Georgian Capital-ს ღვინის ბიზნესიდან შემოსავალი შეუმცირდა, ლუდის ბიზნესიდან კი გაეზარდა

საინვესტიციო ჰოლდინგ Georgian Capital-ს ღვინის ბიზნესიდან შემოსავალი შეუმცირდა, ლუდის ბიზნესიდან კი გაეზარდა, ამის შესახებ კომპანიის მეორე კვარტალის ანგარიშებიდან ირკვევა. ჰოლდინგის ღვინის ბიზნესიდან აპრილ – ივნისში წმინდა ამონაგები 26.5%-ით 11.9 მლნ ლარამდე შემცირდა, რაც გაყიდული ბოთლების რაოდენობის 33.5%-იან კლებას ნიშნავს. „ექსპორტის წილი მთლიან გაყიდვებში 9.7 პროცენტული პუნქტით 79.3%-მდე შემცირდა“ – ნათქვამია ანგარიშში. თუმცა, პოზიტიურია ჯამურად წლის […]

მფრინავი მანქანები კალიფორნიაში

მფრინავი ავტომანქანები – ფუტურისტების დიდი ხნის ოცნება – შესაძლოა საბოლოოდ ახდა კიდეც. „ამერიკის ხმა“ კალიფორნიიდან ელექტრო, მფრინავი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ მოგითხრობთ.

კახა ოქრიაშვილი – როგორც 2012 წელს აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 27%, ოპოზიციამ კი 68%, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით – „ოცნება“ 27%-ის ფარგლებში აიღებს და ოპოზიციაში გადაბარგდება

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ოცნების“ საარჩევნო კამპანიამ ლოზუნგით – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, სტარტი აიღო. ამ სლოგანში მთავარი სიტყვაა „ევროპისკენ“, რადგან თუ ევროპაში არ ვიქნებით, არც მშვიდობა გვექნება, არც ღირსება და არც კეთილდღეობა. ევროპასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები და დემოკრატიული სამყარო ამბობს, რომ თუ „ოცნება“ […]

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტით ყაზახი გადამზიდავები ინტერესდებიან

ყაზახ გადამზიდავებს ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) სარკინიგზო მარშრუტის შესაძლებლობები მისი მოდერნიზაციის შემდეგ წარუდგინეს. ინფორმაციას ყაზახეთის რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს. ყაზახეთის რკინიგზასთან არსებული ინტეგრირებული დაგეგმვის დირექტორატისა და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ყაზახი გადამზიდავები, ასევე, ინდუსტრიული ასოციაციებისა და სამრეწველო-კვლევითი საწარმო „ატამეკენის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ „მოდერნიზაციის შემდეგ ბთყ-ის სარკინიგზო მარშრუტის გამტარუნარიანობა 5-ჯერ, კერძოდ, წელიწადში 1-დან 5 […]

კრივი-რიჰის სასტუმროზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა და 2 დაკარგულად ითვლება

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე სასტუმროზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა და ორი დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი „ტელეგრამ“ არხზე იუწყება. „კრივი-რიჰის სასტუმროზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა, მათ შორის საავადმყოფოში მყოფი 43 წლის ქალი მძიმეა მდგომარეობაშია. კიდევ ორი ადამიანის […]

27 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]

იაპონიის მთავრობა – ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ იაპონიის საჰაერო სივრცის დარღვევა ჩვენი სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა და საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას

იაპონიამ ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ მისი საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დაგმო. „ჩინური სამხედრო თვითმფრინავების მიერ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა არა მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა იაპონიის მთავრობის პრესსპიკერმა, იოშიმასა ჰაიაშიმ. მისი თქმით, ეს არის ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის პირველი დადასტურებული შეჭრა იაპონიის საჰაერო სივრცეში. „თავს ვიკავებთ […]

მსხვერპლია უკრაინაში დაბომბვების გამო

მეორე დღეა რუსეთი უკრაინის ქალაქებს მასირებულად ბომბავს. უპილოტო საფრენი აპარატების გარდა რუსეთი იყენებს რაკეტებს. ქალაქ კრივოი როგში ორი ადამიანი დაიღუპა სასტუმროში, შენობაზე რაკეტის მოხვედრის შედეგად, ინფორმაციას ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ევგენი სიტნიჩენკო ავრცელებს. მისი სიტყვებით, სასტუმროს ნგრევის გარდა აფეთქების შედეგად დაზიანდა გარშემო სახლები, მაღაზიები, კვების ობიექტები და ავტომობილები. ერთი ადამიანის დაღუპვისა და ორი დაშავებულის შესახებ იტყობინება […]

პარიზის პროკურატურა – “ტელეგრამის” დამფუძნებელი პაველ დუროვი კიბერდანაშაულის საქმეზე დააკავეს

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი კიბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, – ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის პროკურატურამ განაცხადა. უწყების ცნობით, ის ეჭვმიტანილია ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობის ხელშეწყობაში, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტრეფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში. ამ საქმეზე ამჟამად 12 სავარაუდო დანაშაულის გამოძიება მიმდინარეობს და დუროვის სასამართლო პროცესი საფრანგეთში 8 […]

რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით დაარტყა

რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმა განახორციელა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას ღამით ათობით ე.წ. „კამიკაძე“ დრონით შეუტიეს, დილით კი ქვეყნის ტერიტორიაზე ბალისტიკური და „ჰიპერბგერითი“ რაკეტები გაუშვეს. იყო ცნობები ხმელნიცკის ოლქში აფეთქებების შესახებ, ასევე ცნობილია, რომ კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, დასავლეთ რეგიონებს კი – ჰიპერბგერითი „კინჟალის“ რაკეტებით. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, […]