დიმიტრი პესკოვი – რუსეთი კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმას უკვე პასუხობს

რუსეთი უკვე პასუხობს და გააგრძელებს პასუხის გაცემას კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ”პასუხის გაცემა, ფაქტობრივად, უკვე ხდება, რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც ერთჯერადი მოვლენა? თქვენ ხედავთ ჩვენი შეიარაღებული ძალების გადამწყვეტ მოქმედებებს, უდავოა, რომ ისინი გაგრძელდება, – აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციას […]
მამუკა ხაზარაძე – თუ ივანიშვილის დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით – ვემხრობით კონსტიტუციის დონეზე მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას

თუ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების” დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ისინი ემხრობიან კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიაჩნიათ, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს. […]
მეუფე დავითი – მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის იქნება სასარგებლო – იმედი გვაქვს, შესწორება იქნება ზომიერი, მართებული და ორივე მხარისათვის სასარგებლო

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არცერთი მხარისთვის – არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ იქნება სასარგებლო, – ამის შესახებ ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სინოდის წარმომადგენლებს მთავრობის წევრებთან შეხვედრა და კონსულტაცია არ ჰქონიათ. „კათოლიკოს – პატრიარქის მოსაყდრე ხვდებოდა, საუბრობდა და ჩვენ, სინოდის თითქმის ყველა წევრი, უბრალოდ, ამ შემოთავაზებაზე ერთად ვმსჯელობდით. შემოთავაზება კათოლიკოს […]
სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. აქციის სამმა მონაწილემ კი, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. „სამართალს ვერ მივაღწიეთ, ვერც კომპანიასთან და ვერც მთავრობასთან. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შიმშილობა დავიწყოთ. რამდენიმე ადამიანი პირს იკერავს, რათა ჩვენი სოფელი გადარჩეს. მილიარდობით მადანი ჩვენი კუთვნილი ნაკვეთებიდან გააქვთ. ჩვენი სახლი სადაც არის, იქ, თვითონ კომპანიამ ვახტები დახურა. იმიტომ გაიყვანა, რომ იქ მუშის […]
პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ოჩხიკიძემ ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოს პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე 2 მედალი აქვს. ქვეყნის სახელით პირველი, ბრინჯაოს მედალი პარატაეკვონდოისტმა, ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.
შუქრუთში აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. აქციის მონაწილეები “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას აპროტესტებენ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, უკვე წლებია, რაც კომპანია მათ საცხოვრებელ სახლებთან მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც მათი შენობები დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. მათივე განცხადებით, ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. სოფელ შუქრუთში “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის წინააღმდეგ აქცია 173-ე დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს.
მეთიუ პერის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ექიმი დანაშაულს აღიარებს

მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ექიმი დანაშაულს აღიარებს. როგორც ექიმ მარკ ჩავესის ადვოკატი სასამართლოში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი “წარმოუდგენლად ნანობს” იმ წვლილის, რაც მსახიობის სიკვდილში მიუძღვის. ფედერალური პროკურორების თქმითაც, ჩავესმა დანაშაული აღიარა და ხელი საპროცესო შეთანხმებას მოაწერა. ის ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში ის პარასკევს შუადღისას გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ჩავესი ერთ-ერთია იმ ხუთი ადამიანიდან, […]
ვემხრობით კონსტიტუციის დონეზე ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას – ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ემხრობიან. ამის შესახებ ხაზარაძემ განცხადება დღეს, პირველ სექტემბერს გაავრცელა, რითაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას გამოეხმაურა. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” ეკლესიას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წინადადებას სთავაზობდა, რასაც საკუთარ საარჩევნო პროგრამაში შეიტანდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ამ წინადადებაზე “ოცნებამ” ეკლესიისაგან […]
ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური ხედვა დღესაც აქტუალურია – სპეციალისტის დეტალური მიმოხილვა

მრავალფეროვენი ბიოგრაფიის მქონე დიდ მამულიშვილს, ნიკო ნიკლაძეს, ეკონომიკური ხედვაც ისეთივე სწორი, პრაგმატული და, რაც მთავარია, ეროვნულ ინტერესებზე ზუსტად მორგებული ქონდა, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების იდეა. ნიკო, როგორც წესი, ყურადღებით აკვირდებოდა ევროპულ ტენდენციებს და ტექნოლოგიურ საერთაშორისო ტრენდს საქართველოშიც ნერგავდა. ქვეყანაში მან უამრავი ტექნოლოგიური ნოვაცია შემოიტანა ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, იქნებოდა ეს მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, თუ საყოფაცხოვრებო ინდუსტრია. […]
სიცილიაში “მაფიის” სუვენირები აიკრძალა

სიცილიის ქალაქმა აგრიჯენტომ (იტალია) აკრძალა მაფიის თემაზე სუვენირების გაყიდვა. ამით, ქალაქის მმართველობა იმედოვნებს, რომ ტურისტების თვალში ქალაქის იმიჯის შეიცვლება. იმისდა მიუხედავად, რომ იტალიის პოლიცია აქტიურად ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს, ვიზიტორები ხშირად სიცილიას ექსკლუზიურად აკავშირებენ მაფიასთან. ტურისტებს ნაკლებად აინტერესებთ აგრიჯენტოს მრავალი უძველესი ტაძარი, რომელიც ადასტურებს, რომ სიცილია იყო ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი კოლონია. სუვენირების მაღაზიის მფლობელები ჯერ მაინც […]