ინვესტიციების თითქმის ნახევარი გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, 266.7 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან მიიღო. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოზე FDI-ის 46.4% მოდის. უმსხვილესი ინვესტორების ჩამონათვალში მეორე ადგილზეა იაპონია – 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3%), ხოლო მესამეზე მალტა – 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6%). საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური […]

აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრაზე უკრაინის გამარჯვების გეგმის გარკვეული დეტალები განვიხილე – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იტალიაში აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრისას განიხილა უკრაინის გამარჯვების გეგმის გარკვეული დეტალები, რომელიც სრულად წარედგინება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს. „იტალიაში ფორუმის ფარგლებში შეხვედრა გავმართე აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან: ვისაუბრეთ, კერძოდ, უკრაინის გამარჯვების გეგმაზე, მის გარკვეულ დეტალებზე. სრულად კი ყველა ნაბიჯს აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს და […]

მთავრობა არასამთავრობო სექტორისთვის ფონდს ქმნის, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება – რას სთავაზობს პრემიერი NGO-ებს

ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონს, კანონისა და სამართლის უზენაესობას, ეს არის ჩვენი ინტერესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რამდენად გაიზიარებენ ხელისუფლების წინადადებას ის NGO-ები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ რეესტრში. მისივე თქმით, ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არ უნდა გაიზიაროს აღნიშნული […]

დემოკრატიის შეზღუდვის გამო ევროკავშირმა სლოვაკეთს, შესაძლოა, დაფინანსება შეუჩეროს – „ბლუმბერგი“

ევროკავშირმა სლოვაკეთს დემოკრატიის შეზღუდვის მიზეზით, შესაძლოა, დაფინანსება შეუჩეროს. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, „ევროკავშირი ამზადებს წინადადებას სლოვაკეთის დასასჯელად დემოკრატიული რეფორმების შეჩერების გამო“. სტატიის მიხედვით, განხილვის პროცესშია ბრატისლავისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ფინანსური სახსრების დაბლოკვა. სააგენტოს წყაროების თქმით, ეს არის პასუხი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს გადაწყვეტილებაზე, გააუქმოს სპეციალური პროკურორის ოფისი, რომელიც ევროპული ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებულ მრავალ კორუფციულ საქმეს ზედამხედველობდა. წყაროების […]

კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული NGO-ებისთვის საგრანტო პროგრამა დავაფუძნოთ

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობა “ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი” არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის. ეს განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როცა საუბრობდა ორგანიზაციებზე, რომლებიც რუსული კანონის ფარგლებში “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” დარეგისტრირდნენ. კობახიძის თქმით, საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობენ. “…ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო […]

კობახიძე მადლობას უხდის ორგანიზაციებს, რომლებიც “აგენტების” ბაზაში დარეგისტრირდნენ

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რუსული კანონის ფარგლებში “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” დარეგისტრირდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ რეგისტრაციისთვის იუსტიციის სამინისტროს 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა. “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ […]

არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა

6 სექტემბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ ელიტარულ პროექტ „არქი ცენტრალურ პარკში“ ფიტნეს დარბაზის გახსნის ღონისძიება გამართა. ღონისძიებას არქის დიდი ოჯახისა და გუნდის წევრები, ასევე არქელი ჩემპიონები ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლევან საღინაშვილი ესწრებოდნენ. „არქი ფიტნესი“ – ასე ჰქვია სპორტულ დარბაზს, რომელიც სპეციალურად არქელებისთვის გაიხსნა. „არქი ფიტნესი“ აღჭურვილია მრავალფეროვანი, ევროპული სტანდარტის „ტექნოჯიმის“ ტრენაჟორებით, არქელებს ასევე […]

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარალიმპიადის მონაწილეებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ

პარალიმპიადის მონაწილეებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კერძოდ, პრემიერი განმარტავს, რომ შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენილები იქნებიან ოლიმპიელები, ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები. „აქ მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორც ოლიმპიელების შემთხვევაში. ისინი წარდგენილები იქნებიან შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე ზუსტად იმ პრინციპით, როგორც წარვადგინეთ ოლიმპიელები, ჩემპიონები, პრიზიორები […]

თამარ კორძაია – კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს ფულს, პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის – ის საქართველოს მოქალაქეებს 14-მილიარდიან დახმარებას უკარგავს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს

ირაკლი კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს ფულს, პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, რომ მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის ქმნის. მისი შეფასებით, ეს ინიციატივა, ქვეყანაში თავისუფალი სივრცისა და სიტყვის დევნაა. „თუ „რუსულ კანონს” გააუქმებენ, ძალიან […]

პრემიერი – არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც არაფერი აქვთ სათქმელი და კამპანიებს ვერ ატარებენ – ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები

საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი, ვერაფერს ამბობენ და კამპანიებს ვერ ატარებენ – ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული „პოლიტიკური ძალები“ საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში, ისინი საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთ მართავენ. […]