საერთაშორისო ბანაკი ათენში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ათენის მერიისა და მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, ათენში საერთაშორისო ბანაკი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბანაკში მონაწილეობა მიიღო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს და აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების […]
არმაზ ახვლედიანი – ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია ჯიბის კონსტიტუციად გადააქცია

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია ჯიბის კონსტიტუციად გადააქცია. მისივე თქმით, ახლა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს უნიკალური შანსი აქვთ, რომ ერთგულნი დარჩნენ საქართველოს კონსტიტუციის. „ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია ჯიბის კონსტიტუციად გადააქცია. ახლა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს უნიკალური შანსი აქვთ, რომ ერთგულნი დარჩნენ საქართველოს კონსტიტუციის, სამართლიანობის, ევროპული და ეროვნული არჩევანის […]
მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლების შეთავაზებას სასაცილოდ იგდებს – მაჭარაშვილი

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში დარჩება მეუფე ნიკოლოზის, ქართული ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის განცხადება, რომელიც კონსტიტუციის დონეზე საქართველოს ეკლესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებას სასაცილოდ იგდებს და მას არასერიოზულად იღებს. მაშინ, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას საჯაროდ და პირდაპირ ებრძვიან, როდესაც რადიკალური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი უპირისპირდება პატრიარქს, მოღალატედ აცხადებს ერეკლე მეორეს და ქართველ მეფეებს, […]
საქართველოს საზღვარზე რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის 17 მოქალაქე სარდაფში ცხოვრობს

დამოუკიდებელმა მედიამ Холод სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე გაჭედილი უკრაინის მოქალაქეების ამბავია მოთხრობილი. სტატიის მიხედვით ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის მახლობლად, რუსეთიდან დეპორტირებული 17 უკრაინელი სარდაფში ცხოვრობს. ლტოლვილები საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო საქართველოში არ შემოუშვეს. ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გაჩერებული ადამიანების ნაწილი ყოფილი პატიმრები არიან, რომლებიც უკრაინის მხრიდან იდენტიფიკაციას ელოდებიან, მეორე ნაწილი კი რუსეთის საემიგრაციო სამსახურების […]
ისრაელი და ჰამასი პოლიომიელიტის წინააღმდეგ აცრისთვის ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და ჰამასი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედების ცალკეულ ზონალურ სამდღიანი შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა პოლიომიელიტის წინააღმდეგ 640 ბავშვი აიცრას. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რიკ პიპერკორნმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის კამპანია 1 სექტემბერს იწყება. პიპერკორნის ცნობით, საბრძოლო მოქმედებები ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან 3 საათამდე შეჩერდება. 23 აგვისტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ სულ […]
ავღანეთში თალიბანმა MMA აკრძალა

ავღანეთში თალიბანმა MMA აკრძალა. ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სპორტის სახეობა ისლამთან შეუთავსებელია და შარიათ კანონებს ეწინააღმდეგება. “სპორტის ეს სახეობა შარიათის კანონების გადმოსახედიდან პრობლემატურია. მრავალი ასპექტი ეწინააღმდეგება ისლამის მოძღვრებებს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ავღანეთში აიკრძალოს MMA”. – წერია ავღანეთის სპორტის სამმართველოს განცხადებაში. სამმართველოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ MMA-აკრძალვის მიზეზი “ზედმეტად სასტიკი და ტრავმატულია”. 2021 წელს, […]
REUTERS/IPSOS გამოკითხვით, ჰარისს ამომრჩევლის 45%, ხოლო ტრამპს 41% უჭერს მხარს

Reuters/Ipsos-ის კვლევის მიხედვით, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს კამალა ჰარისს რეგისტრირებული ამომრჩევლის 45% უჭერს მხარს, ხოლო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს 41%. ივლისში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, ჰარისის უპირატესობამ რეგისტრირებულ ამომრჩეველში დამატებით 3%-ით მოიმატა. კვლევის შედეგების მიხედვით, ჰარისის პოპულარობა ქალებსა და ლათინოამერიკელებს შორის გაიზარდა. კვლევის ცდომილების ზღვარია 2%. გამოკითხვის მიხედვით, კამალა ჰარისს ქალებისა და ლათინოამერიკელების 49% უჭერს […]
მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ცოცხლები რომ იყვნენ, ისევ დავხოცავდი

თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოლის და ორი მეგობარი მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე თამარ კაპანაძემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი სამმაგი მკვლელობისთვის დაკავებულ 39 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი დავით გველესიანი სხდომაზე განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებებია […]
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია 322 ორგანიზაციას აქვს გავლილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, დილის შემდეგ სტატისტიკა შეცვლილია და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია, ამ დროისთვის, 322-მა ორგანიზაციამ გაიარა. აღნიშნულის შესახებ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. „განვაახლებ სტატისტიკას, რიცხვები ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა დღევანდელი დღე, 322-მა მოგვმართა, დილით 233 იყო, ახლა არის 322. ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება თითქოს, […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6911 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6911 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6911 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9809 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9865 ლარს შეადგენდა. […]