ხარკოვში რუსული თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. სინეგუბოვის თქმით, პირველი სექტემბრის ღამეს რუსების თავდასხმამ რამდენიმე შენობა დააზიანა და ცეცხლი გააჩინა. იმავდროულად, გუბერნატორ სერხი ლისაკის ცნობით, რამდენიმე რუსული დრონი დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩამოვარდა, შედეგად ორი ადამიანი 72 წლის ქალი და 66 წლის კაცი დაიჭრნენ. თავდასხმის […]

გიორგი ვაშაძე – ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მარცხდება, მათი რეიტინგი დაახლოებით 20%-ია

კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება, „რადგან მათი რეიტინგი დაახლოებით 20%-ია“. მისივე განმარტებით, ხელისუფლების სასარგებლოდ დეზინფორმაციული მანქანები მუშაობას, რომელიც მათ „ვერ უშველით“. „ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მარცხდება, მათი რეიტინგი დაახლოებით 20%-ია. რა თქმა უნდა, დიდი დეზინფორმაციული მანქანები მოქმედებს იმისთვის, რომ მათ როგორმე მიეხმაროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, […]

პარლამენტი „პენიტენციურ კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს, რომლითაც ტერორიზმში, კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს პაემნის, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის და სხვა უფლებები შეეზღუდებათ

პარლამენტი „პენიტენციურ კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვით, ტერორიზმში, კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს პაემნის, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის და სხვა უფლებები შეეზღუდებათ. “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ ინიცირებულ პროექტს, 2 სექტემბრის სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა. განხილვა მეორე მოსმენით – მუხლობრივად გაიმართება. “პენიტენციურ […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ვინც მძევლებს კლავს, შეთანხმება არ სურს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ მოისვენებს მანამ, სანამ პასუხს არ აგებინებს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან ექვსი მძევლის მკვლელობაში, რომელთა ცხედრები ღაზას სექტორში აღმოაჩინეს. „ვეუბნები “ჰამასის” ტერორისტებს, რომლებმაც დახოცეს გატაცებულები და მათ ლიდერებს – დაკარგეთ სიცოცხლის უფლება. არ დავისვენებთ და არ გავჩუმდებით, დაგედევნებით, დაგეწევით და ანგარიშს გავასწორებთ თქვენთან“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელი […]

ლევან ბეჟაშვილი – იქნება ეკლესიის თუ ამნისტიის თემა, მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს

„ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს დაპირისპირებისა და ძალადობის ენით ისაუბროს მაშინ, როდესაც ჩვენ ყველას, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ვთავაზობთ გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ისტორიის მთავარი ამოცანა, რომ შევიდეთ ევროკავშირში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნებას“ ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს. „ქართული ოცნება“ კვლავ […]

ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ქართველმა მოზარდებმა მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს

ჩეხეთის დედაქალაქში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ქართველმა მოზარდებმა წარმატებით იასპარეზეს. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 47 ევროპული ქვეყნის 1231 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ასპარეზობა 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U08; U10; U12; U14; U16; U18 ჩატარდა როგორც გოგონათა, ასევე ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 25 მოჭადრაკე ასპარეზობდა. ევროპის ჩემპიონატზე 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მთელი ტურნირი […]

წინანდლის ფესტივალი ჯუზეპე ვერდის რექვიემით გაიხსნა

წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი ვერდის რექვიემით გაიხსნა. პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდსა და საგანგებოდ მოწვეულ სოლისტებს იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა. ფესტივალის გახსნითი კონცერტის ვარსკვლავურმა შემადგენლობამ, წინანდლის ამფითეატრში შეკრებილი 1000-მდე მსმენელის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. ჯანანდრეა ნოზედა – წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი: „ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. შესანიშნავი მსმენელი იყო, მგრძნობიარე და […]

თამარ კორძაია – დაგვრჩა მთავარი ბრძოლა 26 ოქტომბერს, მთავარია იქამდე მივიდეთ ისეთივე ძლიერები, ისეთივე პრინციპულები, როგორებიც 12 წლის განმავლობაში ვიყავით

თქვენ საკუთარი, ინდივიდუალური ბრძოლა გაქვთ, რომელსაც შესაძლოა, ჩვენ ზოგჯერ ვერც ვხედავდეთ – ალბათ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გიწევთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამოღება და საქმის კეთება, მაგრამ დაგვრჩა მთავარი ბრძოლა 26 ოქტომბერს, მთავარია იქამდე მივიდეთ ისეთივე ძლიერები, ისეთივე პრინციპულები, როგორებიც 12 წლის განმავლობაში ვიყავით, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჯვარში, მოსახლეობასთან […]

თურქმა მებაჟეებმა საზღვარზე მანქანაში დამალული ათეულობით ეგზოტიკური ცხოველი აღმოაჩინეს

თურქმა მებაჟეებმა ქალაქ ედირნეში, საბერძნეთის საზღვარზე ათეულობით ეგზოტიკური ცხოველის უკანონოდ შეყვანის ფაქტი დააფიქსირეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. ინფორმაციის თანახმად სამგზავრო მანქანაში, რომელსაც ბერძნული სანომრე ნიშნები ჰქონდა საბარგულში 3 კენგურუ, 3 ალპაკა და 1 პატაგონური მარა იყო, ხოლო მანქანაში 12 თუთიყუში და 23 მფრინავი ციყვი. დიდი ცხოველები შეკრული ჰყავდათ, პატარები კი გალიაში. სამართალდამცავებმა მანქანის მძღოლი […]

რუსეთს ასზე მეტი დრონით შეუტიეს

რუსეთი აცხადებს, რომ მოსკოვისა და ტვერის რეგიონში დრონებით იერიშები განხორციელდა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსები თავდასხმების მოგერიებას განაგრძობენ. სამიზნე იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის სიახლოვეს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსი ჩინოვნიკის თქმით, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა, საფრთხე არც ქარხნის მუშაობას ემუქრება. როგორც Astra წერს, ადგილობრივებმა ქარხანაში აალება შენიშნეს. გარდა […]