუწყება, რომ მასშტაბური აფეთქება მოხდა რუსეთის უდიდეს ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოში, რომელიც მდებარეობს ციმბირის ქალაქ ომსკში – და რომ აფეთქებამ საწარმოში ხანძარი გამოიწვია. ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია სქელი კვამლი Gazpromneft-ONPZ-ის საწარმოს თავზე. საწარმოს ადმინისტრაციამ დაადასტურა გავრცელებული ცნობები და განაცხადა, რომ ხანძარი კონტროლს დაუქვემდებარეს. რუსეთის დასავლეთის რეგიონებში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო […]
“ვაგნერის” ჯგუფი ამბობს, რომ უკრაინაში აღარ იბრძვის

კერძო დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი “ვაგნერი” აცხადებს, რომ ის ახლა მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე და რუსეთის მოკავშირე ბელარუსის ტერიტორიაზე მოქმედებს. “ვაგნერის” განცხადებით, ჯგუფის წევრები უკრაინაში აღარ იბრძვიან. კვირას კიევმა ბელარუსს მოუწოდა უკან გაიწვიოს ის საჯარისო დანაყოფები, რომლებიც ორი ქვეყნის საზღვართანაა მობილიზებული. მინსკი ამბობს, რომ ეს ბელარუსის სპეციალური ძალები და “ვაგნერის” ყოფილი მებრძოლები არიან. “ჩვენი კომპანიის არც ერთი […]
“კვარა” “ნაპოლის” მარადონას ძალით ამოძრავებდა, ტექნიკური ზღვარი არ გააჩნია, მაგრამ… – იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე

„ნაპოლის“ მიერ „ბოლონიას“ დამაჯერებლად დამარცხებას ფართოდ გამოეხმაურა იტალიური მედია. აღნიშნულია, რომ „კვარამ“ შოუ დადგა და გუნდის მომავალი უკვე ოპტიმიზმის საფუძველს იწვევს. „კორიერე დელო სპორტის“ პირველ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას სურათია გამოტანილი წარწერით: „კონტეს ხელი, „ნაპოლი“ გარდაისახა, „კვარა“ გიგანტურად თამაშობს“. Ilmattino წერს: „ჩვენ დავბრუნდით, „ნაპოლი“ „ბოლონიას“ ანადგურებს, გადამწყვეტი სიტყვა „კვარამ“ და დი ლორენცომ“ თქვეს“. Il Roma-ს საფეხბურთო […]
მთავრობა რამდენიმე ელჩს თანამდებობიდან ათავისუფლებს

საქართველოს მთავრობამ დღეს, 26 აგვისტოს რამდენიმე ელჩის გათავისუფლების განკარგულება გამოსცა. უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებენ: ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნატოსთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში წარმომადგენლები. · პირველი ოქტომბრიდან თანამდებობას დატოვებს ალექსანდრე მაისურაძე. ის ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი იყო; · ამავე დღიდან რევაზ ლომინაძე აღარ იქნება შვეიცარიის კონფედერაციაში […]