პარიზის პროკურატურა – პაველ დუროვი კიბერდანაშაულის საქმეზე დააკავეს

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი კიბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, – ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის პროკურატურამ განაცხადა. უწყების ცნობით, ის ეჭვმიტანილია ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობის ხელშეწყობაში, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტრეფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში. ამ საქმეზე ამჟამად 12 სავარაუდო დანაშაულის გამოძიება მიმდინარეობს და დუროვის სასამართლო პროცესი საფრანგეთში 8 […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე პასუხს ვამზადებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისთან შეხვედრაზე უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის პასუხი განიხილა. „დღე დავიწყე ხანგრძლივი საუბრით მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან: ვისაუბრეთ ამ სარაკეტო თავდასხმის მოგერიებაზე, ასევე რუსეთის მიმართ ჩვენს პასუხზე, რომელსაც ვამზადებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ასევე ისაუბრეს F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაზე და კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციაზე. „ვაგრძელებთ ჩვენს […]
რუსებმა კრივი-რიჰში სასტუმროს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ვილკულსა და დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. „ცუდი ამბავია, მეტი დეტალი განგაშის შემდეგ გახდება ცნობილი. ყველა უკვე ადგილზეა. სამაშველო და სამედიცინო სამსახურები ადამიანების გადარჩენას ცდილობენ“, – წერს ვილკული „ტელეგრამ“ არხზე. მოგვიანებით, […]
“ხვიჩა “გაქრობის” საშიშროების პირას მყოფი შემოქმედთაგანი – მოქანდაკე, პოეტი და დიდოსტატი ქართველი” – იტალიელი ჟურნალისტი

Tutto Napoli-ს ვიცე-დირექტორმა არტურო მინერვინიმ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარი და მისი ნიჭის თაყვანისმცემელია, „ნაპოლის“ „ბოლონიასთან“ გამარჯვებას ლამაზი ჩანახატი მიუძღვნა და ქართველი შეაქო. გთავაზობთ ამონარიდს: „ეს „კვარას“ ერთ-ერთი შედეგიანი გადაცემაა, რომელსაც მატჩის მიმდინარეობასთან საერთო არაფერი არ აქვს და მისგან დამოუკიდებელ სიუჟეტს წარმოადგენს. ეს დი ლორენცოსთვის ღამით ვარსკვლავის ვარდნას ჰგავს, კაპიტნის ფეხებთან ეშვება, ვითარცა ზემოდან ღმერთების […]
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, რომელზეც რუსეთის დღევანდელი თავდასხმა განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, რომელზაც რუსეთის დღევანდელი თავდასხმა განიხილეს. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, სხდომაზე რუსეთის დღევანდელი თავდასხმის შემდეგ ენერგიის აღდგენის, საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობის საკითხები და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს. „დეტალურად, თითოეული რეგიონისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობა, მობილური სახანძრო ჯგუფები, ასევე საინჟინრო დაცვა გავაანალიზეთ. ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღეთ“, – წერს […]
,, თავისი არსით ანტი-ქოცი იყო ერეკლე…” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ერეკლე II მეომარი მეფე იყო. მეფე, რომელმაც ყველაზე მეტი ბრძოლა გადაიტანა საქართველოს ისტორიის მანძილზე. მოღალატე, ლაჩარი ქოცების მიერ მის სახელს ამოფარება უდიდესი ცინიზმი, მკრეხელობა და ყველა თავმოყვარე ქართველის პირადი შეურაცხყოფაა. სინამდვილეში, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ქოცები ერეკლეს სახელს ეპოტინებიან, გეორგიევსკის ტრაქტატია, რომლითაც მათ საკუთარი ღალატის გამართლება სურთ. მაგრამ […]
ლატვია, ევროკავშირი და გაყინული რუსული აქტივები

გერმანია და „დიდი შვიდეულის“ სხვა ქვეყნები შეიმუშავებენ გზებს, რათა უკრაინას გაყინული რუსული აქტივების შემოსავლის მეშვეობით დაეხმარონ. გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ ამ ძალისხმევის შესახებ სამშაბათს გამოაცხადა. ლატვია, ერთ დროს რუსული ფულის თავშესაფარი, ამ გეგმის ძლიერი მხარდამჭერია.
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა

დღეს, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა. მასიური თავდასხმის დროს, სულ, რუსულმა ძალებმა 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს, რომელთაგან 102 რაკეტა და 99 დრონი […]
ვაი იმ კვოტას, ვიღაც წითლიძეს ან კიდევ დამჭნარ და მაინც მშვენიერ თაკოს რომ შეიყვანს პარლამენტში – თეა წულუკიანი
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ანა დოლიძეს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” ძლიერი ქალები ეზიზღება. 1. სუსტი ქალი არ არსებობს, ამის მაგალითი თქვენც ხართ და ვიღაც წითლიძეც. სახელი არ მახსოვს. 2. ჩვენზე თქვენ ნუ ინერვიულებთ, გენც. 3. ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან რამე სხვა თემაზე აღვარღვარეთ. 4. თქვენ პირადად პოლიტიკაში ემბრიონად თუ იყავით მხოლოდ […]
ეგვიპტეში უძველესი ასტრონომიული ობსერვატორია აღმოაჩინეს

ეგვიპტის ქალაქ ქაფრ-ელ-შეიხში აღმოაჩინეს შენობის ნანგრევები, საიდანაც ერთ დროს, ძველეგვიპტელები ცას აკვირდებოდნენ. დაახლოებით 2500 წლის წინ, ეს შენობა ძვ. წ. მე-6 საუკუნის უდიდესი ეგვიპტური ობსერვატორიის ნაწილი იყო, მდებარეობდა ქალაქ ბუტოში და შედიოდა ფარაონთა ტაძრის შემადგენლობაში. ამ ნაგებობიდან ასტრონომები აკვირდებოდნენ მზისა და ვარსკვლავების მოძრაობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი იყო ძველეგვიპტელთა ცხოვრებაში. ეგვიპტელები ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი […]