„ფრანს-პრესი“ – ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენეების კანდიდატის დანიშვნაზე უარი განაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენეების კანდიდატის დანიშვნაზე უარი განაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. ელისეის სასახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა და ხვალ, 27 აგვისტოს პარტიებთან ახალ კონსულტაციებს დაიწყებს. ემანუელ მაკრონის განცხადებით, „ინსტიტუციური სტაბილურობის“ სახელით „ახალი სახალხო ფრონტის“ […]
რუსეთის მიერ უკრაინაში დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა

დღეს, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა. მასიური თავდასხმის დროს, სულ, რუსულმა ძალებმა 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს, რომელთაგან 102 რაკეტა და 99 დრონი […]
მამარდაშვილმა “ლივერპულისთვის” სამედიცინო შემოწმება გაიარა და მოკლე კომენტარიც გააკეთა

Liverpool News | Empire of the Kop-ი იტყობინება, რომ გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიაში “ლივერპულისთვის” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მალე კონტრაქტს გაუფორმებენ. “ვალენსია” 30+5 მილიონ ევროს მიიღებს და მამარდაშვილის შემდეგი ტრანსფერიდან 10% ერგება. თბილისის “დინამო” გიორგის მერსისაიდულ გუნდში გადასვლის შედეგად 3.5 მილიონს მიიღებს. ასე და ამგვარად, 850 ათასად შეძენილი ქართველის სანაცვლოდ “ვალენსია” 35 მილიონს მიიღებს და […]
ქვეყნები, სადაც დასაქმებულებს უფლება აქვთ საღამოს საათებში სამსახურებრივ შეტყობინებებს აღარ უპასუხონ

ბელგიის, საფრანგეთის და კიდევ ოცამდე ქვეყნის შემდეგ, ავსტრალია გახდა კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც დასაქმებულს უფლება ექნება სამუშაო საათების შემდეგ, დამსაქმებლის ზარებს და მესიჯებს ყურადღება არ მიაქციოს. ამ დღეებში ავსტრალიაში ძალაში შევიდა “კავშირის გაწყვეტის უფლების” წესი, რომელიც შვებას მოუტანს იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებულები არიან, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დამსაქმებლების ზარებს უპასუხონ ან მათი შეტყობინებები წაიკითხონ. ახალი […]
მამუკა ხაზარაძე – წინა არჩევნებზე ყველას გვახსოვს პროპაგანდა „გარეჯი საქართველოა“, „კაცი კაცია და ქალი ქალი“, ახლა ყოველდღე „ომი გინდა“? გვესმის – ეს არის „ფეესბეს” კაბინეტებში დაწერილი, იაფფასიანი პროპაგანდისტული გზავნილები

მატყუარა ივანიშვილი დიდი საშიშროება გახდა ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის. მის ავანტიურებსა და ტრიუკებს, რომლებსაც შუშის კოლბიდან შეშინებული აკეთებს, არაფერი საერთო არ აქვს ქვეყნის განვითარებასთან, რეალურ მშვიდობასთან და რაიმე ხელშესახებ პროგრესთან, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, რუსული ნარატივებით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, „თავის პატრონს აჩვენოს, რომ დავალებას […]
ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, 100 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდამ“ აიღო. ბურკინა-ფასოს უშიშროების მინისტრმა, მაჰამადუ სანამ განაცხადა, რომ მთავრობამ თავდასხმას სახმელეთო და საჰაერო ძალებით უპასუხა და დაღუპულთა შორის მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ჯარისკაცებიც არიან. „არ ვაპირებთ ასეთ ბარბაროსობას შევეგუოთ“,- განაცხადა სანამ.
გიგი წერეთელი – ისევე უნდა გაერთიანდეს საზოგადოება, როგორც პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება დღეს – ეს იქნება წარმატების მთავარი წინაპირობა და ის გამარჯვება, რომელიც იქნება ოქტომბერში, იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება

ისევე უნდა გაერთიანდეს მთელი ჩვენი საზოგადოება, როგორც პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება დღეს. ეს იქნება წარმატების მთავარი წინაპირობა და ის გამარჯვება, რომელიც იქნება ოქტომბერში, იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ვასო გოძიაშვილის პარკში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას გადასაწყვეტი აქვს მთავარი და სასიცოცხლო ამოცანა, შეძლებს თუ […]
ჯონ კირბი – უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მიზნით, 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის ხელმძღვანელობას გავაგრძელებთ

უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მიზნით, 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის ხელმძღვანელობას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ჯონ კირბი დღეს, რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასიურ თავდასხმას გამოეხმაურა. „ჩვენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომსა და მცდელობას, შემოდგომის მოახლოებასთან ერთად უკრაინელი ხალხი წყვდიადმა მოიცვას, მკაცრად […]
თამარ კორძაია – ყველას გელით 26 ოქტომბერს: ერთი გაფერადებით ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს მომავალს, უარს ვეტყვით რუსეთს და გავიმარჯვებთ სახელოვნად

ზუსტად ორი თვის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს კეთილდღეობას ევროპაში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ვასო გოძიაშვილის პარკში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება 26 ოქტომბერს უარს ეტყვის რუსეთს და გადაარჩენს საქართველოს მომავალს. “ზუსტად ორი თვის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს კეთილდღეობას ევროპაში. მტკიცე […]
საარჩევნო კამპანიაში ჩარევის უფლება არავის აქვს და ვერავინ ჩაერევა – ვერც რუსეთი, ვერც ამერიკა და ვერც დასავლეთი

„არ ვიცი, რატომ ეყრდნობით რუსეთის დაზვერვის განცხადებას,” – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების ნარატივები ერთმანეთს ემთხვევა. „რატომ ხართ ასე ძალიან მიჯაჭვული რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებებზე? ესეც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს თქვენთან და ზოგადად, ოპოზიციასთან მიმართებაში. ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის განცხადება?! აგერ ოპოზიციონერები გამოდიოდნენ, პირდაპირ […]