ბორელი მოითხოვს უკრაინისთვის მოკავშირეებისგან მიწოდებული იარაღის გამოყენების შეზღუდვების შერბილებას

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი, ჟოზეპ ბორელი აგრძელებს ზეწოლას უკრაინის დასავლელ მოკავშირეებზე და მოითხოვს, მოეხსნას კიევს შეზღუდვა იარაღის გამოყენებაზე.
ბორელი აცხადებს, რომ კიევს აქვს უფლება, სამიზნეში ამოიღოს ადგილები, საიდანაც მას ესხმიან თავს.
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე ბორელმა 30 აგვისტოს განაცხადა, რომ „აბსურდია“ იმის თქმა, რომ რუსეთზე თავდასხმის ნებართვის მიცემა უშუალოდ მოსკოვთან ომს ნიშნავს. „დადექით უკრაინელების ადგილზე: რუსები გბომბავენ იქიდან, სადაც ვერ მიწვდებით. მათ თანასწორი ბრძოლა სურთ“ – თქვა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”