შვიდ თვეში საქართველოს საზღვარი 294 000-მდე ტრაილერმა გადაკვეთა – ბიუჯეტში ₾103 მლნ-მდე შევიდა

2024 წლის 7 თვეში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 102 822 973 ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 906 811 ლარით მეტია (2023 წლის 7 თვეში 101 916 162 ლარი შეადგინა). 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს დერეფანი 293 779-მა სატვირთომ […]

პუტინი პირველად ჩავა ქვეყანაში, რომელსაც მისი დაკავების ვალდებულება აქვს

რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ პუტინი მონღოლეთში ჩავა, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის, იგივე ჰააგის სასამართლოს დამფუძნებელი რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის სასამართლოს პუტინის დაკავებაზე ორდერი აქვს გამოცემული, წევრი ქვეყნები კი ვალდებული არიან სასამართლოს აღნიშნული განკარგულება აღასრულონ, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „სანერვიულო არაფერია“. აღნიშნული განცხადება პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, კრემლს „კარგი […]

„რუსული კანონი“ ბანკებს საჯარო რეესტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს

„რუსული კანონი“ ბანკებს საჯარო რეესტრისთვის საბანკო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას აკისრებს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, სადაც “რუსული კანონის” წინააღმდეგ სარჩელის განხილვა გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, გიორგი ბურჯანაძემ დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა რეესტრს ამ კანონმდებლობის საფუძველზე ბანკიდან ინფორმაციის მიღება. მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც […]

3 სექტემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია გაიხსნება

მომავალ კვირას მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს – 3 სექტემბერს გაიმართება. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომებს შეწყვეტს. მანამდე კი სესია 3-6 სექტემბრის კვირაში გაიმართება. პარლამენტი ასევე შეიძლება 17-20 სექტემბრის კვირაში შეიკრიბოს. წინასწარი ინფორმაციით, პლენარული სხდომების შეწყვეტამდე პარლამენტი “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტზე მუშაობას […]

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროგრამაზე კონტრაქტის საფუძველზე მიიღება 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები არიან. „2024 წლის 23 […]

მამუკა ხაზარაძე – რაც სოფელ მარადიდში ვნახეთ, წარმოსადგენადაც კი რთულია – სოფელი თითქმის სრულად დატბორილია, ხალხი წყალში ცხოვრობს, განადგურებულია წინაპართა საფლავები, სახნავ-სათესზე რომ არაფერი ვთქვათ

დღეს რაც სოფელ მარადიდში ვნახეთ, წარმოსადგენადაც კი რთულია – სოფელი, თითქმის სრულად დატბორილია, ხალხი ფაქტობრივად წყალში ცხოვრობს, განადგურებულია წინაპართა საფლავები, სახნავ-სათესზე რომ არაფერი ვთქვათ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აჭარის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. „აი, ეს არის დღეს „ქართული ოცნების“ სახე, რომელსაც არ აინტერესებს არც საკუთარი მოქალაქე და არც ქვეყანა. 35 ოჯახი […]

გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი – ზურაბაშვილი აღიარებს, რომ დანაშაული ღალატის გამო ჩაიდინა

მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, გია ფარადაშვილის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული აღიარებს, რომ დანაშაული ღალატის გამო ჩაიდინა. ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა საკუთარი ადგილ სამყოფლის შესახებ თავად შეატყობინა 112-ს. „მან განმარტა, რომ ღალატის გამო ჩაიდინა. მისთვის ეს [ღალატი] ცნობილი გახდა შემთხვევის დღეს, როდესაც მან გარდაცვლილი მეგობრის და მეუღლის საუბარი მოისმინა. ამის შემდგომ განახორციელა ეს […]

ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონისთვის მზადებას 2 სექტემბერს, საგურამოში დაიწყებს. 30 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა: “ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პასუხისმგებლობა გაზრდილია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევაა. ამ ეტაპზე, ჩეხეთთან პირველი მატჩია უმნიშვნელოვანესი და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, საკუთარ კედლებში წარმატული თამაშია. […]

ანა ნაცვლიშვილი – ჩემმა რამდენიმე ყოფილმა კოლეგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტოვებს სამოქალაქო ორგანიზაციაა, რადგან არ სურთ, რომ უცხო ძალის წარმომადგენლები დაერქვათ – ეს არის ზიანი, რომელსაც სამოქალაქო სექტორს აყენებთ

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენს გამჭვირვალობის შესახებ“კანონის გაუქმების მოთხოვნის განხილვის პარალელურად, ადამიანებმა არასამთავრობო ორგანიზაციები დატოვეს. აღნიშნული განცხადება ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში კანონს განხილვის დროს გააკეთა. ნაცვლიშვილის თქმით, ორგანიზაციებიდან თანამშრომლების წასვლის მიზეზი ისაა, რომ მათ არ სურთ „უცხო ძალის წარმომადგენლები“ ერქვათ. „ორი დღეა სასამართლოში ვართ, ჩემმა რამდენიმე ყოფილმა კოლეგამ სოციალურ ქსელში საჯაროდ […]

დავით დევიძე – 2 სექტემბერი არის ბოლო სამუშაო დღე, როდესაც ნებაყოფლობით შეიძლება წარმოადგინონ განცხადებები ორგანიზაციებმა – საჯარო რეესტრი არ არის მოწოდებული, ვინმე დააჯარიმოს

ორშაბათი, 2 სექტემბერი არის ბოლო სამუშაო დღე, როდესაც ნებაყოფლობით შეიძლება წარმოადგინონ განცხადებები ორგანიზაციებმა. საჯარო რეესტრი არ არის მოწოდებული, ვინმე დააჯარიმოს. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ეს პროცედურა და დავეხმაროთ ყველა ორგანიზაციას, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს, – ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ისაუბრა. დავით დევიძის განმარტებით, […]