თბილისში ბინის ქირის ფასი მცირდება – TBC Capital

თბილისში ბინის ქირის ფასმა შემცირება განაგრძო და კვადრატულ მეტრზე თვეში 11.5 დოლარი შეადგინა, რაც ივნისის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 0.8%-ით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი 9.1%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ TBC Capital-ის თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ივლისის თვის მიმოხილვაში წერია. “2024 წლის ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა და გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,435 […]
ევროზონაში ინფლაცია 3-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

სტატისტიკის სააგენტო Eurostat-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აგვისტოს თვეში ევროზონაში ინფლაცია სამწლიან მინიმუმამდე, 2.2%-მდე შემცირდა. ამან ევროპის ცენტრალური ბანკისგან სექტემბერში საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინი კიდევ უფრო გააძლიერა. ძირითადი მაჩვენებელი – ენერგიის, საკვების, ალკოჰოლისა და თამბაქოს შედარებით არასტაბილური კომპონენტების გამოკლებით – აგვისტოში 2.8%-მდე შემცირდა, ივლისის 2.9%-დან. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში, ევროზონის უდიდეს ეკონომიკაში, ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად […]
TI: ოცნების დელეგატის და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა შესყიდვებიდან ₾41 მლნ-მდე მიიღეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში ქართული ოცნების საარჩევნო სიის დელეგატის, აკაკი ალადაშვილისა და მისი ბიზნესპარტნიორის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2024 წლებში 40,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. აკაკი ალადაშვილი 2021 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრია მმართველი პარტიიდან. ის 2016 წლიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს. ორგანიზაციის ცნობით, […]
“ცოცხლები რომ იყვნენ, ისევ დავხოცავდი” – 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლეს

ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა დანაშაული აღიარა – თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე აღმკვეთი ღონისძიების სხდომაზე ბრალდებულმა მოსამართლეს სიტყვით მიმართა. ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, ისევ დავხოცავდი. ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და მეგობარმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს. ეს ყველაფერი მე მოვისმინე. ახლა რაღა აზრის აქვს რამეს. ჯერ ცოლს ვესროლე და შემდეგ მეგობრებს”, – თქვა ბრალდებულმა. ზვიად […]
ბორელი მოითხოვს უკრაინისთვის მოკავშირეებისგან მიწოდებული იარაღის გამოყენების შეზღუდვების შერბილებას

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი, ჟოზეპ ბორელი აგრძელებს ზეწოლას უკრაინის დასავლელ მოკავშირეებზე და მოითხოვს, მოეხსნას კიევს შეზღუდვა იარაღის გამოყენებაზე. ბორელი აცხადებს, რომ კიევს აქვს უფლება, სამიზნეში ამოიღოს ადგილები, საიდანაც მას ესხმიან თავს. ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე ბორელმა 30 აგვისტოს განაცხადა, რომ „აბსურდია“ იმის თქმა, რომ რუსეთზე თავდასხმის ნებართვის მიცემა უშუალოდ მოსკოვთან ომს ნიშნავს. „დადექით […]
მერაბ ტურავა – ზოგიერთ უცხოელ პროფესორს ეუბნებიან, ისეთი კანონი მიიღეს, საქართველოში თუ ჩახვედით, „დაგიჭერენ“, რადგან წარსულში საქართველოსთან თანამშრომლობდითო – რამდენიმემ მომწერა კიდეც

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, მას რამდენიმე უცხოელმა პროფესორმა მიწერა [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] კანონთან დაკავშირებით. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ტურავამ აღნიშნა, მას პროფესორებმა ჰკითხეს, მართლა მიიღეს თუ არა ისეთი კანონი, რომ „საქართველოში ჩასვლისას დაიჭერენ“. „ზოგიერთ უცხოელ პროფესორს იმასაც ეუბნებიან, ისეთი კანონი მიიღეს, საქართველოში თუ ჩახვედით, „დაგიჭერენ“, რადგან წარსულში საქართველოსთან თანამშრომლობდითო. რამდენიმემ მომწერა […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ლარი 2.6911 გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6911ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6911 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9809 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9865 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]
„ქართული ოცნების” დელეგატი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, გოჩა ენუქიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების” საარჩევნო სიის დელეგატმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, გოჩა ენუქიძემ, მოსახლეობასთან შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. როგორც ენუქიძის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საირმის, ზოგიშის, ცაგერასა და ღვირიშის მოსახლეობასთან შეხვედრისას, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. „მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტიდან- საირმის, ზოგიშის, ცაგერასა და ღვირიშის მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს იმ პრობლემებსა და […]
ლევან მაჭავარიანი – გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1% დარეგისტრირდაო – „ნაცების“ ახალი მესიჯი, ასეთი ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5% აპროტესტებდა და 0,4% ასაჩივრებს

გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1% დარეგისტრირდაო – ნაცების ახალი მესიჯი. ასეთი ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5% აპროტესტებდა. გასაჩივრებით მხოლოდ 0,4% ასაჩივრებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, სინამდვილეში, 30 ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია, მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ხოლო, რამდენიმე ასეული მოქმედი ორგანიზაციიდან კი, რეესტრში სამასამდე მათგანმა შეიტანა განაცხადი. „გამჭვირვალობის […]
რატი ბრეგაძე – საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს გამჭვირვალობა VS გაუმჭვირვალო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს გამჭვირვალობა VS გაუმჭვირვალობა – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა მიმდინარეობს. როგორც რატი ბრეგაძე აღნიშნავს, სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო […]