გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიადის ოქროს მედალოსანია

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოუტანა. მან ბირთვის 9.66 მეტრზე კვრა შეძლო, სადებიუტო პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე […]

გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

გიგა ოჩხიკიძემ პარიზის პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა და ამით მსოფლიო რეკორდიც დაამყარა! აქამდე 9 მეტრიანი ზღვარი აქამდე გადაკვეთილი არავის ქონია. მან მსოფლიოს რეკორდი, რომელიც აქვე პარიზში მაროკოელმა აბდელილაჰ განიმ დაამყარა, 44 სანტიმეტრით გააუმჯობესა. საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს. პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს […]

ჭიათურაში სამმა შუქრუთელმა ამოიკერა პირი – სხვებმა შიმშილობა დაიწყეს

ჭიათურაში შუქრუთელები პროტესტს აგრძელებენ – დემონსტრანტების ნაწილი შიმშილობას აცხადებს. სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა. ერთ კვირაზე მეტია, შუქრუთელები აცხადებდნენ, რომ თუ მათი საკითხის მოგვარებაში პირველ სექტემბრამდე ცენტრალური მთავრობა არ ჩაერთვებოდა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდნენ. ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე თითქმის ექვსი თვეა, ერთ-ერთ მაღაროსთან კარავში ათენებს და აღამებს. […]

ჰოლანდიელები ფრინველებზე დაკვირვებას ააქტიურებენ

ნიდერლანდების მაცხოვრებლები ბოლო პერიოდში უფრო ხშირად აკვირდებიან ფრინველებს, ვიდრე ადრე. მაგალითად, 2023 წელს ქვეყანაში ფრინველებზე დაკვირვების 2 მილიონით მეტი აქტივობა განხორციელდა, 2019 წელთან შედარებით. ექსპერტების თქმით, ფრინველებზე დაკვირვებით ხალხი უფრო მეტად პანდემიისას დაინტერესდა, თუმცა, როგორც ჩანს, ჰოლანდიელებმა პანდემიის დასრულებ ის შემდეგაც არ თქვეს ამ საქმიანობაზე უარი. ქვეყანაში შემუშავებულია მოსახერხებელი აპლიკაციები ფრინველებზე დამკვირვებლებისთვის. მიმდიანრე წელს ნიდერლანდებმა […]

მადრიდში თვითმართვადი მანქანებისთვის ოთხფერი შუქნიშანი დამონტაჟდება

მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მოედანზე, Plaza de Castilla-ზე, დამონტაჟდა შუქნიშანი ოთხი განყოფილებით. გარდა ჩვეულებრივი წითელი, ყვითელი და მწვანე, ახლა დაემატა თეთრი. ის მძღოლებს გააფრთხილებს, რომ იქვე უმართავი მანქანები მოძრაობენ. შუქნიშანი თეთრდება, როცა გზაზე უფრო მეტი უმართავი მანქანაა, ვიდრე ჩვეულებრივი. ეს ნიშნავს „გაჰყევით მანქანას წინ“, მოუწოდებს მძღოლებს თავი შეიკავონ საშიში მანევრებისგან და დაიცვან მოძრაობის საერთო წესები. […]

პარლამენტის საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტი მეათე მოწვევის ბოლო საშემოდგომო სესიას გახსნის, რომელიც რეგლამენტის შესაბამისად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, 3 სექტემბერს გაიხსნება. მანამდე, 2 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. საშემოდგომო სესიის ფარგლებში პარლამენტი რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებს, რომელთა შორისაა ამნისტიის გამოცხადების თაობაზე მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები, ასევე, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით. რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

მედია – კამჩატკის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნილ რუსულ ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, ნაპოვნია 17 ცხედარი

კამჩატკაში გაუჩინარებული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, წინასწარი შეფასებით, დაღუპულია, ამ დროისთვის უკვე ნაპოვნია 17 ცხედარი, – ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობის გამო გამოწვეული ცუდი ხილვადობა გახდა. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა. ვერტმფრენი ვულკან ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა […]

აგენტად რეგისტრაციის ბოლო ვადა 2 სექტემბერია – იუსტიციის სახლი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

აგენტად რეგისტრაციის ბოლო ვადა 2 სექტემბერია. იუსტიციის სახლის განცხადებით, ფილიალები, დღეს, კვირას, პირველ სექტემბერს საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ. განცხადების მიხედვით, 10:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში, დაინტერესებულ პირებსა და სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებში განაცხადის ჩაბარება შეეძლებათ. “კვირას, 1 სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება. დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს იუსტიციის […]

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები შიმშილობას იწყებენ – გეგმავენ პირის ამოკერვასაც

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები შიმშილობას იწყებენ. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებულები პროტესტის ნიშნად პირის ამოკერვასაც გეგმავენ. სოფლის მცხოვრებლების განცხადებით, უკვე წლებია რაც კომპანია მათ საცხოვრებელ სახლებთან მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც შენობები დაიბზარა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. სახნავ-სათესი მიწები და ეზოები კი ორმოებად არის ქცეული და დამეწყრილია. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი წლებია დახმარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. […]

დაუშვებელია სხვა სახელმწიფოებზე შეურაცხმყოფელი ენით საუბარი, განსაკუთრებით, რუსეთზე – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, დაუშვებელია სხვა სახელმწიფოებზე შეურაცხმყოფელი ენით საუბარი, განსაკუთრებით, რუსეთზე. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციაზე ფაშინიანს ჰკითხეს იმის შესახებ, რომ პოლიტოლოგები ამტკიცებენ, თითქოს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მოახლოებასთან ერთად, რუსეთი სულ უფრო „ნერვიულობს“, რადგან რეგიონიდან იდევნება. კითხვა ასევე ეხებოდა იმას, თუ რამდენად არის მზად სომხეთი დაპირისპირებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი […]