პრემიერი ISFED-ზე – როცა ასეთი CV აქვს, „ქურქუმალ ვაითი“ აქვს კონკრეტულ ორგანიზაციას, როგორ შეიძლება მას პრეტენზია ჰქონდეს არჩევნების ობიექტურ დაკვირვებაზე, წარმოუდგენელია

როდესაც ასეთი CV აქვს, „ქურქუმალ ვაითი“ აქვს კონკრეტულ ორგანიზაციას [ISFED], როგორ შეიძლება მას პრეტენზია ჰქონდეს არჩევნების ობიექტურ დაკვირვებაზე, წარმოუდგენელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ისაუბრა. მანამდე კი, მან ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოწვეულ უცხოელ სადამკვირვებლო მისიაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო დამკვირვებლები ჯერ კიდევ თებერვალ-მარტში მოიწვია. „პირველი, მთავარი შემფასებელია […]

გენადი არველაძე – კორეის რესპუბლიკა 50 მლნ-ზე მეტი მაღალმსყიდველუნარიანი სამომხმარებლო ბაზარია და მასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს

3-5 სექტემბერს თბილისში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპი გაიმართა, მხარეები შეთანხმდნენ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, საბაჟო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები,- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის […]

სოფო ჯაფარიძე – 26 ოქტომბერს თუ ავირჩევთ „ერთიანობას“, ჩვენკენ აუცილებლად წამოვა 14-მილიარდიანი დახმარება და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის პრობლემები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას

26 ოქტომბერს თუ ავირჩევთ „ერთიანობას“, ჩვენკენ აუცილებლად წამოვა 14 მილიარდიანი დახმარება და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის წარმოუდგენელი პრობლემები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და ქალაქი დგას,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ჯაფარიძის განცხადებით, დღეს თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. „რამდენიმე დღეა ძალიან აქტიურად ვხვდებით ვაკის მოსახლეობას. შევხვდით […]

პრემიერი – რატომ შეიძლება აკრიტიკებდნენ ევროკავშირისა და აშშ-ს მაღალი რანგის წარმომადგენელები კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, ჩვენთვის გაუგებარია

რატომ შეიძლება აკრიტიკებდნენ ევროკავშირის და აშშ-ს მაღალი რანგის წარმომადგენელები იმ კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, ეს ჩვენთვის გაუგებარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კანონპროექტში არ არის საუბარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ერთადერთი, რაც იზღუდება ეს არის უხეში პროპაგანდის გამოყენება, რომელსაც აქვს „ძალიან უცნაური მიზნები“. […]

უკრაინა და რუსეთი დრონებით და რაკეტებით მორიგი თავდასხმების შესახებ იუწყებიან

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს. თავდასხმის გამო კიევის, ხარკოვის და სხვა ოლქებში საჰაერო განგაში 9 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა და რამდენიმე საათს გაგრძელდა. ხარკოვის მერიის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ რაიონში დაზიანებულია კერძო სახლები. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაღუპულა. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინელმა […]

თამარ კორძაია – უხლოეს დღეებში სენატში იქნება „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ ერთობლივი განხილვა, სადაც საქართველოში არსებულ დემოკრატიულ კრიზისზე იმსჯელებენ

„MEGOBARI აქტი“, რომელიც 14 მილიარდსა და აშშ-თან უვიზო მიმოსვლას გვპირდება, გვჭირდება – ორივე პარტია თანხმდება იმაზე, რომ თუ არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების ნება არ აღიარდება მმართველი პარტიის მხრიდან, სანქციები უფრო მკაცრი იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი შეფასებით, „MEGOBARI აქტი“ საქართველოს სხვადასხვა სახის ბენეფიტს მოუტანს. „დაფიქრების საგანია, როცა […]

ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტზე – ტექნიკური მცირე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი და ხელი მოეწერება – მშენებლობაში მონაწილეობას ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი მიიღებს, არავითარი ალტერნატივა არ განიხილება

ტექნიკური მცირე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი. როგორც კი დაზუსტდება, ხელი მოეწერება – ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სხვა არავითარი ალტერნატივა არ განიხილება. „მცირე დეტალები დარჩა დასაზუსტებელი, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ისედაც გვქონდა პროგნოზირებული რამდენიმეთვიანი ვადა ამ შეთანხმების დასაზუსტებლად. ტექნიკური […]

პრემიერი – ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება

ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება. რაც შეეხება ვალის პოლიტიკას, ჩვენ გვაქვს სრული პარამეტრი – 40%-ის ფარგლებში გაგრძელდება სესხის აღება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტის მუშაობის პროცესზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ძალიან კონკრეტული დაპირება, რომ 40%-ის ფარგლებში იქნება აღებული საგარეო სესხი და შესაბამისად, ამით იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის არსებული […]

საქართველომ ასევე უნდა განაგრძოს და შორს არც ელიტური დივიზიონია – სავარაუდო შემადგენლობა ალბანეთთან

საქართველოს ნაკრებმა მორიგი “ერთა ლიგა” შთამბეჭდავად (ჩეხეთთან 4:1) დაიწყო. კალენდარი მჭიდროა და მეორე ტურის მატჩში სამშაბათს, 10 სექტემბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, ალბანეთის ნაკრებს ტირანას “ეარ ალბანიაზე” (22 500 მაყურებელი) ვესტუმრებით. ალბანელებს ქართველებთან მუდამ უჭირდათ და წარმატებას იშვიათად აღწევდნენ. ბოლო დროს ბევრი ამხანაგური დაპირისპირება იყო, უკანასკნელი ოფიციალური შეხვედრაში კი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, […]

კობახიძე ხარიშინის გაწვევაზე: არაპოლიტიკური აქტია, სარეცხი მანქანის შეძენას უკავშირდება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, მიხაილო ხარიშინის გაწვევაზე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური აქტი არ არის და ის საელჩოს წარმომადგენლის მიერ “საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას უკავშირდება”. “რეალურად ეს არ არის, ჩემი ინფორმაციით, იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც თავის დროზე, 2022 წელს იყო მიღებული, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. მაშინ გახსოვთ, ეს იყო სუფთად პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაშინ უკრაინის […]